ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია
ხვალ როგორც იცით , ტურინის ” იუვენტუსი ” , მილანში როსონერის დაუპირისპირდება , ბერლუსკონის თასის ყოველ წლიურ გათამაშებაში . ბიანკონერის მთავარი მწვრთნელი , ამ წუთებში ვინოვოს მედია ცენტრში იმყოფება , სადაც ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს …
რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ხვალინდელი დაპირისპირება ? მაშინ როდესაც ჩემპიონატი სულ რაღაც ერთ კვირაში დაიწყება ?
” როგორც უკვე განვაცხადე ბეტისთან დაპირისპირებამდე , გუნდისგან ყოველ დღე ველი წინ გადადგმულ ნაბიჯს , რადგან ამისთვის ვარჯიშებზე მაქსიმალურად ვიხარჯებით და ვცდილობთ ბოლომდე დავხვეწოთ საკუთარი სათამაშო მახასიათებლები . კარგად გვესმის , რომ საქმე თავზე საყრელად გვაქვს და ამიტომ არცერთი წამის დაკარგვა არ შეიძლება , ამან შესაძლოა დიდი თავის ტკივილი შეგვიქმნას მომავალში . უშუალოდ ეს დაპირისპირება , კი რათქმაუნდა მნიშვნელოვანია , რომელიც რაღაცით პატარა გამოცდასაც კი ჰგავს , რადგან ჩვენ წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი მეტოქე წარსდგება , მე კი ჩემი გუნდისგან მორიგ წინ გადადგმულ ნაბიჯს ველი ” .
გასულ შეხვედრაში , თქვენ რადიკალურად განსხვევბულ პოზიციებზე ათამაშეთ ვიდალი . გამოწვეულია თუ არა ეს საკადრო პრობლემებით ?
” ვიდალი , რომ საკმაოდ მრავალფეროვანი ტიპის მოთამაშეა ამას წყალი არ გაუვა , ნაკრებშიდაც კი მას თუ არ ვცდები მეკარის გარდა ყველა პოზიციაზე აქვს ნათამაშები . ეს არ არის ხუმრობა , მე მას ვესაუბრე ამ თემაზე და მან თავად მითხრა ამის შესახებ . გასულ საღამოს , მოედანზე იმყოფებოდნენ დელ პიერო , ვუჩინიჩი და მატრი და შესაბამისად ცენტრ ფორვარდს ესაჭიროებოდა დახმარება , ვგულისხმობ მატრის ! გამომდინარე იქიდან , რომ ვიდალი სულ ცოტახნის წინ შემოგვიერთდა და არცთუ ისე ბევრი ვარჯიში ჩაატარა ჩვენთან ერთად , ვფიქრობ ეს პოზიცია ამ ეტაპზე იდეალურია მისთვის , არტურო დიდ პრობლემებს შეუქმნის მოწინააღმდეგეს , რითაც საკუთარი კლუბიც იხეირებს , რადგან ორგანიზებული ასპარეზობის შემთხვევაში , ზოგს არ ესმის რა უნდა მოიმოქმედოს ბურთთან ყოფნის დროს ან მის გარეშე , ეს კი ფაქტიურად სიკვდილის ტოლფასია . რაც შეეხება მის პოზიციას მოედნაზე , ვფიქრობ ჩემი უმთავრესი დავალებაა , განსხვავებული სათამაშო სტილი შევქმნა . ვფიქრობ , უკლებლივ ყველა კლუბს თავისი განსხვავებული სათამაშო სტილი , განსხვავებული ცხოვრების წესი , განსხვავებული მენტალიტეტი და მიზანი გააჩნია , ამიტომ სამართლიანი იქნება თუ ამ კლუბსაც ასევე განსხვავებული ხედვა ექნება , რადგან ეს იუვენტუსია … და ეს არამარტო ჩვენ არამედ მილანსაც , ინტერსაც , რომასაც , ნაპოლისაც ეხებათ , მათ უნდა შექმნან საკუთარი და კარნახობდნენ სიტუაციას . ხშირ შემთხვევაში სწორედ ასე უნდა იასპარეზო და არა მხოლოდ მეტოქის სტილიდან გამომდინარე . პირადად მე სწორედ ამას ვცდილობ , რომ ფეხბურთელებს სწორი ინსტრუქციები მივაწოდო . ყოფილა შემთხვევები როდესაც მდომებია კონკრეტული მატჩის შეჩერება და ყველაფრის თავიდან დაწყება … ყოფილა შემთხვევებიც როდესაც მატჩი 5-4-1 – ითაც კი დამისრულებია , რადგან შედეგი მიმეღო , ანუ გამარჯვება ! მაგრამ ეს ყველაფერი მატჩის მსვლელობისას ხორციელდებოდა , როდესაც შენ უკვე კმაყოფილი ხარ შედეგით და თავს მშვიდად გრძნობ ” .
