კალჩიოპოლი : ანიელი აგრძელებს სკუდეტოსთვის ბრძოლას
გთავაზობთ ანდრეა ანიელის დღევანდელ პრესკონფერენციას , რომელიც იუვენტუსის პრეზიდენტმა კალჩიოპოლის მოვლენებს მიუძღვნა …
” იუვენტუსი მოედანზე ყოველთვის ერთადერთი მიზნით – გამარჯვებისთვის გამოდის . ვფიქრობ დადგა დრო , საკუთარი სტრატეგია გაგაცნოთ , რისი მიხედვითაც ვიმოქმედებთ მომავალში . მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა იფფ-ს მიერ გამოტანილი ვერდიქტი , ჩვენ დავავალეთ იურისტებს , რომ მათ ახალი გეგმა შეემუშავებინათ , რისი მიხედვითაც გაგრძელდებოდა ბრძოლა ” – ამ სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ანდრეა ანიელიმ .
ახალგაზრდა პრეზიდენტმა ,საკმაოდ მარტივად ისაუბრა , იმაზე რომ გუნდი არ შეეგუება ამ უსამართლობას და ბოლომდე იბრძოლებს საკუთარი უფლებების დასაცავად …
” იუვენტუსს იმედი აქვს რომ სპორტული სამართლიანობა აღსდგება. ჩვენ სამწუხაროდ ვერ მივიღეთ ვერანაირი ლოგიკური პასუხი იფფ-დან და იძულებულნი ვართ სხვა გზებს მივმართოთ . მათი ბოლო დროინდელი განცხადებები , აბსურდულია და გაუაზრებელი ” .
ბოლო პერიოდში , გარკვეული პერსონები დიალოგისკენ მოუწოდებდნენ მხარეებს : ” სრულებითაც არ ვართ წინააღმდეგი დიალოგის , მაგრამ კარგად უნდა გაიაზროს ყველამ , რომ ამის უკან არ უნდა იმალებოდეს სინდისის გაწმენდა , იმის გამო რაც მოხდა . იუვენტუსი მაშინ სულ რაღაც ორ თვეში , დაჩქარებული ტემპით იქნა დასჯილი და ამის დავიწყება შეუძლებელია . მოლაპარაკებების მაგიდასთან დავსხდებით , თუმცა ჩვენი ინტერესები მაქსიმალურად უნდა იქნას დაცული ” .
სამომავლო სტრატეგია …
” ვაპირებთ აპელაციის შეტანას ნაციონალურ საარბიტრაჟო სპორტულ სასამართლოში , გავუგზავნით პრეტენზიებს აუდიტორის პალატის გენერალურ პროკურორს , რომის პრეფეკტს , შინაგან საქმეთა სამინისტროს , იტალიის ოლიმპიური კომიტეტის შესაბამის უწყებებს . ეს ჯერ კიდევ დასაწყისია , რომელიც განაპირობებს კიდევაც ჩვენს სამომავლო ნაბიჯებს ” .
” სამწუხაროდ , ამ ეტაპზე შეუძლებელია ორივე ტიტულის მოთხოვნა , რადგან გარკვეული ფაქტები ჯერ კიდევ უნდა გამოაშკარავდეს და გაირკვეს . მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ , 2005/06 სკუდეტოს საქმე არ იყო გამოძიებული ძირეულად . იუვენტუსი დაქვეითდა სერია ბ-ში , არადა მაშინ ჩემპიონობა იზეიმა 91 ქულით , მაგრამ გვიდო როსის გადაწყვეტილებით , სკუდეტო ვიღაც სხვას გადასცეს . გვიდომ მაშინ განაცხადა , რომ სკუდეტო დაიმსახურა იმ გუნდმა , რომელიც პატიოსნად იქცეოდა , მაგრამ ბოლო დროინდელმა ფაქტებმა ამას ბზარი გაუჩინა , ტიტული არ მიუღია იმ კლუბს რომლისთვისაც იყო ის განკუთვნილი “.
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი
ბრავო ანიელი-ბრძოლა ბოლომდე, არანაირი დათმობა….ძირს ინტერი!!

Datka
დღემდე მჯერა რომ მაგ დროს დააშინეს იუვენტუსი, სასამართლო თითქოს უკან იხევდა და მესამე აპელაციის შემდეგ შეილება დავებრუნებინეთ და მინუსებში დაგვეწყო სეზონი, მაგრამ იქ მაღალი ფული გადააგდო ვიღაცამ :X:X:X
FalconGe
არა ისე პოსტავდი მეთქი იქნებ არ იცის თქო, თუ იცი გაიხარე ძმა, შენნაირი ძირძველი იუვენტინოსთვის ღიაა ჩვენი კარი სულ..თითქოს მეცნობა ეგ ნიკი, იქნებ ადრეც იყავი..
ამ ნიკით არა, ძაან ადრე ვიყავი Don_Corleone მერქვა :D დათკა მახსოვს :D ადრე ფორუმ.გე ზე ვპოსტავდი :D იუვენტუს.რუ ზე ვიყავი ადრე ასე 5 წლის წინ მოდერატორად მარა შევეშვი დრო არ მრჩებოდა საერთოდ.))
ვა ფორუმზე ? )) რა ნიკით იყავი ? ბევრი იუვენტინო ვართ ისევ მანდ ))
მაგრად მჯეროდა რომ უცებ დავბრუნდებოდით ელიტაში… მის მერე აგერ უკვე 5 წელი გავიდა და დეგრადაცია და დეგრადაცია… დაბრუნებისთანავე პირველი წელი იყო წარმატებული და ნაწილობრივ მეორეც. რეალურად რომ ვიმსჯელოთ უფრო უნდა გვუკეთესებულიყავით და რა ხდება ახლა… სულ უკან და უკან ვიხევთ მესამე წელია.
