ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი “იუვენტუსის” მხრიდან დაინტერესებას ადასტურებს

გასტონ რამირესის აგენტი ტურინის “იუვენტუსის” მხრიდან მისი კლიენტის მიმართ დაინტერესებას ადასტურებს. ტურინული გრანდი ერთ-ერთია იმ მრავალ გუნდს შორის, ვისაც ურუგვაელი ფანტაზისტას შეძენა სურს. ვინჩენცო დე ლპოლიტომ calciomercato – ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან თავისი კლიენტის მომავალზე ისაუბრა:“რამდენიმე სერიოზული დაინტერესება მართლაც არსებობს, მაგრამ არა მხოლოდ “იუვენტუსისგან”. კონტაქტზე “რომაც” იყო გამოსული, ოღონდ მაშინ, სანამ  ისინი ერიკ ლამელას შეიძენდნენ. აი, “უდინეზემ” კი საკმაოდ საინტერესო წინადადება შემოგვთავაზა. ფრიულელებს რამირესის მიმართ სერიოზული ინტერესი გააჩნიათ და თუ მათი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავა, აუცილებლად მოაკითხავენ ჩემს კლიენტს.” რამირესი შემტევის სტილის ცენტრალური ნახევარმცველია, მაგრამ ურუგვაელს შეუძლია “იუვენტუსში” მარცხენა ფლანგზე წარმოქმნილი პრობლემაც გადაჭრას. “მას მრავალჯერ უთამაშია ფლანგზეც. ასე რომ, ვფიქრობ, ანტონიო კონტეს 4-2-4 სისტემას თავისუფლად მოერგება.” – დაასრულა დე ლპოლიტომ.

წყარო: Football-Italia

18 thoughts on “აგენტი “იუვენტუსის” მხრიდან დაინტერესებას ადასტურებს

  1. უკაცრავად სატრანსფერო ბაზარი 25-ში იხურება თუ 31-ში … გავიდე მინდა ბაზარზე იქნებ ვინმე ვიყიდო …….

    1. 31 ში ღამის 12 საათამდეა ანუ 1 სექტემბერს უკვე დახურული იქნება იმედია კარგად ივაჭრებ და მარცხენა ფლანგზე გიოტცეს ან დი მარიას იყიდი ეს ჩემი ოცნებაა ამ ფლანგზე.

    1. იუვე პეროტის კანდიდატურით კაი ხანია ინტერესდება, მაგრამ მოლაპარაკებების თაობაზე არაფერია ცნობილი

      მამენტ სრულიად შესაძლებელია ბასტოსის და ელიას ვერდათრევის შემდეგ, პეროტიზე გაკეთდეს აქცენტი, მაგრამ კონკრეტულად პეროტის ტრანსფერზე არაფერი ხდება ჯერ

      1. ეგ კი ვიცი რო დიდი ხანია დაინტერესებულები არიან მარა აქ გაიჩითა სტატია რო საბოლოოდ თქვეს უარი პეროტიზეო და თავიდან მიუბრუნდნენ ნეტავ ამ საქმეს?

        1. როცა ბასტოსზე იყო მოლაპარაკებები და შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ელჯერო ელიაზე აგდავედით და ელიაზეც რო ვრ მივაღწიეთ შეთანხმებას, უკვე შეიძლება პეროტიზე გადაერთო მაროტა არ ვიცი, ეს ყველაფერი ჰიპოთეზის დონეზე

          მსოფლიო სპორტზე კიდე საიდან დაწერეს ეგ სტატია აზრზე არ ვარ, თუ რამე ხდება პეროტისთან დაკავშირებით უეჭველი დაიდება ჩვენთან

          მაქსიმალურად ვეცდები რაც შეიძლება მალე ვიპოვო ინფორმაცია მაგ ამბავზე

          1. მსოფლიო სპორტს მისი წყაროები აქ რაა :lool: :lool: :lool: ისე თუ დავითრევთ კაი იქნება სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელია :up:

          2. გოალ.ქომის სტატიაა ეგ და თუ რამე მნიშვნელოვაი იქნა დაიდება ჩვენთან

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.