მოდით იმ ფეხბურთელებზე ვისაუბროთ , რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ . როგორია მარკიზიოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ?
” საბედნიეროდ ის გამოჯანმრთელდა . კლაუდიომ დღეს ორივე დაგეგმილ ვარჯიშში მიიღო მონაწილეობა , ამიტომ ის შესძლებს ასპარეზობას მილანის წინააღმდეგ . რაც შეეხებათ პეპეს , მარტინეს , კუალიარელას და ტონის , ისინი დარჩებიან ტურინში და ინდივიდუალური პროგრამით გააგრძელებენ ვარჯიშს . მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია , მაგრამ მირჩევნია თავი დავიზღვიო და 110 % იყვნენ მზად კვირას დაგეგმილი შეხვედრისთვის სერია ა-ში ” .
თავდასხმის ხაზში , ფაქტიურად ყველა დუეტო გამოსცადეთ , რომელს მიანეჭბთ უპირატესობას ?
” არა , არა არა ! აბსოლიტურად ყველა ფორვარდი იდეალურად ჯდება ჩემს სათამაშო სქემაში და მათი მახასიათებლები მე ძალიან მომწონს . შესაბამისად არჩევანი საკმაოდ შთამბეჭდავი მაქვს ამ კუთხით ” .
საინტერესოა , იმ ღამის შემდეგ თქვენი რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა . მატჩის შემდეგ გასპერინიც და ალეგრიც , არ იშურებდნენ საქებარ სიტყვებს თქვენი მისამართით . თქვენ თვითონ თუ გრძნობთ პროგრეს ?
” იცით , მუშაობდე ყოველ დღიურად , საუბრობდე იმაზე რომ დღითი დღე გუნდი აგურს აგურზე დებს , რათქმაუნდა შესამჩნევია და ამას მეც ვხედავ . სასაცილო იყო იმ ფრაზების მოსმენა ბეტისთან მატჩის შემდეგ , რომ გუნდს აბსოლიტურად ყველაფრის შეცვლა მოუწევს , რომ ის არ არის მზად , მაგრამ იმ საღამოს შემდეგ საუბარი უკვე სკუდეტოზეც კი წავიდა . არ მინდა შეცდომაში შევიყვანო ვინმე . გაიხსენეთ უკანასკნელი ორი სეზონი და მეშვიდე პოზიცია ! შეხედეთ შემდეგ მეტოქეს , რომელიც გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა . ინტერი აიღეთ მაგალითად , რომელმაც ცოტახნის წინ ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც კი შეიძლებოდა . შესაბამისად ხედავთ თუ რა სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის . მაგრამ ეს კი არ უნდა გვაფრთხობდეს , პირიქით სტიმულს უნდა გვაძლევდეს , რადგან ჩვენ იუვენტუსი ვართ , რომელმაც აუცილებლად უნდა დაიბრუნოს კონკურენტ უნარიანობა . ძალიან გთხოვთ მოთმინება იქონიოთ . მე , საკმაოდ დიდი მოთმინებით ვცდილობ გადმოგცეთ საკუთარი ჩანაფიქრები . იმედს ის ფაქტი მაძლევს , რომ ჩემს შეგირდებს სურთ კვლავ გახდნენ კლუბის სიმბოლები ! ამიტომ , ბერლუსკონის თასის შემდეგ , არ ღირს საუბარი არც სკუდეტოზე და არც მეშვიდე პოზიციაზე ! სამუშაო რეალურად არსებობს და მზად ვართ ის შევასრულოთ . ეს სურვილი ბევრს ნიშნავს , რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე ადგილიდან არ დაიძვრებოდა . მე მსურს ეს , ფეხბურთელებს ასევე სურთ , ისევე როგორც კლუბს !!! ეს კი დიდი წარმატების საწინდარია ! ”
რამდენიმე ფეხბურთელი სკუდეტოს მოპოვებაზე საუბრობს . თქვენ წინააღმდეგი ხართ გასახდელში ასეთი სტილის სლოგანებისგან ?
