დელიო როსი: ” “იუვე” ყველაზე მეტად გაძლიერდა “
სიცილიური “პალერმოს” ყოფილი თავკაცი დელიო როსი ახალი სეზონის მოლოდინშია. იტალიელი სპეციალისტი სამუშაოს გარეშეა დარჩენილი, თუმცა უმუშევრობა საფეხბურთო ინტერესს არ უკარგავს და ისიც ყველაფერზე მეტად ახალი “იუვენტუსის” ხილვას ელის: ” ზაფხულის პერიოდში “იუვენტუსი” ყველა დანარჩენ გუნდზე მეტად გაძლიერდა. რაც შეეხება კონტეს ტაქტიკას, 4-2-4 -ის რეალურობას მაშინაც არ დავირეჯებ, თუ საკუთარი თვალით ვიხილავ მოედანზე. ვფიქრობ, ეს უბრალოდ შემტევი 4-4-2 -ია. ვუჩინიჩი? ის იმ ტიპის თავდამსხმელი არაა, როგორიც, ვთქვათ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ან გაბრიელ ბატისტუტა. მაგრამ ჩერნოგორიელი თუ ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე იქნება, გუნდი კი მხარს დაუჭერს, სეზონში 20 გოლსაც ადვილად შეაგდებს. დიდი ცნობისმოყვარეობით ველოდები არტურო ვიდალის ხილვას. ნახევარმცველი საინტერესო თვისებებით არის დაჯილდოებული და ამასთან, რამდენიმე პოზიციაზე თამაში ძალუძს. ” -ციტირებს დელიო როსის სიტყვებს იტალიური tuttosport.
ამისი მოსაზრებები არის აბიჟნიკის ნაყრანტალი, თუმც ცუდი არაფერი უთქვამს
დელიო როსი ლაციოდან მევასება, ჭკვიანი მწვრთნელია. საშუალო კლასის, მაგრამ ჭკვიანი
იმდენი სიკეთე შენ და ძამპარინის :D
აჰა ეს კაცი რო იტყვის იუვეზე კარგს მოდი და არ დაიჯერო ცხოვრებაში არ უთქვამს იუვეზე ასეთი რამ
არადა როგორ არ მევასება 
juventino3969
11 – ის ნახევარზეა..
ლინკებს დადებთ?
მთავარ გვერდზე დაიდება
ლინკები როგორც ყოველთვის დაიდება ძმებო არ ინერვიულოთ
ძმებო ხვალ რომელ საათზეა თამაში არ იცით?
ძამპარინიზე გაბრაზებული როსის სიტყვები

ვააა ამან თუ თქვა მაშიინ სკუდეტოს ვიგებთ