11 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 11 დღე რჩება და იუვენტუსი აქტიურად განაგრძობს მუშაობას არამარტო ფეხბურთელების ყიდვისთვის , არამედ გაყიდვისთვისაც …
მაროტას და პარატიჩის ერთ ერთი მთავარი საზრუნავი ფეხბურთელების გასხვისებაა , რომლებიც არ შედიან ანტონიო კონტეს გეგმებში . სია საკმაოდ გრძელია , თუმცა განხორციელება უზომოდ რთული . მაგალითად კარვალო ამაურის , მისი მაღალი ხელფასის გამო , არავინ იმატებს . იყო საუბრები თითქოს მისით პალერმო იყო დაინტერესებული , მაგრამ ძამპარინის ყოფილი შეგირდის დაბრუნება ჯერ ძალიან დაბალ ფასში , ხოლო შემდეგ კიდევ უფრო დაბალი ანაზღაურებით სურდა . ბოლო ინფორმაციით , იტალო/ბრაზილიელი , შესაძლოა პარმაში დაბრუნდეს, სადაც გასულ სეზონში არენდის წესით ასპარეზობდა , მაგრამ ჟურნალისტები ამ საკითხზე გადაჭრით ვერაფერს ამბობენ . მის გარშემო ერთი სიტყვით სრული გაუგებრობაა …
კიდევ ერთი ფეხბურთელი რომლის გასხვისებაც , ბიანკონერის საოცრად უჭირს არის ვინჩენცო იაკინტა . წარმოიდგინეთ ფეხბურთელმა , წინასასეზონო მზადების პერიოდში , უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება ! ბოლო დაშავების შემდეგ კი ის 40 დღე იქნება მოედნის მიღმა . ტრავმირებული ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა კი , სავარაუდოდ არავის ენდომება …
აი ხორხე მარტინესის სიტუაცია კი სხვაგვარად გამოიყურება . როგორც ჩანს , ურუგვაელი ფეხბურთელის ტურინული თავგადასავლი დასასრულს მიუახლოვდა . მარტინესის შემდეგი გაჩერება , ისევ კატანია გახდება , სადაც მას აფასებენ და ძალიან უყვართ …
ეს რაც შეეხებოდა , საკმაოდ მტკივნეულ თემას გაყიდვებთან დაკავშირებით , რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას , აქ საკმაოდ საინტერესო სიტუაცია სუფევს . გახსოვთ ალბათ ანდრეა პოლის პერსონა . მას მჭიდროდ უკავშირებდნენ ბიანკონერის , რომელიც ანდრეა პირლოს შესაძლო შემცვლელად განიხილებოდა იუვეში საჭიროებისამებრ . როგორც ჩანს , კონტემ არჩევანი იუვეს აღზრდილ ლუკა მარონეზე შეაჩერა , რომელიც სხვათაშორის მის განკარგულებაში იმყოფებოდა სიენაში მუშაობის პერიოდში . ამიტომ იტალიელ სპეციალისტს მშვენივერად მოეხსენება , იმ კადრის რომლის დატოვებაც გადაწყვიტა .
მაროტამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა , რომ მინიმუმ ორ მოთამაშეს შეიძენდა და თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროინდელ ინფორმაციებს , ცხადი გახდება , რომ ბიანკონერი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლონდონის ჩელსის ბრაზილიელ ფეხბურთელს ალექს აკვირდება , ხოლო მარცხენა ვინგერად ჩეზენას გარემარბი ჯიაკერინი და სევილიას ახალგაზრდა მოთამაშე დიეგო პეროტი ამოურჩევია . იყო ჭორები , რომ თითქოს მაროტა ჯიაკერინისაც გაიფორმებდა და პეროტისაც , მაგრამ ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი . თუმცა , თუ ბიანკონერი გადაწყვიტავს პეპეს გაშვებას ზენიტში , არ არის გამორიცხული ჯიაკერინი სწორედ იმ თანხის ნაწილში მოუვიდეს იუვეს , რომელსაც რუსები გადაიხდიან . აი ალექსთან დაკავშირებით კი სიტუცია თანდათანობით გამოდის ბურუსიდან . ბრაზილიელმა დაადასტურა იუვენტუსის ინტერესი და პლიუს ამასთან ღიად დააფიქსირა სურვილი იასპარეზოს იტალიის 29 გზის ჩემპიონის რიგებში . ბოლო ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ ოფიციალურად მიმართა ლონდონის ” ჩელსის ” მის შესახებ . ტურინელებს სურთ არენდის წესით აიყვანონ მცველი , გამოსყიდვის პრესპექტივით . მაროტა თავდაპირველად 2 მილიონ ევროს გადაიხდის , ხოლო სეზონის ბოლოს 6 მილიონად სრულად გამოსყიდის ალექსის უფლებათა პაკეტს .
