კონტე : ” სტიმულს პასუხისმგებლობა მმატებს ”
გთავაზობთ ანტონიო კონტეს მცირე ინტერვიუს , რომელიც მან Sky Sport 24 – ს მისცა , დღევანდელი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ იუვენტუსის პრიმავერასთან : ” ავტოგრაფების დარიგება არის მიზერული რამ , რითაც შემიძლია მადლობა გადავუხადო ასეთ ტიფოზებს – ადამიანებს რომლებიც ბოლომდე გვიდგანან მხარში და დიდი ენთუზიაზმით გვგულშემატკივრობენ . პაუსიხმგებლობა – ეს ჩემთვის დამატებითი სტიმული გახლავთ , რითაც დარწმუნებული ვარ შევძლებ დავუბრუნო კლუბს კუთვნილი პოზიცია . გრანდიოზული პროექტი დავიწყეთ , მაგრამ უკვე დღეს გვსურს მწვერვალზე ასვლა . დღევანდელი დაპირისპირება კი უფრო , დღესასწაულს ჰგავდა , მაგრამ გარკვეული საკითხები გადახედვას მოითხოვს . ბეტისთან კი ყველაფერი სხვაგვარად იქნება . სულ ცოტახნის წინ შევუდეგით მუშაობას და აუცილებელია მუხლჩაუხრელად ვარჯიში , ასევე უფრო მეტად მომთმენი უნდა გავხდეთ . გვსურს უკვე ეხლა დავუბრუნდეთ , ჩვეულ დინებას , რადგან ჩვენს წინააღმდეგ ორგანიზებული და მომზადებული კლუბი წარსდგება . 2006 წლის სკუდეტო ? პრეზიდენტი სწორ გზას ადგას , ამაზე უკვე ვისაუბრე ადრე . გუნდმა მოედანზე მოიგო სკუდეტო , რომელთა ციფრი ჯამში 29 – ს შეადგენს , სხვა ყველაფერი კი არ მაინტერესებს . დღეისათვის ვმუშაობთ იმისთვის , რომ კვლავინდებურად გავიმარჯვოთ : თუ გავითვალისწინებთ არცთუ ისე შორეულ წარსულს , მაშინ მიხვდებით , რომ ეხლა სწორედ ამის დროა “ .
წყარო : TuttoJuve
როგორ მევასება კონტე ტო
მაგარი როჟაა
მიდით მიაეწექით ის 2 სკუდეტო თქვენია !!! 
Datka
დაიკიდე კაცო :D აქაც მოგეხმარები რა თქმა უნდა..უბრალოდ სტატიები ცოტაა და ჭორებიც დადება კიდე ჭირივით მეზიზღება უკვე
ახალი სეზონისთვის მოემზადე შენ , იმდენი საქმე გვექნება რო
ბიჭო , გიო , შენ ვაფშე ნი პრიჩომ : D სხვებზე ვამბობ ვისაც სტატუსი აქვს და თბილისშია
თორე შენ და ნაჩკე არ განიხილებით .. ჩვენ სამნი მთელი სეზონი მოგვიწევს ნედვედის ტემპში ყოფნა

Datka
აქ ვარ დათკა, შეძლებისდაგვარად დავდებ სტატიებს ;) საღამოს ქალაქისკენ გავდივარ და ამ დრომდე არ შემოვდივარ სახლში, ამიტო ვეღარ დავდე..
მსოფლიო სპორტის ფორუმზე ამტკიცებენ კასილასი შეცვალეს და ეგრე საქარტველოც მოუგებდაო ესპანეთს ……. ვალდესი რა კასილასზე ნაკლები მეკარეა ან თუგინდ ასეთ პენალტს ესპანელების კარში დანიშნავდა რომელიმე მსაჯი? ესპანეთი არის უღირსი ძალით გაჩემპიონებული ნაკრები, რომელსაც მუნდიალზე ყველა საკვანძო თამაშში მეთორმეტე მოთამაშედ ჰყავდა მსაჯი, როგორც პორტუგალიასთან, პარაგვაისთან, გერმანიასთან ისე ფინალში ჰოლანდიასთან, ნაკრების მაისურით რომ გამოდიხარ არ არსებობს ამხანაგური მატჩი
კაცურად არ გეზარება მაგ ტუგადუმ კომენტარებს რო კითხულობ ? დაიკიდე რა ) იმდენ სისულელეს წერენ მანდ რომ გადაირევი
ჯერ რა სტატიებია და მერე რა კომენტარებს ელი
ჩუვაკი , თუ არ დამეხმარეთ , არაფერი არ გამოვა ) აღარ შემიძლია უკვე )) მთელი დღის განმავლობაში ვეღარ გავაკონტროლებ სიტუაციას და ამიტომ ვინც აქ ხართ მწერლები შემომეშველეთ , გადავიწვი უკვე
ახცალგაზრდა კაცი ხარ,ჩუვაკ! ჩემ ასაკამდე რომ მოხვალ მერე დაიჩივლე
ეჰ ჩემო დავით…+1