ბიანკონეროები ვარჯიშს შეუდგნენ
ორდღიანი შესვენების შემდეგ, “იუვენტუსის” ფეხბურთელები ვინოვოს ბაზაზე შეიკრიბნენ. დღეს დილით, გაორმაგებული სამწვრთნელო სესიის პირველი ნაწილი შედგა. კონტეს შეგირდებისთვის ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სეზონის დასაწყისი ახლოვდება და პლიუს ამას, რამდენიმე დღეში გუნდს სერიოზული დაპირისპირებები ელოდება. 18 აგვისტოს, ტურინული გრანდი “ტროფეოს თასზე” “მილანს” და “ინტერს” დაუპირისპირდება, ხოლო 21 აგვისტოს, “მილანს” უკვე ბერლუსკონის თასის მოპოვებაში შეეცილება.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
მოკლედ სეზონის დაწყებამდე არ მოვიწყენთ
18ში 2 თამაშია ერთად, პეპე ვარჯიშობს თუ იცით?