” რა სისულელეა , რათქმაუნდა არა ! სიტყვა სკუდეტო , ფაქტიურად გამიჯნულია იუვენტუსის ისტორიასთან , პირადად მეც არაერთხელ მიხმარია ეს სიტყვა და საქმითაც დამიმტკიცებია , რადგან კარიერის მანძილზე 5 – ჯერ ვიზეიმე ჩემპიონობა . უფრო მეტიც , ისინი ამ სიტყვას უნდა შეეჩვიონ ! ადრე ეს ჩვენს კლუბს გადაულახავ ბარიერად მიაჩნდა … მაგრამ , საერთოდ რეალისტი უნდა იყო და არ მსურს ჯერ ვინმე შეცდომაში შევიყვანო და უპირველეს ყოვლისა იუვენტინოები . მოდით ასე ვიტყვი , ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით ” .
უკვე ორი თვეა , ამ გუნდის მშენებლობით ხართ დაკავებულნი . რამდენად მოახერხეთ შიგნით შესვლა ? სახურავი გამოჩნდა უკვე თუ ჯერ ფუნდამენტზე იმყოფებით ?
( იცინის ) ” თვე ნახევარში სახურავის დანახვა , მემგონი ცოტა რთულია . სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ , რომ ფუნდამენტი არსებობს , კარგად ვაცნობიერებთ , თუ რა დიდ შენობას ვაშენებთ . რათქმაუნდა , შეგვიძლია სახურავზე მისვლა , მაგრამ შემდგომ ის სახლი რამდენიმე თვეში დაინგრევა . ამიტომ ჯერ არ შევხედავ სახურავს , ხოლო შემდეგ , რამდენიმე თვეში , ძალიან დიდ სიამოვნებას მივიღებ მისი ცქერით , დარწმუნებული ვიქნები რა , რომ შენობა მყარად დგას ” .
გუშინ მაროტამ განაცხადა , რომ გუნდს უახლოეს პერიოდში 2-3 ფეხბურთელი შეემატებოდა . როგორ იქნება გუნდი 10 დღის შემდეგ , როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება ?
” ვერ მიგიხვდით . როგორ თუ როგორი იქნება ? ”
თქვენ ნათლად მიანიშნეთ ხელმძღვანელობას ის , რაც თავად თქვენ გსურდათ . ელოდით , მათგან ასეთი სახის ნაბიჯებს ?
” ხელმძღვანელობასთან ერთად , რაც ვფიქრობ უკვე არაერთხელ მითქვამს , რაც იუვენტუსის მწვრთნელი გავხდი , მუდმივ კონტაქტზე ვიმყოფები : გენერალურ დირექტორთან , სპორტულ დირექტორთან და პრეზიდენტთან . მაგრამ , არა მგონია ისე იყოს ყველაფერი რომ ერთ საღამოს რაიმე ვუთხრათ მათ და მეორე წუთში სიტუაცია შეიცვალოს . ჩვენ კარგად გვესმის თუ რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ , ამ მხრივ ერთი გზით მივდივართ . ჩვენ ყველანი ვითმენდით , ასევე მაროტაც . ვუჩინიჩი დროულად შემოგვიერთდა . სხვებიც მოვლენ და კარგად გვესმის , რომ შემადგენლობა ბოლომდე უნდა დაკომპლექტდეს . მაგრამ ეს მარტო კონტემ კი არ იცის , ეს კლუბმაც იცის . მხოლოდ კონტე არ ითხოვს გაძლიერებას , რომ იცოდეთ . ერთ მუშტად შეკრულ გუნდს ვაყალიბებთ და გვესმის , რომ მას ბოლომდე სჭირდება შევსება ” .
უკანასკნელ ტურნირზე , ბევრი კარგად დასამახსოვრებელი მომენტი იყო , მაგრამ რიგ ეპიზოდებში , მაინც გაბრაზებული გამომეტყველება გქონდათ . შესაძლოა პრობლემები დაცვის ხაზშია ?
” არანაირად . დაცვამ კარგად იასპარეზა . თუმცა უბურთოთ მათ მაინც მოუწევთ ვარჯიში , მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როდესაც ასეთ მოკლე პერიოდში გიწევს ტესტ მატჩები , რთულია ყველა დეტალზე ყურადღების გამახვილება . ნებისმიერ შემთხვევაში ეს ამხანაგური მატჩებია და აი უკვე ოფიციალურ დაპირისპირებებში , ამ დეტალებზეც ვისაუბრებთ ” .
