ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები ( ალექსი, ედუარდო, გალეანო )

ბრაზილიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ედუარდოს გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.როგორც Globo Esporto იუწყება, ბიანკონერები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 18.2 მილიონი ევრო გადაიხადონ, კლუბებს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია, ტრანსფერამდე მხოლოდ ფორმალობებია მოსაგვარებელი.

კარლოს ედუარდო, რომელიც ამჟამად “რუბინის” ღირსებას იცავს პოზიციით მარცხენა ნახევარმცველია, სულ ახლახან მას 24 წელი შეუსრულდა.2007 წელს ბრაზილიაში წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კარლოს ედუარდო “ჰოფენჰაემმა” შეიძინა 7-8 მილიონ ევროდ, მეორე ბუნდესლიგისთვის კი ეს იმჟამინდელი რეკორდი იყო.გერმანიაში ფეხბურთელმა 3 წელი გაატარა, 80 მატჩში 18 – ჯერ გამოიჩინა თავი და რუსეთში გადაბარგდა, გერმანელებმა მის სანაცვლოდ 20 მილიონი იგდეს ხელთ.ედუარდომ ტრავმების გამო მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

დღეს ბრაზილიელი მცველის, ალექსის ბედი გადაწყდება.ბიანკონერები იმედს არ კარგავენ, რომ ლონდონელები მცველის არენდით გაშვებას დათანხმდებიან, თუმცა არისტოკრატებს ამის დიდი სურვილი არ აქვთ.მოლაპარაკებების ჩაშლის შემთვევაში, ჯუზეპე მაროტა 20 წლის უკანახაზელის, ლეონელე გალეანოს გაფორმებას შეეცდება.არგენტინელი მცველი 2009 წლიდან “ინდეპენდენტში” გამოდის.გალეანო არგენტინის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველია, მან მსოფლიო U20 ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა.

წყარო : Tuttosport

23 thoughts on “სატრანსფერო ჭორები ( ალექსი, ედუარდო, გალეანო )

  1. სიმართლე გითხრატ სულ ორჯერ თუ მექნება ამის თამაში ნანახი, და მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მაგრამ ზოგადად არ აქვს კარგი მაჩვენებელი(სტატისტიკით) ნუ არ ვარ ჩამოყალიბებული ამ ფეხბურთელზე, ზუსტად ვიცი რო მაროტა არ გადაყრის ბრმად ამხელა ფულს

  2. ვისში იხდიან ამდენს? იმედი ეს ჭორია. 18 მილიონი ეს ერთი ამდენიც ვუჩინიჩში გადაიხადენენ და მეტს კი არ გვთხოვდნენ აგუეროში და როსიში, იაკინტა და ამაური ჩაერთოთ კიდევ ტრანსფერში და როსის გამოუშვებდნენ და აგუეროსაც

    1. აგუერო ჩემი ტკივილია ((( ეს ედუარდო შეიძლება არ არის ცუდი ფეხბურთელი მაგრამ დარწმუნებული ვარ მაროტა უბრალოდ არ გადაიუხდის ამხელა თანხას

  3. აუ აფელაი უნდა დავითრიოთ არენდით. ტიპი უნივერსალია, ნიჭიერიც არის. ბარსაში ზამენაზეც ვეღარ შევა ალბათ იქ ისეთი ამბავია. რომც ვიყიდოთ დიდი ძვირი არ უნდა ღირდეს. რავი რა ედუარდოებს, ფარფანებს ელიებს და ვარგასებს ნაღდად ჯობია რა

  4. ეხა ეს მაგარი სისულელეა ედუარდოს ფეხი ისე მოტყდა რო აღიდგენს იმ ფორმას თუ არა ეგ საკითხავია მერე მეორე მე მირჩევნია ედუარდოს ანანიძე ვიყიდოთ. მაროტა 18 მილიონს ედუარდში კიარა მესიშI არ გადაიხდის ასეთი ტრავმით :lool:

  5. ედუარდოზე ნამდვილად არ მსმენია ბევრი, ზოგადად წამიკითხავს, აი გალეანოზე, კი საინტერესო სტატიები იყო რუსულ გაზეთებში, სადაც აღნიშნავდნენ მის დიდ პოტენციალს, ინდიპედიენტეს სკოლაგამოვლა კარგი ბაზისია-ვნახოთ, ვნახოთ…
    ის კიდევ , რომ ალექსი გვჭირდება-ცალსახაა;

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.