ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “არენდის წესით ტრანსფერი შესაძლებელია”

ტურინის “იუვენტუსის” ახალგაზრდა ნახევარმცველი, ლუკა მარონე ბებერი ქალბატონის არენდის წესით დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.Direttanews.it – თან საუბარში ფეხბურთელის აგენტი, ბეპე ბონეტო არსებულ სიტუაციაზე საუბრობს : “მარონეს მომავალი ? – მისი ხილვა იუვეს მაისურით ძალიან მსურს.ახლა სერია A – ს რომელიმე კლუბში არენდის წესით ტრანსფერის ვარიანტებს განვიხილავთ.ეს წელი ლუკასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელმა თამაშს უმატა და მზადაა, კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას.დარჩენა ტურინში ? – სამწუხაროდ, იუვენტუსი ევროთასებზე არ გამოდის და შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოედანზე გამოსვლის ხშირი საშუალება არ ექნებათ.სათამაშო დროის ნაკლებობის გამო აუცილებელია სხვა გუნდის ძებნა.რომელ გუნდს სურს მარონეს დამატება ? – ჯენოა ფეხბურთელის შესაძლებლობებით მოხიბლულია.ნოვარა ? -კარგი ვარიანტია.”

წყარო : Tuttomercatoweb

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x