კონტე: ” ვიდალმა ჯერ “იუვენტუსი” უნდა გაიცნოს “
ანტონიო კონტეს გამარჯვებულის მენტალიტეტი მეორე ადგილს ვერ ეგუება. ამიტომაც, მისი მატჩისშემდგომი ინტერვიუდან ძნელად მიხვდებოდით, რომ მისმა შეგირდებმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს: ” მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, ეს პროგრესის ერთადერთი საშუალებაა. ბიჭების მონდომება საქებარია, თუმცა წინ დიდი გზაა. თვითონ თამაშს მხრივ, საერთო ჯამში, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ეს მთავარი არაა, რიგ ასპექტებში სირთულეებიც განვიცადეთ. რაც შეეხება ვიდალს, ჩვენთან სულ რამდენიმე დღე გაატარა, თუმცა მისმა ტაქტიკურმა განსწავლულობამ და უნარმა, წაიკითხო თამაში, ჩემზე დიდი შთბეჭდილება მოახდინა. არტურო კარგი ფეხბურთელია, დაგვეხმარება გუნდის შენებაში და რაც მთავარია, ჩვენთვის საჭირო ყველა თვისება აქვს. ვიდალმა ჯერ “იუვენტუსი” უნდა გაიცნოს, მაგრამ უკვე დღეს ჩანს, რომ ჩილელი ბრწყინვალე შენაძენია. მადლობა მაროტასა და პარატიჩის შესრულებული სამუშაოსთვის. ” -ნათქვამია კონტეს მატჩისშემდგომ ინტერვიუში.
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
რა უნდა გაიცნოს ტო ტიპს ვაფშე არ ქონდა ნათამაშები იუვეში და ნახეთ რა დაგლიჯა იქაურობა
ნუ ეს ეხლა ხუმრობით.
საღოლ კონტე! ციგლერი ვიდალი ლიხშტაინერი პირლო ყოველთვის სასტავში!
ვიდალი მაგადია ეგრე განაგრძე ბიჭოო……

+