ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბერლუსკონის თასი – მცირე ინფორმაცია

Trofeo Luigi Berlusconi – ყოველწლიური მეგობრული ტურნირი, რომელიც “მილანის” პრეზიდენტის, სილვიო ბერლუსკონის მამის, ლუიჯი ბერლუსკონის პატივსაცემად “სან სიროზე” იმართება.თავდაპირველად როსონერის მოწინააღმდეგე თასისთვის ბრძოლაში ევროთასების გამარჯვებული გუნდი იყო, მაგრამ დრომ ტრადიცია შეცვალა ყოველწლიურად “მილანის” კონკურენტი იტალიური გრანდი, ტურინის “იუვენტუსია”.პირველი მატჩი როსონერისა და ბიანკონერის შორის ბერლუსკონის თასზე 1991 წლის 23 აგვისტოს გაიმართა, პერლუიჯი კასირაგის დუბლის წყალობით თასს ტურინელები დაეუფლნენ.

1992, 1993 და 1994 წლებში “მილანს” შესაბამისად “ინტერთან”, მადრიდის “რეალთან” და მიუნხენის “ბავარიასთან” მოუწია დაპირისპირება, ამ მატჩებიდან როსონერიმ სამივე მოიგო.1995 წლიდან დღემდე კი ბერლუსკონის თასზე შავ-თეთრები და შავ-წითლები ასპარეზობენ.2011 წლამდე ტურნირი ბერლუსკონის თასი, რომელშიც მილანელები და ტურინელები ერთმანეთს დაპირისპირებულან, 17 – ჯერ გამართულა, ამათგან 9 ბიანკონერებმა მოიგეს, 8 კი მასპინძლებმა.

მრავალი წლის მანძილზე “ბერლუსკონის თასის” მატჩი საჩემპიონო წინასწარმეტყველებას წარმოადგენდა, რამეთუ 7 – ჯერ სან სიროზე გამართული მატჩის შემდეგ სკუდეტო იმ გუნდმა მოიგო, რომელის ბერლუსკონის თასს დაეუფლა.

მწვრთნელები, რომლებმაც არაერთხელ მოიგეს ეს ტიტული :

კარლო ანჩელოტი : 1999 და 2000 წელს “იუვენტუსთან” ერთად ; 2002, 2005, 2006, 2007 და 2008 წლებში “მილანთან” ერთად

ფაბიო კაპელო : 1992, 1993, 1994 და 1997 წელს “მილანთან” ერთად ; 2004 წელს “იუვენტუსთან” ერთად

მარჩელო ლიპი : 1995, 1998, 2001 და 2003 წლებში “იუვენტუსთან” ერთად

*ფილიპო ინძაგი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც გაუტანია და მოუგია ეს ტურნირი ორივე გუნდთან ერთად

31 thoughts on “ბერლუსკონის თასი – მცირე ინფორმაცია

  1. მილანის ფანების საიტზე სავარაუდო ტრანსფერების განხილვა ჰქონდათ და ერთერთმა თავისი სავარაუდო შემადგენლობა დააყენა მილანის
    de gea
    s.ramos mexse t.silva taiwo
    montolivo

    messi alonso ronaldo

    etoo aguero

    ისე ოცნებას კაცი არ მოუკლავს, რავიცი, რავიცი…. :roll:

    1. ხალხი სადამდე მიდის ოცნებებში და ჩვენთან ბასტოსი რო უწერია ვინმეს ვეუბნებით ნუ ოცნებობო :D

      1. ისე მაგარი მცოდნე ჩანს, დღევანდელი მილანიდან მექსე და ტაივო დაუტოვებია მარტო, სილვა კიდევ გასაგებია, დანარჩენი ხალხი სად გაუშვა, ზლატანი რობინიო, კასანო….

  2. ამ საიტზე აქეთ იუვე!!! თუნდაც მილანი (ლაითად)!!! მაგრამ ვინმე ნუ იტყვით ინტერზე კარგს!!! იქ სადაც მორატი და მატერაცია!!!!

      1. დავაბრუნოთ მერე მილანის ფან საიტზე :)აქ რათ გვინდა ესეთი კომენტარები.დარწმუნებული ვარ აქ 1000 კაცი შემოდის და ბევრს არ მოეწონება მსგავსი სიტუაცია .ჩვენთვის კიდე ვფიქრობ მთავარი ისაა რომ საიტმა კარგათ და ჯიგრიანად იმუშავოს

  3. ინტერმა რომელი ძველი დიდება უნდა დაიბრუნოს, კალჩოპოლის მოწყობას გულისხმობ ალბათ. მათხოვრობაში სახელგანთქმულები არიან რა თქმა უნდა

    და იუვენტუსს დიდება არც დაუკარგავს, უბრალოდ ეს რთულ პერიოდია, რომელიც მორატის ბინძურმა საქმეებმა გამოიწვია და რომლის დროც უკვე ამოიწურა

  4. გვახსოვდეს რომ ქართველები ვართ !და კბენა არ არის საჭირო მილანს იუვეს დასაცინი ნაღდათ არაფერი აქვს !!!ასეთი კომენტარებით რისი მიღწევა გინდა ?წარმოიშვება აყალმაყალი და რისი გულისთვის

  5. ფორცა მილან !!! შეიძლება ზამენები ვათამაშოთ )))
    მაგრად გაგიმართლათ იბრა არ გვყავს :-D ტრავმირებულია )))
    იმედია საინტერესო თამაში იქნება და ღრსეული გაიმარჯვებს !

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.