აუ საიტს რომ ვხსნი იტალია ესპანეთის ლინკები და კომენტარები რომ იყო იმ გვერდს საერთოდ არ აჩვენებს და ეგ რისი ბრალია ხომ არ იცით?….
წავშალეთ ეგ სტატია ძმა ;) მორჩა თამაში და..
falconGE
შენ კალჩიოპოლის მერე რამდენჯერ შეიცვალა ხელმძღვანელობა ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობ ? ანდრეა ანიელი გუნდში 1 წლის წინ მოვიდა, მანამ კობოლი ჯილი იყო პრეზიდენტი არაფრის მაქნისი, ანდრეამ კი ჩამორთმეული სკუდეტოსთვის ბრძოლა სერიოზულად დაიწყო..
შენ შემტხვევით მე ხო არ მეუბნები ამას? კალჩიოპოლი კი არა 80იანი წლებიდან მოყოლებული ვიცი ზეპირად ვინ რა იყო იუვეში :D გადაობპრიკოლია რა…. ) კობოლი ჯილიც და ბლანიც დაინტერესებულები უნდა ყოფილიყვნენ მაგ საქმით… უბრალოდ ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარეც კი…
ბლანმა სხვათაშორის ძალიან კარგი სამუშაო ჩაატარა
იდეაში იყო ფინანსების ამბავში მოყვანილი და თავისი საქმე 5-იანზე გააკეთა დაჟე 5 – იანი +
მიუხედავად იმისა , რომ გუნდი სერია ბ-ში იყო და სერიოზული გარღვევა ჰქონდა ბიუჯეტში , მალევე დააყენა ფეხზე და არანაირი ვალები არ დაუდია გუნდს
რაშიც მაგარი იყო ბლანი ეგ ფაქტია და არ უნდა დავუკარგოთ
ნუ ბლანი რომ მაგარი ფინანსისტია მაგაზე საუბარი არაა ტიპს ჰარვარდში აქ MBA დამთავრებული) ახალი სტადიონის ამბავშიც ბევრი დამსახურება აქ. მაგრამ რა არი იცი? ბლანი მხოლოდ დაქირავებული პროფესიონალია, იუვე დიდად არ ანაგვლებს. რაც ევალებოდა გააკეთა მაგრამ კალჩიოპოლი დაიკიდა. ეს ტეხავს მაგრად. იუვეს აპელაცია ადრე რომ შეეტანა ახლა უფრო წინ ვიქქნებოდით მაგ საქმეში
ბოლომდე უნდა მივწოლოდით 2006 ში
შეტანილი გვქონდა აპელაცია მესამეჯერ , რომელიც დაგვაბრუნებდა სერია ა-ში , მაგრამ უკან გამოიატანეს … ან დააშინეს ან არ ვიცი რა
დააშინეს კობოლი ჯილი საერთოდ სერია C1-ში გაგაგდებთო და მაგიტომ ალბათ. ამ სირმაც დაიჯერა და ეგაა… შეიძლებოდა ამ საქმის მოგება რომ არ ესულელათ და მოჯისთვის დაეჯერებინათ. მოჯიც გადააგდეს და იუვეც დაიკიდეს.
მანდ მარტო ფედერაციაზე არ არის
გამოძიება უშუალოდ სახელმწიფოს დაკვეთით ხორციელდებოდა , ხოდა შესაბამისად , სასამართლომ იმ პიროვნებებს უნდა დააკისროს ეს , ვინც დაინტერესებული იყო )
ანუ, დიდად პატივცემული მასიმო :)
არა მასიმოზე არ არის აქ
სახელმწიფო ამ შემთხვევაში ალბათ
გარკვეული ორგანოები
daინტერესებულ პირებზე თუა საუბარი მანდ მასიმო პირველ ადგილზეა:)
ხო მაგრამ მაგას ვერავინ ვერ დაამტკიცებს )
შენ გენაცვალე ანდრეა
ამდენი ხანი რას აკეტებდნენ ეს იდიოტები… 5 წელი გავიდა მის მერე და აპელაციას იურიდიულად ვადა გაუვიდა
როცა ანიელი მოვიდა სათავეში ეგრევე დაიწყეს საქმე
ბლანის პერიოდში სხვა პრობლემები ჰქონდა იუვენტუსს
ატაგავორკა მაინც სასაცილოა აბეტესი
ძალაში აღარ არის აპელაციაო , რა საცოდავები არიან როჟები
იტალიური ფეხბურთი დაბრიდეს მასტებმა
ფედერაციამ უნდა დაუბრუნოს მაგ შემთხვევაში ფული ხო? თუ ასეა მთელი იტალიური ფედერაცია გადაეკიდება იუვეს…
200 მილიონზე იყო მემგონი საუბარი …
აქ მარტო სკუდეტოზე არაა საუბარი… თუ დაიბრუნეს სკუდეტო, მაშინ სერიოზულ ფულზე დაიწყება ლაპარაკი.. იუვე მოითხოვს ზარალის ანაზგაურებას და აქ უკვე მინიმუმ 8 ნოლიან რიცხვზე იქნება საუბარი… მოკლედ თუ დაგვინრუნეს სკუდეტოები მაგრად ვიხეირებთ ;)
ნელ ნელა იზრდება და ღვინდება ჩვენი ანიელი!!! მალე ვიამაყებთ ჩვენი კლუბის პრეზიდენტით

მიდი გენაცვალე! ჯიგარი ხარ!