ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სეტი : “ფიორენტინამ ოფიციალურად მოგვმართა, მაგრამ ხაზზეა მაროტაც”

“ბოლონიას” ნახევარმცველის, გასტონ რამირესის შეძენასთან ყველაზე ახლოს “ფიორენტინაა”, თუმცა ბრძოლის შეწყვეტას არც ტურინის “იუვენტუსი” გეგმავს.ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ “ბოლონიას” ვიცე-პრეზიდენტი, მაურიციო სეტი საუბრობს : “ფიორენტინამ რამირესის შესახებ ოფიციალური წინადადებით მოგვმართა, შესაბამისად ამ მომენტისთვის ფავორიტებად სწორედ ფლორენციელები ითვლებიან.ამავდროულად, მოლაპარაკებებს ჯუზეპე მაროტასთან ვაწარმოებთ.ახალგაზრდა კრისტიან პასკუატოს შესახებ ნამდვილად არ გვისაუბრია.”

“ამ მომენტისთვის ბოლონიასთვის, ისევე როგორც ყველა გუნდისთვის უმთავრესუ ეკონომიური მდგომარეობაა.პასკუატო ჩვენს გუნდს კარგად შეეწყობოდა, მაგრამ ახლა უფრო დაცვის გაძლიერებაზე ვფიქრობთ.სორენსენი ? – მისი თამაშით მოხიბლულნი ვართ, ფრედერიკის რამირესის ტრანსფერში ჩართვას არ გამოვრიცხავ.ამაზე საუბარი ვფიქრობ, ადრეა.” – ციტირებს სეტის სიტყვებს Football Italia.

წყარო : Football Italia

6 thoughts on “სეტი : “ფიორენტინამ ოფიციალურად მოგვმართა, მაგრამ ხაზზეა მაროტაც”

  1. ამაზე გსმენიათ რაიმე? საერთოდ არსად არ შემიმჩნევია…პასკუატოზე საუბარი სასაცილოა ნამდვილად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.