არ გვეტყვით სასტარტო შემადგენლობას ?
” ალეგრიმ უკვე გამოაცხადა ? “
დიახ …
” იქნებ მეც გამანდოთ ” . ( იცინის )
წყარო : TuttoJuve.com:
არ გვეტყვით სასტარტო შემადგენლობას ?
” ალეგრიმ უკვე გამოაცხადა ? “
საღოლ დათკა, უძლიერესი სტატიაა
მოკლედ წელს ბონუჩის 1-2 შანს მისცემენ და ისევ თუ ისე ათრიეს გაუშვებენ და ძალიან კარგსაც იზავენ
მართლა რაა კი არ ვამბობდი მარა Del_Gogua სრულად გეთანხმები მართლა მატრი მირჩევნია მთელ რეალის თავდასხმას და ყველა იუვენტინო სხვა ნებისმიერ კლუბის ფეხბურთელს… და ეს არავითარი ფანტაზია არ არის უბრალოდ როცა ვუყურებ ხოლმე განსაკუთრებითბოლო მატჩებში მატრის გატანილი გოლების შემდეგ ემოციას და მერე ბენზემას სიტყვებს ვკითხულობ სადაც აცხადებს მკიდია ყველა კლუბიო და იუვეში არ გადავალო ვხვდები რომ კარიმი იუვეში რომ გადმოიყვანო იმ დონეზე ვერ ითამაშებს როგორც მატრი რადგან ალესანდრომ იუვე გაიცნა და უკვე იუვენტინო გახდა ეგრეა სხვებზეც… იუვესთვის ჯორჯო ჯობია მთელი მსოფლიოს ცენტრ ბეკებს ასევე ლიხშტაინერი ყველა რაით ბეკს და ა.შ. ანტონიო კიდევ უფრო აუმაღლებს ჩვენს ბიჭებს იუვესადმი სიყვარულს და მერე ნახავთ… Read more »
დათკა მალე მორჩები სტატიას?
მორჩA უკვე )
რა უცნაურად დამთავრდა :))))) მე კიდე მთელი საათია ველოდები
მეც ეგრე ვიყავი… და მერე გავარკვიე დამთავრებულა :))
უბრალოდ მისმა კატასტროფულმა ორმა თამაშმა , პლიუს ნაკრებში ესპანეთთან და პლიუს ბეტისთან … უკვე გადაწონა რა … ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა … შენც მალე მიხვდები რას ვგულისხმობ
არ მინახია.. არც ბეტისთან, არც ესპანეთთან და ვერ შევაფასებ…
იმედია არ ცდები
ათრიეს ესპანეთთან … ნუ რანოკია უფრო ათრიეს , მაგრამ რომ შემოვიდა მაგასაც მოხვდა
ბეტისთან ნუ საერთოდ … მთელ მატჩს ვუყურე ჩანაწერში და მაგრად დამწყდა გული
ტროფეო ტიმს კი უყურე შენც
ცივ გონებაზე გასულ სეზონს რომ შევხედოთ , ბარძალიმ დასვა ალალად სკამზე )) ტეხავს … რეგრსისკენ არის ტიპი წასული
იტალიას აქვს დარხეული ძალიან , მე ამაზე უფრო ვნერვიულობ … კაი ჩვენ დავიმატებთ ვინმეს , მაგრამ აძური ? რანოკია და ბონუჩი … ბონუჩი ასეთ სიტუაციაშიც კი ჯობია რანოკიას … მაგრამ ამ დაცვით არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს ევროპაზე
ხო.. იტალიას დაცვაში ნამდვილად პრობლემა აქვს
datka რა გადაუსევი ხაძი იტალიურ ფეხბურთს? არამგონია მასე იყოს საქმე ნაკრებიც კარგად მიდის, კონტემ თუ 1 ტამაშში ბონუჩი დააყენა მაშინ ყველამ აღიარეთ რო მაღალი დონეა ტუ არადა
იტალიურ ფეხბურთს არა , მაგრამ დაცვის ხაზში რომ პრობლემებია მემგონი უნდა ამჩნევდე ამას … არ არის რა კადრები …
