ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვარჯიშები გრძელდება

ორ კვირაზე ნაკლები რჩება სეზონის ოფიციალურ დაწყებამდე. “იუვენტუსის” ფეხბურთელები აქტიურ მზადებას განაგრძობენ. ანტონიო კონტემ, როგორც ყოველთვის, თავისი შეგირდები მაქსიმალურად დატვირთა. დღევანდელ სამწვრთნელო სესიაზე ფეხბურთელები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთი ნაწილი  სპორტულ დარბაზში ირჯებოდა, მეორე – მოედანზე, შემდეგ ჯგუფებმა როლები გაცვალეს. დღეს ყურადღება დაეთმო, როგორც ფიზიკურ, ისე ტექნიკურ ვარჯიშებს. მცველები და ნახევარმცველები პასებზე და მოედანზე გადაადგილებებზე მუშაობდნენ. მეკარეები კლაუდიო ფილიპის მეთვალყურეობით ირჯებოდნენ რთული ბურთების აღებაზე. 

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

5 thoughts on “ვარჯიშები გრძელდება

  1. abby_condilac

    ჯერ ერთი სტატიაში სად წერია მეკარეები ფეხით თამაშზე ვარჯიშობდნენო, მეორეც რომელი მეკარე გინახია გამოსულა კარიდან და ფინტაობა დაუწყია, მითუმეტეს ჯიჯია ჩვენი მეკარე დაგავიწყდა ? რა უაზრობის გულისთვის მოუძებნით გუნდს წუნს გაგიჟდები ზოგჯერ რაა

    1. წუნს გუნდს არავინ არ უძებნის, რაც ფაქტია იმას ვამბობ! ჯიჯი იყო ბეტისთან მეოტექეს რო დაუბრუნა ბურთი

  2. ეგ მეკარის ფეხით აქტიურად თამაში დაგვღუპავს სადღაც,უჭირთ ბურთის ეგრე მიზანმიმართულად გამოტანა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.