ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი : ” კასანოს გუშინდელი კაპიტნობა ლოგიკური იყო ”

გუშინდელ შეხვედრაში , რომელიც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ბარიში  , ადგილობრივ არენაზე გამართა ესპანეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ , მოედანზე კაპიტნის სამკლაურით არა ჯანლუიჯი ბუფონი , არამედ ანტონიო კასანო გამოვიდა  . ამ ფაქტში რაიმე უცნაურს , არც აძურის პირველი ნომერი ხედავს : ” ვფქირობ , ის რაც გუშინ მოხდა იყო სრულითად ბუნებრივი მოვლენა . კასანო ძალიან უყვართ აქ და უდიდეს პატივს სცემენ , ამასთან ერთად უშუალოდ მატჩიც მეგობრული ხასიათის იყო . საერთოდ , ძალიან მოხარული ვარ , რომ ნაკრებში ბევრი კაპიტანი ასპარეზობს . ბედნიერი ვარ , რომ თამამად შემიძლია ეს სამკლაური სხვა ფეხბურთელს მშვიდად გადავცე და ვიცოდე რომ გუნდი საჭირო ხელშია მინდორზე . ამიტომ მსგავს რამეს , მომავალშიც უნდა ველოდოთ , მაგალითად შეხვედრა ბრეშაში რომ გამართულიყო , კაპიტანი ანდრეა პირლო იქნებოდა . უშუალოდ ანტონიომ კი უნდა იცოდეს , რომ გუნდი მასსზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებს , წინ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი გველის , სადაც ანტონიომ მაქსიმალურად უნდა გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები ” .

წყარო : tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
betega
13 years ago

ჯიჯი უნიკალური ადამიანია.ესპანეთს ხო გაუკეთეთ ჩახევა ჰა ჰა ჰა :lool: :lool: :lool: :italy: :italy: :italy: :italy: :italy:

soso gagnidze
13 years ago

მაგრად გაასცორეს ესპანელებს რომ ჩაუდეს :) ჯიგრები არიან

lasha margalitadze
13 years ago

გუშინდელი თამაშით კმაყოფილი ვარ ნამდვილად,უბრალოდ მოტა და რანოკია ვერ ვხვდებიი რატომ არიან სასტავში როცა კელინი მთელი თამაშის განმავლობაში რანოკიას დაზგვევით იყო დაკავებული
მოტა კიდე საერთოდ ვერაფერს ვერ აკეთებდა,ყველა კონტრ შეტევას იტალიის შლიდა და ბურთს უაზროდ კარგავდა
მეორე ტაიმის შეცვლებმა დაგვანახეს ვინ არის სასტავის გირსი მარკიზიომ შედარებით დაალაგა ცენტრი და აკილანი დადგა თავის ადგილზე დაა შესანიშნავი იყო

Gio Darja
13 years ago

აუ ჯიჯი რა მაგარი კაცი ხაარ :love: ანტონიო შენ იცი ფორმაში უნდა იყო და ნაკრების მეათე ნომრად გუნდის ლიდერი უნდა გახდე :italy:

13 years ago

იმენა ჯიჯიმ იჯიგრა მაგრად თურმე კასანოს კომენტარი წავიკითხე და გასახდელ ოთახში რომ შევედი მაისურთან ერთად კაპიტნის სამკლაურიც დამხვდაო რომ ვთქვი შეცდომა მოგივიდათო არავინ პასუხი არ გამცა ჯიჯის და პრანდელის გადაუწყვეტიათ ესეო….. ჩვენი ჯიჯი მაგარია რაა მარტო მსოფლიოს ნომერ პირველი კი არა მაგარი ადამიანიცაა… და სწორედ ეგ არის იუვეს ხიბლი რომ სანამ ვინმე ჩვენთან საყკეთესო გახდება როგორც ფეხბურთელი მანამდე ადამიანად და სუფთა იუვენტინოდ ყალიბდება….

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x