ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერებმა ნაკრებებში მეგობრული მატჩები გამართეს

დღეს მსოფლიო მასშტაბით ეროვნული ნაკრებების მეგობრული მატჩები გაიმართა, რომლებშიც ბუნებრივია, მონაწილეობას ბებერი ქალბატონის ფეხბურთელებიც იღებდნენ.

რუსეთი 1:0 სერბეთი

პირველი შეხვედრა ბიანკონეროს მონაწილეობით რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გაიმართა, რუსეთისა და სერბეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის.სტუმრების ძირითად შემადგენლობაში იყო მილოშ კრასიჩი და უნდა აღინიშნოს, რომ გარემარბი სერბებთა შორის საუკეთესო იყო.Goal.com – ის ვერსიით სერბი მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო და შეფასება 7.0 დამსახურებულად მიიღო.ვლადიმირ პეტროვიჩმა კრასიჩი მატჩის მიწურულს შეცვალა, ნახევარმცველმა თავი მიღებული ყვითელი ბარათითად დაგვამახსოვრა.მეგობრული შეხვედრის ბედი შეცვლაზე შემოსულმა პაველ პოგრებნიაკმა გადაწყვიტა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაუტანა იორგევიჩს და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 1-0 დააფიქსირა.

ლიხტენშტეინი 1:2 შვეიცარია

მილოშ კრასიჩის სერბეთისგან განსხვავებით გამარჯვება მოიპოვეს რეტო ციგლერისა და სტეფან ლიხშტაინერის შვეიცარიის ნაკრებმა.განაპირა მცველებმა მეგობრული მატჩი ლიხტენშტეინის ნაკრებთან გამართეს და საბოლოოდ 1-2 იმარჯვეს.სტუმრებმა ორივე გოლი მატჩის პირველ ნახევარში გაიტანეს, შვეიცარიიდან პირველი გოლი დერდიოკმა გაიტანა, მეორე გოლი კი მანპინძელთა მცველმა, მარტინ სტოკლასამ საკუთარ კარში ჩაშრა.ლიხტენშტეინის ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა პრესტიჟის გოლის გატანა 51 – ე წუთზე შესძლეს, გოლი რიცბერგერის ანგარიშზეა.ტურინელთა მცველებიდან ორივე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ლიხშტაინერი მარჯვენა ფლანგს იცავდა, ციგლერი კი შესაბამისად მარცხენას.სამპდორიას ყოფილმა მოთამაშემ მატჩი სრულად ჩაატარა, ლაციოს ექს – მცველი კი 83 – ე წუთზე ბერარდიმ შეცვალა.

იტალია 2:1 ესპანეთი

მსოფლიო 2006 – ის გამარჯვებულმა, იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი მიიღო და ბარიში 2-1 სძლია.შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და აშკარა იყო, მიუხედავათ მატჩის სტატუსისა ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოდა.ანგარიში ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა გახსნეს, თავი ფიორენტინას ნახევარმცველმა, რიკარდო მონტოლივომ გამოიჩინა.ანგარიშის გახსნიდან ზუსტად 26 წუთში ფერნანდო ლორენტეს მიერ მოპოვებული პენალტი გოლად ხაბი ალონსომ აქცია.ამის შემდეგ მატჩი ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა, საბოლოოდ კი, 84 – ე წუთზე ალბერტო აკვილანიმ ჯამპაოლო პაცინის პასით იხეირა და ვიქტორ ვალდესის კარი დალაშქრა.სკუადრა აძურამ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.ჩეზარე პრანდელიმ ძირითადი შემადგენლობა ჯიჯი ბუფონს, ჯორჯო კიელინისა და ანდრეა პირლოს ანდო, სამივე მათგანმა სრულად ითამაშა.კლაუდიო მარკიზიო მოედანზე 46 – ე წუთზე ტიაგო მოტას ნაცვლად შემოვიდა, ლეონარდო ბონუჩიმ კი 77 – ე წუთზე ანდრეა რანოკია გაცვალა.

