დ’ამიკო : “ნაპოლისთან მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ”
ვინჩენცო იაკინტას პირადმა აგენტმა, ანდრეა დ’ამიკომ მისი კლიენტის “ნაპოლიში” შესაძლო ტრანსფერი კატეგორიულად უარყო.ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ჯუზეპე მაროტა აქტიურად შეეცდებოდა 31 წლის ფორვარდის გასხვისებას, რამეთუ იაკინტა ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედის.თავისმხრივ, ფორვარდის ძიებაშია “ნაპოლიც”, რომელიც ჯუზეპე როსისთან და დევიდ ტრეზეგესთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ შეტევის გაძლიერების სხვა კანდიდატებს განიხილავს : “ნაპოლისთან იაკინტას საკითხზე არ გვისაუბრია, ნეაპოლელებს დიდი გუნდი ჰყავთ, ისინი ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობენ.არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, გაზეთების მოფიქრებულ ჭორებზე კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ.”
წყარო : Tuttosport
მე მაგალითად იაკინტას დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ, თან მხოლოდ ცენტრფორვარდის პოზიციაზე არ თამაშობს, ფლანგზეც შეუძლია და მეორე ფორვარდადაც..ტრავმებმა არ გააწამონ და მართლა გამოგვადგება..
შეიძლება ჩემი ნათქვამი ბევრს არ მოსწონს მაგრამ ფაქტია რომ ტრავმებმა მაგრად გააწამეს და ვერაფრით ვერ შედის ფორმაში :)
როცა გააქ ძაან მაგარი გოლი გააქ ეგეც ეგრეა :)
ოქრო ბრატ დღეს დღეობით ვუჩინიჩი ჯობია იაკინტას :)
zura ადრე ბევრი რამ შეეძლო ეხლა აღარ.
ეგ გვიშველის -თუ გვიშველის…..აუუ, რა დღე გვიდგას….
მოეშვით რა ჩემ კვინტას!!! სულ ამის ლანძღვაში როგორ უნდა იყოთ ტო?? როცა ფორმაშია ამაზე ძლიერი ცენტრ ფორვარდი არ გვყავს ჩვენ. 2 სეზონია ვერ გაიხარა ტრამვა ტრამვაზე აქვს და ნუ გაუხურეთ რა:@.... .... შარშან რომას რო დაარჭო ხო უკარით ტაში?? ვოფშემ კვინტა უნდა დარჩეს, ფორმაში რო ჩადგება მერე ბევრს ბევრს გაგახსენებთ ;)
რას ერჩით ამას? ესაა მოუშორებელი ჭირი და ვუჩინიჩი მოვიყვანეთ მხსნელად? როცა ათამაშებენ არც თუ ურიგოდ თამაშობს
ამ კაცს რამდენიც გინდა აგინეთ ძმაო… მარა როცა შემოდის სულ გააქ თან ლამაზი გოლები…
ამას მე საერთოდ ტრეზეგე არ გაეშვათ და ეს გაეშვათ მირჩევნოდა მარა თუ აღარავის ვიმატებთ დარჩეს მაშინ მართლა ბევს ცდილობს ყველა ბურთზე უნდა თამაში
იაკინტა შე იუვეს მოუშორებელო ჭირო