რანოკიას და ბონუჩის იმედზე რო ცენტრში იქნება კატასტროფაა … მითუმეტეს კიელინიც მაინც და მაინც უშეცდომო არ არის …
რანოკია არც მე არ მომწონს მარა ბონუჩის 1 შანსს თუ კიდე მიცემენ კაი იქნება, ისიც გასათვალისწინებელია რო კაი ტრეინერის ხელში მოტამაშე იზრდება, ვნახოთ რას იზამს კონტე
შანსს ალბათ მისცემენ , მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში ვინმე უნდა მოიყვანონ , რომელიც უბიძგებს ბონუჩის ტყავიდან გაძვრეს და მოუმატოს
ვინმეს მოყვანა კაი იქნება მარა ალექსის მოსვლას, ბონუჩიც წავიდეს ის მირჩევნია
holly ვუჩინიჩი,
მე ჯერ დელ პიერო შემიყვარდა, მერე იუვე და მერე ფეხბურთი…
ჩემთვის იუვენტუსის სიყვარულით დაიწყო ფეხბურთის სიყვარული… ამიტომ ჯერ იუვე და მერე სხვა… ჩემი ვიდალი მირჩევნია სხვის ალონსოს… ჩემი დელ პიერო სხვის მესის, ჩემი მატრი სხვის ვილა-ბენზემა-იგუაინს ერთად… ჩემი ბუფონი – სხვის კასილასებს და ჩეხებს… ჩემი ჯორჯო და ბონუჩი სხვის პუიოლებს, პიკებს და ვიდიჩებს… ჩემი ლიხტშტაინერი ალვეშებს და რამოსებს… ჩემი დე ჩელიე და რეტო მარსელოებს, აბიდალებს და მაქსველებს!!!!
თუ გინდათ ფანატიზმი უწოდეთ ამას… მე ვარ ფანატი იუვენტუსის და არა ჩვეულებრივი გამვლელი….
საღოლ ! ჯიგარი პოზიციაა
არ ვიცი იტოგში რა )) ბონუჩის ძალიან დიდი იმედი მქონდა , მაგრამ ამ თამაშით იუვენტუსსაც დაღუპავს და იტალიის ნაკრებსაც და იძახეთ მერე იტალიელია და იუვეში უნდა იყოსო …
მე ანტონიოსი მჯერა
ორი დღის წინ იძახი ეგეთი მონდომებული და ტექნიკური მცველი არ მახსოვსო…
შანსი უნდა ფეხბურთელს.
წინა სეზონი ყველამ ჩააგდო
დღესაც იმ აზრზე ვარ რომ ძალიან ტექნიკურია , მონდომებული არ მითქვამს ნუ მწამებ ცილს )))
უბრალოდ მისმა კატასტროფულმა ორმა თამაშმა , პლიუს ნაკრებში ესპანეთთან და პლიუს ბეტისთან … უკვე გადაწონა რა … ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა … შენც მალე მიხვდები რას ვგულისხმობ
არ იფიქროთ რო მე მარკიზიოზე გადაკიდებული ვარ უბრალოდ მგონია რო არ არის იუვეს ძირითადი როცა გვერდზე მეფე თამაშობს
არ შეიძლება დღე და რამე მარკიზიოს გინებაში იყო გიო,თუნდაც იმიტომ რომ ბევრი გულშემატკივარი ყავს და სხვის აზრსაც უნდა სცე პატივი,ყველა სტატიაზე ლანძღავ და სრულიად დაუმსახურებლად მე თუ მკიტხავ,მაგისნაირი იუვენტინო 2 ან სამი თუ ყავს იუვენტუსს და კონტეს სიტყვები გაიხსენე,მარკიზიოში ცემს ტავს ვხედავო:)))
ვუჩინი
ჩბონუჩი არ აკმაყოფილებს არ ნიშნავს რო ალექსი დააკმაყოFილებს.
როცა უკეთესის შანსი არ გაქ, უნდა დაკმაყოპილდე იმითი რაც გაQ
alxi uketesia
ალექსი იტალიელი რო იყოს ხო სხვანაირად ილაპარაკებდი
eg chemze martalia… imito ro ar mevaseba es brazilielebi da momkali… tan brazilieli da mcveli coტა სხვანაირად ჟღერს
მართალს იძახის ეს კაცი.