ერთი სიტყვით , მაროტას განკარგულებაში 11 დღეა , რომ მან ბოლომდე შესძლოს გუნდის დაკომპლექტება , რომელიც ღირსეულად იასპარეზებს მომდევნო სეზონში სერია ა-ში .
ფუ ალექსმა რა ჰქნა ნახეთ? :D დამეკარგა უკვე შტაბეჭდილება
ისე სულ ძირითადშია და მას ვინ გამოგვატანს მარა ამ ეპიზოდის მერე შეიძლება იოლად დაგვთანხმდნენ 
პეროტი კარგი ბიჭია მომწონს სევილიაში კარგად თამაშობდა რამოდენიმე თამაში მაქ ნანახი თან ახალგაზრდაა და მაგის ჩამოყალიბება ჯერ დასრულებული არაა კარგი იქნება ურიგო არაა
პეპეს თუ გავუშვებთ ორივე ვიყიდოთ ჯაკერინიც და პეროტიც კარგი ვარიანტია..ალექს მალე მოდი
Don zoLa
კი მაგრამ დარჩენილი ხელფასი უნდა აუნაზღაურო, წარმოიდგინე 25 მილიონად ნაყიდის თავისუფალ აგენტად გასხვისება :X
ასეთი რაღაცა არ შეიძლება რომ გაუწყვიტო ხელშეკრულება და თავისუფალი აგენტები იყვნენ? ამაურიზე და მსგავსებზე ვიძახი რომ ვერ ვიშორებთ თავიდან
არა გადაწევით და პოზიციის შეცვლით კი გამოვა მაგრამ არაფერში გამოადგება გუნდს
მარკიზიო ცენტრია ვიდალი ცენტრია პეპე არასერიოზულია რუჯეირო და ძმანი მისი სიენაში ბოლონიაში პესკარაში და ასე რო დააგროვონ გამოცდილება
ვიდალს შეუძლია ვინგერობა
მარკიზიოს თამაში არ გაქ კრაიზე ნაანახი? გაჭირვების დროს გამოდგება… და პეპე რატოა არასერიოზული აქტიურია მარა მქკ აქ დაბალი
აუცილებელია მარჯვენაფლანგზე ვინმე თორე რა გამოდის ?
მარცხნივ პასკუატო (მშვენიერი)+ სიტყვაზე პეროტი და მარჯვნივ მარტო კრასიჩი
ამას დავუმატოთ კრასიჩის საეჭვო ფორმა
სავარაუდოდ, წესით, იმედია, მაროტაც ხედავს იანსია ამას და მარცხენა მარჯვენა ნახევარმცველი და ცენტრ ბეკი დაიდება
პეპე, რუჯეირო, მარკიზიო
კრასიჩი თუ აილეწა (ჯვარი აქაურობას)
ვიდალს გადაწევს კრაიზე .. ეგრე მგონია და ან სხხვა ტაქტიკით გადაიყვანს და ვუჩინიჩი ვინგერად დადგება
გაჩერდი ნედვედა11 ენამ არ გიყივლოს… :) ასე იძახდნენ შარშან ვიღაც-ვიღაცეები კვალიარელაზეც და ტიპს 6 თვე ბურთი არ ქონდა ნანახი…
ხეზე დავაკკუნე სანამ დავწერდი :D


მარონე კაია, კონტე თუ სასტავშ 1 თამაშში 7 იტალიელს დააყენებს, მე კმაყოფილი დავრჩები და 99% დარწმუნებული ვარ ასეც იქნება
ჯიჯი,კიელინი,ბონუჩი, პირლო,მარკიზიო,მატრი,კუალიარელა.. კანდიდატები
ზუსტად მაგ შვიდეულს ვგულისხმობდი
მარკიზიო და ბონუჩი არა ვიდალი და ალექსი კიიიიი
ხო ვამბობდი ვარსკვლავს ბოლო დღეებში გაიფორმებს მეთქი… აი ისიც: დიეგო პეროტი!!!
ყველაფერი საინტერესო საინტერესო აწი იწყება

აუ რათ გვინდა ჯაკერენი ტოო მაზილაა სუფთა
მაქედან საიდანაც მაგან ააცილა ბებიაჩემი გაიტანდა თან ისე რო ბუფონს “რადუგას” ფინტით გადაუგდებდა თავზე 
პეროტი , ალექსი და ალბათ … ჯიაკერინიც და ეგ იქნება რა … მაგრადმ ჯიაკერინი იმ შემთხვევაში თუ პეპე წავა , სავარაუდოდ
რაღაც ეჭვი მაქვს და არ ვიტყვი :D
მგონია სულ სხვა ფეხბურთელს მოიყვანს…
გავჩუმდები..
მიდი მაროტა
11 დღე ძალიან დიდია… ყველაფერი შეილება მოხდეს და არ გაგიკვირდეთ ახალი ჯოეკრი თუ უჭირავს მაროტას ხელში …….
წესით ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება სატრანსფერო სეზონზე
მმიდი მატრონა მიაწექი