სატრანსფერო ჭორები
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ხორხე მარტინესი შესაძლოა ყოფილ კლუბში დაბრუნდეს.ურუგვაელმა შემტევმა ტრავმების გამო სეზონი ჩააგდო და გასულ სეზონში მოედანზე სულ 14 – ჯერ მოახერხა გამოსვლა.ადრე მარტინესს “უდინეზესა” და “ფიორენტინას” უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც სჩანს ბრძოლაში “კატანიაც” ჩაერთო.იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სიცილიელებს მარტინესის არენდით აყვანა სურთ, გამოსყიდვის უფლებით.”კატანიას” სპორტული დირექტორი, პიეტრო ლა მონაკო აცხადებს : “გასაგებია, რომ ხორხეს დიდი ხელფასი სჭირდება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია”. მარტინესი ბებერ ქალბატონში 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, სიცილიური კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშის, მაქსი ლოპესის წლიური ხელფასი კი 0.8 მილიონი ევროა.
ხორხე მარტინესის გარდა, სიცილიური “კატანია” ბებერი ქალბატონის კიდევ ერთი მოთამაშით, ფრედერიკ სორენსენით დაინტერესდა.ადრე ლა მონაკოს დანიელის უფლებათა პაკეტის 50 % – ის შეძენა სურდა, მაგრამ ჯუზეპე მაროტა შემოთავაზებას არ დათანხმდა.სორენსენი გასული წლის ერთ-ერთი აღმოჩენა გახდა, ამიტომ იტალიელ კლუბებს მისი არენდით აყვანის საკმაოდ დიდი სურვილი აქვთ, მაგრამ დათანხმდება თუ არა 19 წლის მცველის გასხვისებას ანტონიო კონტე, ჯერ-ჯერობით უცნობია.”კატანიას” გარდა, ფეხბურთელით “ბოლონიაცაა” დაინტერესებული.
“პალერმო” კარვალიო ამაურის მიმართ ინტერესს ადასტურებს.“მისი სახელი ნებისმიერ შემთხვევაში ტრანსფერზე დაგაფიქრებს.პალერმოში ამაურიმ საკმაოდ კარგი სეზონები ჩაატარა.ამაური იმ ფეხბურთელთაგანია, რომლითაც დაინტერესებული ვართ, მაგრამ ჯერ მოლაპარაკებები იუვესთან უნდა გავმართოთ.ბრაზილიელი შესანიშნავი მოთამაშეა, მისი ტრანსფერის განხორციელება კი არც ისე ადვილია.” – ციტირებს “პალერმოს” სპორტული დირექტორის, სეან სოლიანოს სიტყვებს ll Giornale di Sicilia.
ამაურიმ სიცილიურ კლუბში ასპარეზობისას 52 მატჩი ჩაატარა და თავი 23 – ჯერ გამოიჩინა, 2008 წელს კი 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბებერ ქალბატონში გამობარგდა.3 წელიწადში კარვალიომ “იუვენტუსის” მაისურით 100 შეხვედრა გამართა და მხოლოდ 24 გოლის გატანა შეძლო.ახლა ბიანკონერები მზად არიან მოთამაშე 7 მილიონ ევროდ გაასხვისონ, მაგრამ სიცილიაში დაბრუნების შემთხვევაში ამაურის დაბალ ხელფასზე დათანხმება მოუწევს, ტურინში ბრაზილო-იტალიელი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
წყარო : Football Italia
მარტინეს ძმაო მაინც მაგრა მევასები ჩაო
კეთილი იყოს ჩემი ფეხი….სალამი ყველას

ზდ
ჩემი აზრით ლუგანო კასერესი და ვარგასიი გვჩირდებაა დაა გუნდი დაკომპლექტდებააა
ამ სამიდან ლუგანო და ვარგასი გვჭირება აუცილებლად
ყიდვაზე ძნელი გაყიდვააა … აგვისტოც მალე დაილევა და საინტერესოა ვის მოიყვანენ
ამ დაუნიზმით დაავდებულს რა უნდა ბიანკონერიში??

შენ ხარ სენი დაგვეხ-სენიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!
ეეეხ მარტინეს წადი რა თავი დაიბრიდე
აფსუს რამხელა ფულს უხდიან მაურის, იგივე მარტინესიც არ იღებს ცოტა ფულს.. იქიდან გამომდინარე რო გუნდს ვერ ადგება. მოკლედ გასაშვებია კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი. და ერთი ვინმე მაგარი პერუელი მარცხენა ნახევარმცველი დასამატებელია :-D
bero….. – ვაა შემოხვედიი : )) კიდევ ერთი ტურინელი ჯარისკაცი შეგვემატა!! კეთილი იყოს შენი ფეხი ფორცაიუვეზე!!!
კი შემოვედი როგორც იქნააა რაა :):):)
კეტილი იყოს ჩემი ფეხიიი რა კაიაა ურააა ვაშა მრავალჟამიეერრ :D:D:D:D:D:D ეს კიდეე გააგდონ ვაფშე აჩუქონ რაა :):)