წადი და იყიდე რა სახო :D
(ასლოკინებს, იმდენს ვახსენებ
)
მაგის თამაში დევრჯერ არ მინახია მარ როცა ვნახე მაგაში ძალის მეთი ვერაფერს ვე შევხედე, იტალიელი რო იყოს სხვა პროპესიის იქნებოდა იტალიაში მცველების სულ სხვა სკოლაა
ამ ეტაპზე ეს სკოლა განადგურებულია
ხო და იყიდე რა სახო

არც ბონუჩი არც მარკიზიო არ მინდა მომავალ\სი იუვე\სი.
martinesia magari daitove eg da mota… martinesse aage gundis tamashi :D
markizio martiness erთი იმით ჯობია რო იტალიელია დანარჩერი ერთნაირი აქვტ ყველაფერი და კიდე სიფათზე ჯობს მარკიზიო
რა შუაშია იუვეში რო თამაშობს
ეხლა რადგან იუვეში თამაშობს და ყოველ მეორე შეხვედრაში საოცრებებს აკეთებს ხოლმე ამიტომ უნდა ვაქო და სხვაზე ვიძახო დაბალი დონეათქო ?
რეალურად … იუვენტუსს აქვს პრობლემა ცენტრალური მცველის პოზიციაზე . განიხილება ალექსი და სხვა კანდიდატები . იმედია მოვლენ )) დალშე კონტემ ჩვენზე მეტი იცის და არ შეცდება …
lugano moiyvanon araa problema, moiyvanon kaseresi mara uaress nu moiyvan ukeTesi moiyvane
კასერესი ცენტ ბექია?
kaseresi yvelaferia… ise pirveli pozicia centr backia ubralod orive flangzec sheudzlia tamashi
გაიხარე რა აქ ფეხბურთელის სიყვარულს კლუბის სიყვარულში ურევს მგონი ბევრი
გამოცდილი და ასე ისეო რო იძახიან იმაზე მეცინება
Sakho 21 წლისაა და მაგაზე მეტი თამაში აქვს ნათამაშები მგონი
ეეე რა შეჭAმეთ ეს ალექსი მისი ბრალი არ იყო ცუდი პასი მისცეს.
და ალექსი რომც არ ვიყიდოთ ბონჩის სორე ამოაგდებს
win ixedebi xo? :D
სორენსენი მართლა კაია მაგაში გეთანხმები ეგ დადგება მცველი მაგრამ წელს მაგის იმედიც არ მაქ მე ინტერთან რომასთან ლაზიოსთან მილანთან არც ბონუჩის იმედი მაქ არც სორენსენის საჭიროა გამოცდილი ცენტრ ბექი
sorenseni ar iyo etoo ro mospo da gaanadgura?
აუ 1 თამაშით ნუ ამბობ ცენტრ ბექი არის ერთ ერთი ის პოზიცია სადაც როგორც წესი ახალგაზრდებს არ ენდობიან აქ გამოცდილებაა საჭირო ახალგაზრდა ცენტ ბექი ამ ეტაპზე არ გვინდა კიელინს ღირსეული პარტნიორი ჭირდება სადღაც 2 წელში კიდე სორენსენი დაიკავებს მაგ ადგილს და ბონუჩი საერთოდ წავა ალბად გუნდიდან
ვუჩინიჩ ცოტა დავუკვირდეთ რას ვწერთ ეს ერთი და სისულელე ის უფროა იუვეს გულშემათკივარი ბონუჩის ლანძღავდეს და ალექსას ეQEბდეს რომელიც ჩელსის ფეხბურთელია
არ ვლანზგავ მე კლუბი მიყვარს და არა 1 რომელიმე მოთამაშე დღეს Dრეობით კიდე ბონუჩი არ აკმაყოფილებს იუვეს დონეს ცენტ ბექად მაგის იმედი არ მაქ
ისე თუ ოცნებაა ოცნება იყოს და ვიდიჩი გაასწორებდა ეხლა იუვეში… გლადიატორის გვერდით… იფ იფ იფ
რას აიკვიატეთ ეს ალექსი… დიდი ფეხბურთი არასდროს უთამაშია ტიპს და მართლა ჩელსის ზამენა იყო..
