ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დაბადების დღეს გილოცავთ, ბიანკონერებო !

დღეს, 2011 წლის 19 აგვისტოს, დაბადების დღეს ისეთი 4 ადამიანი აღნიშნავს, რომლებიც არიან ან იყვნენ დაკავშირებულნი ტურინის “იუვენტუსთან”.

მათგან ყველაზე ახალგაზრდა ალესანდრო მატრია.იტალიელ ფორვარდს 27 წელი შეუსრულდა.მილანში დაბადებული ფორვარდი ბებერ ქალბატონს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა და ეს პირველი დაბადების დღეა, რომელსაც ბიანკონერებთან ერთად აღნიშნავს.გუშინ მატრიმ საკუთარ თავს მშვენიერი საჩუქარი გაუკეთა, Trofeo Tim – ზე ის გუნდი დაამარცხა, რომელშიც მისი საფეხბურთო კარიერა დაიწყო.

ექიმი ფაბრიციო ტენკონე დიდი ხანია დაბადების დღეს ბებერ ქალბატონთან ერთად აღნიშნავს.დღეს სამედიცინო შტაბის უფროსს 46 წელი შეუსრულდა.

დღესვე დაბადების დღეს აღნიშნავენ ჩეზარე პრანდელი და სერხიო ბრიო, “იუვენტუსის” 80 – იანი წლების გმირები.იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბებერ ქალბატონში 1979-1983 წლებში გამოდიოდა.პრანდელი დღეს 54 – ე დაბადების დღეს აღნიშნავს.სერხიო ბერო – პოზიციით მცველი, რომელმაც ტურინში 12 წელი გაატარა, მოხვდა კლუბის 50 ლეგენდას შორის, დღეს 55 წლის გახდა.

ForzaJuve.Ge ულოცავს ოთხივე მათგანს ამ ლამაზ დღეს და უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს !

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
PINTURICHIO10
13 years ago

ეეე მატრი 21 თუ 22 წლის არაა ტო?

BESO BARAMIA
13 years ago

იუბილარებს ვულოცავ დაბადების დღეს და ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს!!

მართალია მე პირადად მატრის დიდად არ მეიმედება, მაგრამ ნეტავი ვცდებოდე!!

გილოცაააააააააააააააააავთ!!

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
13 years ago

ამას იქამდეც შეეძლო გოლი შეეგდო უბრალოდ ბურთი ვერ შეინარჩუნა ერთ მომენტში მოკლედ საკმაოდ კარგი ფეხბურთელია რა რაც ეს მოვიდა იუვეში კარგის მეტი არაფერი არ გაუკეთებია.

koba rostiashvili
13 years ago

მაგარია მატრი მართლა საუკეთესი შენაძენია მაროტას მხრიდან

NEDVEDA11..
13 years ago

:forza: :forza: :forza:

sandro ivaneishvili
13 years ago

მაგარი კაცი ვიყიდეთ
ეს მაროტას ერთერთი ყველაზე კაი ტრანსფერი იყო
გილოცავ ალეს

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x