იაკინტა სატრანსფერო ბაზარზე ბრუნდება
ვინჩენცო იაკინტა , რომელიც ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო კურს გადის ტრავმის მიღების შემდეგ , კვლავინდებურად აღმოჩნდა სატრანსფერო ბაზარზე . Radio Sportiva – სთან საუბარში , ანდრეა დ’ამიკომ , მისმა საფეხბურთო აგენტმა შემდეგი რამ განაცხადა : ” ფორვარდთან დაკავშირებით , ჩვენ მოგვიწევს საკმაოდ დიდ ხნიანი დისკუსიის გამართვა . სავარაუდოდ ყველაფერი 15 აგვისტოს შემდეგ გახდება ცნობილი ” . იაკინტასთან დაკავშირებით , ცოტახნით ადრე ვრცელდებოდა ცნობები , რომ მისით სანკტ პეტერბურგის ” ზენიტი ” იყო დაინტერესებული , მაგრამ პოპულარული ტურინული გამომცემლობის Tuttoport – ის მოსაზრებით , სრულებითაც არ არის წარმოუდგენელი მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი სკუადრა აძურის რიგებში , ხუან მანუელ ვარგასის ტრანსფერის ნაწილი გახდეს …
მსურს ასევე მცირე ინფორმაცია კლუბის პრიმავერას შესახებაც შემოგთავაზოთ …
მთავარ გუნდთან ერთად , ხელმძღვანელობა მუშაობს პრიმავერას გაძლიერებაზეც . მოარული ხმების თანახმად , იუვეს ახალგაზრდულ კლუბს მალე 15 წლის თავდამსხმელი ზორან იოსიპოვიჩი გააძლიერებს . მან , შვეიცარიის 16 წლამდე ნაკრების შემადგენლობაში , ორი შეხვედრის განმავლობაში ორჯერ გამოიჩინა თავი . ყველა საჭირო დეტალი , როგორც აპენინებიდან იტყობინებიან დღეს ან უკიდურეს შემთხვევაში ხვალ გადაწყდება .
![]() |
მინდა შეგახსენოთ იმ ახალგაზრდა ფეხბურთელების ვინაობა , ვინც პარატიჩიმ და მაროტამ შეიძინეს , ტურინში მოსვლის დღიდან :
ლორენცო ბრანჩესკუ , მეკარე 1994 წელს დაბადებული , რუმინეთის ნაკრები ( 17 )
ხოიდურ მაგნუსენი , ისლანდიელი ფეხბურთელი , რომელიც 1993 წელს არის დაბადებული – ამ ეტაპზე არენდის წესით იმყოფება ტურინში
გაბრიელ აპელტი , 1993 წელს დაბადებული ცენტრალური ნახევარმცველი , რომელიც ცნობილი გახდა იმით , რომ საკმაოდ კარგად ითამაშა რონალდინიოს წინააღმდეგ .
გილერმე აპელტი , 1993 წელს დაბადებული , ბრაზიელი შემტევი ნახევარმცველი
პოლ გარისა , ბარსელონას აღზრდილი , 1995 წელს დაბადებული , რომელსაც ახალი პიკე შეარქვეს
სტეფანო ბელტრამი , იტალიელი ფორვარდი 1993 წელს დაბადებული
ფედერიკ სორენსენი , ვფიქრობ ამ ფეხბურთელს ზემდეტი წარდგენა არ ესაჭიროება .
იაკინტა და ამაური სასწრაფოდ გასაყრელები არიან ესენი ისე გაბანძდნენ რო არავინ არ გადაიხდის დიდ თანხას ასე რომ სულ უფასოდ ვაჩუქოთ რომელიმე გუნდს
წადი ვიჩენცო და წაიღე იუვეს ჭირი

წავიკითხეე, ეტო’ო ინტერიდან მიდის
ძალიან კარგი 
au imena ეტო ოს კომენტარზე არ Iღადავეთ?????????

რას ამბობს ?
ეს ჭირი ხომ ვერ მოვიშორეთ რა…
წადი ბიძია რაღა დროს შენი მაღალ კლუბში თამაშია.
წადი ჯენოა, პალერმო, კატანიას მიხედე არ გავარდნაში…
მშვენიერია.. კაი სტატიაა დათკა!!! საინტერესო ფაქტებია… იმედის ჩამსახველი!!!
კარგია პრიმავერა გავაძლიეროთ ბარსას საყრდენი ისევ თავისი სკოლაა ჩვენჩ იგივე გვწირდება