საფრანგეთი 1:1 ჩილე

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელმა ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა მეგობრული მატჩი საფრანგეთის ნაკრებთან გამართა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.ლევერკუზენის ყოფილმა ნახევარმცველმა მოედანზე 90 დაჰყო და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.ფრანგებიდან თავი მეოცე წუთზე ლუის რემიმ გამოიჩინა, წონასწორობა კი 76 – ე წუთზე ნიკოლას ანდრეს კორდოვამ აღადგინა.შეგახსენებთ, რომ ვიდალი ბებერ ქალბატონს ხუთშაბათს შეურთდება და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშს დაიწყებს.

32 thoughts on “ბიანკონერებმა ნაკრებებში მეგობრული მატჩები გამართეს

  1. რა გინდათ აკვილანისთან სოფლის დონის მოთამაშე ნამდვილად არ არის, რაც არ უნდა იყოს იტალიელია და ფორმაში თუ იქნება აძურის დაეხმარება, ეს ჩემთვის როგორც პრანდელის გუნდის ფანისთვის მნიშვნელოვანია..ტიაგო მოტას მაინც მირჩევნია მაგის ბრაზილიელი :no

    გოლი შეაგდო მსოფლიო ჩემპიონებთან მოგვაგებია და სტატისტიკაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგვადგმევია, მე მევასება ალბერტო..

  2. gio_juventino – მართლა კარგი რაა.. ვერ თამაშობს არ მოგწონს.. გასაგებია, მაგრამ თამაშს იგებს და მაინც არ მოგწონს :lool: რა შუაშია რიკოშეტი და ლამპის შუშა სამი ცალი ლარში.. უბრალოდ აღიარე რო მოიგო თამაში ;)

  3. ნუ ყოველშემთხვევაში კლასით შარშანდელი იუვენტუსიდან დელ პიეროს და ბუფონის გარდა ყველას ჯობდა.. მაგრამ ისეთ მაგარ გოგოს ამარცხებს ყოველ ღამე :modee: … იუვეში მართლა ბევრი მატჩი ჩააგდო.

  4. ბრავო მონტოლივო … ნეტავი ისეთ პენალტს ესპანეთის კარში დანიშნავენ როდესმე ეს სულგაყიდული მსაჯები … ნახევარფინალში ოზილს საოცარი სარმა დაუდო პუიოლმა და მსაჯმა არც შეიმჩნია …

  5. ვუჩინიჩის და ვიდალი როგორ დაინომრენ ჩვენთან იცით ვინმემ? ვუჩინიჩისთვის მაროტას პირველი წრე სულ რო აღარავინ იყიდოს არ შევაგინებ იანვრამდე :D მაგგგგარი მოაყენა ეგ კაცი თავდასხმის ხაზს იმენა გააორმაგებს!!! დაჟე მელოს გაშვება მოვინელე მაგ ტრანსფერით :D ვოფშემ პესისთვის მინდა რა მაგათი ნომრები და დამიწერეთ ვინმემ

    1. აკუილანის კიდე ნუ იწუნებთ ეგ თუ გამოძინებულია და თვალები არ ეწირპლება კარგათ თამაშობს 2-3 თამაშს სეზონში :D

      1. მეკარე დააბნია

        აკუილანი იყურებოდა მარცხნივ და ამანაც ეგ მხარე დაიჭირა და თურმე მარჯვნინ შუეხედავს :lool:

          1. კი : D

            ის არ გახსოვს ტონის რა პასი გაუძრო ჯენოასთან ? : D მაგის გარდა ვინ გაკეთებდა მაგას :lool:

  6. დღეს იტალია ძაან მაგარი იყო მაგრად მომეწონა თამაშI როგორ იწყებდნენ მალე შეტევაში გადასვლას პასები რავიცი ყველაფერი კარგი ქონდათ დავიმსახურეთ საღოლ კიელინი რაში იყო პენალი ჯერ კიდევ ვერ გავიგე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.