მე იმათ რიცხვში შევდივარ, ვინც თვლის რო ალექსი არ არის იუვედ დონის
არადა ბონუჩი სუ აკმაყოფილებს
კიელინი და ბუფონიც დირკები იყვნენ და გავუშვათ და ალექსი და ლუიზაო დავითრიოთ :ბოლი:
ალექსი გაიყვანეს ? ბრანისლავ ივანოვიჩი და ტერი დგანან ცენტრში
ყველაზე სუსტათ თამაშობდადა 60 წუთზე შეცვალეს
მაგის ბრალი იყო გოლიც და თუ კი რამე სახიფათO შეიქმნა ჩელსის კართან
კაი რა ბონუჩი კასანომ მაინც გადირკა და იქ ვესბრომიჩის საშვალო დონის ფეხბურთელები რას უკეთებენ ალექსას ნახეთ
2-3 წელიწადში ბონუჩი ისეთი კაცი იქნება რო ალექსი არავის გაახსენდება… თან იტალიელია… და კონტე ბრაზილიელს არ აიყვანს გუნდში… აი რატომ მიყვარს ეგ კაცი
ალექსი რომც არ ვიყიდოთ ბონუჩს ამ ეტაპზე ისევ ბარზალი ჯობია ბონუცს ყველა დირკავდა წინა წელს
ეს ბონუჩი ამ წელს ძირითადი არ იქნება და წელსაც თუ ვერ დაამტკიცა საერთოდ გაუშვებენ
ვაიმე ბონუჩი იყო წინა წელს რო ვისაც არ დაეზარა ყველა დირკავდა რა
და როცა ბონუჩი ჯობია ალექსო ამბობ ფეხბურთზე არ ილაპარაკო საერთოდ ჯობია 
შარშან ჯიჯიც ბევრჯერ გაიდირკა და დუდეკი თავისუFალია და ხო არ შევცვალოთ?
ფეხბურთის აზრზე ხარ ბუფონს დამტკიცებული აქვს ვინც არის და ბონუჩმა ჯერ მარტო ის დაამტკიცა რო ყველას შეუძლია გადირკოს მაგის მაგარი გადაბმული მატჩები არ მახსოვს მე და სისულელეს ნუ ამბობ რო ბონუჩი ალექს ჯობია
მერე რა იქნება შენ კი არა გმერთმა არ იცის 
ბონუჩი ჯობია მეთქი ვთქვი ერთადერთი მიზეზის გამო რო ბონუჩი ახალგაზრდაა და განვითარდება და ალექსი ბებერია და ერთი დონის არიან დღეს და თვითონ განსაჯე რომელი ჯობია… ეგრე წელს კიელინიმაც ჩააგდო და გავყიდოთ და ივანოვიჩი მოვიყვანოთ?
1juve,
როგორ ემტხვევა ჩვენი აზრები ზუსტად :D :D
და წელს რას აპირებ
ბონუჩის იმედი გაქ წელს მაგის იმედად ჩემი მტერი იყოს არ იქნება ალექსი იქნება ბარძალი 
იქნება სორენსენი და ბონუჩი სულ არ მინდა შენი ალექსი!!!
ეტყობა მაგ ფრაზაზე დასრულდა )) იუმორით
მილანს ყველა ყავს პატოს რობინიოს და იბრას გარდა
კონტე გაიხარე
ხო აი ბონუჩის იმედად ვიყოთ და რო გაგვარღვევენ მერე აი თქვნეგან პრეტენზია არ უნდა იყოს
თურმე ალექსის ყიდვა შეცდომა იქნება როგორც აგ რამოდენიმე საუბრობს
ეხლა უყურებ ჩელსის თამაშს?
კაი შენ ეგ 1 თამაში დაიხვიე და ბონუჩიმ რამდენიც ითამაშა იმდენი რო ილამერა იმას უყურებ არავის გაწირვებია ჯერ ბონუჩის გადირკვა და გვერდის ავლა მაგას რატო არ უყურებ და ალექსი წლებია უმაგლეს დონეზე დგას და არ მითხრა ბონუჩი ჯობია ეგ უბრალოდ ძან სასაცილოა და სხვა არაფერი
erTi stilis mcvelebi arian orive… teqnikuri, Semtevi, udriani mcvelebi arian orive… mara bonucci axalgazrdaa da ganvitardeba da Alexi kide gabandzdeba
და წელს გინდა გადირკული დაცვა რო გვყავდეს კიელინს ბონუჩი თუ დაუდგა გადირკული დაცვა ვიქნებით და პალერმომ ისევ რო გვადოს გინდა და ალექსი როგორც მინიმუმ 2-3 წელი კიდე არ გაბანძდება რა