ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

11 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 11 დღე რჩება და იუვენტუსი აქტიურად განაგრძობს მუშაობას არამარტო ფეხბურთელების ყიდვისთვის , არამედ გაყიდვისთვისაც …

მაროტას და პარატიჩის ერთ ერთი მთავარი საზრუნავი ფეხბურთელების გასხვისებაა , რომლებიც არ შედიან ანტონიო კონტეს გეგმებში . სია საკმაოდ გრძელია , თუმცა განხორციელება უზომოდ რთული .  მაგალითად კარვალო ამაურის , მისი მაღალი ხელფასის გამო , არავინ იმატებს . იყო საუბრები თითქოს მისით პალერმო იყო დაინტერესებული , მაგრამ ძამპარინის ყოფილი შეგირდის დაბრუნება ჯერ ძალიან დაბალ ფასში , ხოლო შემდეგ კიდევ უფრო დაბალი ანაზღაურებით სურდა . ბოლო ინფორმაციით , იტალო/ბრაზილიელი , შესაძლოა პარმაში დაბრუნდეს, სადაც გასულ სეზონში არენდის წესით ასპარეზობდა , მაგრამ ჟურნალისტები ამ საკითხზე გადაჭრით ვერაფერს ამბობენ . მის გარშემო ერთი სიტყვით სრული გაუგებრობაა …

კიდევ ერთი ფეხბურთელი რომლის გასხვისებაც , ბიანკონერის საოცრად უჭირს არის ვინჩენცო იაკინტა . წარმოიდგინეთ ფეხბურთელმა , წინასასეზონო მზადების პერიოდში , უკვე სამჯერ მოასწრო ტრავმის მიღება ! ბოლო დაშავების შემდეგ კი ის 40 დღე იქნება მოედნის მიღმა . ტრავმირებული ფეხბურთელის საკუთარ გუნდში ხილვა კი , სავარაუდოდ არავის ენდომება …

აი ხორხე მარტინესის სიტუაცია კი სხვაგვარად გამოიყურება . როგორც ჩანს , ურუგვაელი ფეხბურთელის ტურინული თავგადასავლი დასასრულს მიუახლოვდა . მარტინესის შემდეგი გაჩერება , ისევ კატანია გახდება , სადაც მას აფასებენ და ძალიან უყვართ …

ეს რაც შეეხებოდა , საკმაოდ მტკივნეულ თემას გაყიდვებთან დაკავშირებით , რაც შეეხება შემადგენლობის გაძლიერებას , აქ საკმაოდ საინტერესო სიტუაცია სუფევს  . გახსოვთ ალბათ  ანდრეა პოლის პერსონა . მას მჭიდროდ უკავშირებდნენ ბიანკონერის , რომელიც ანდრეა პირლოს შესაძლო შემცვლელად განიხილებოდა იუვეში საჭიროებისამებრ . როგორც ჩანს , კონტემ არჩევანი იუვეს აღზრდილ ლუკა მარონეზე შეაჩერა , რომელიც სხვათაშორის მის განკარგულებაში იმყოფებოდა სიენაში მუშაობის პერიოდში . ამიტომ იტალიელ სპეციალისტს მშვენივერად მოეხსენება , იმ კადრის რომლის დატოვებაც გადაწყვიტა .

მაროტამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა , რომ მინიმუმ ორ მოთამაშეს შეიძენდა და თუ გავითვალისწინებთ ბოლო დროინდელ ინფორმაციებს , ცხადი გახდება , რომ ბიანკონერი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ლონდონის ჩელსის ბრაზილიელ ფეხბურთელს ალექს აკვირდება , ხოლო მარცხენა ვინგერად ჩეზენას გარემარბი ჯიაკერინი და სევილიას ახალგაზრდა მოთამაშე დიეგო პეროტი ამოურჩევია . იყო ჭორები , რომ თითქოს მაროტა ჯიაკერინისაც გაიფორმებდა და პეროტისაც , მაგრამ ეს ნაკლებად არის მოსალოდნელი . თუმცა , თუ ბიანკონერი გადაწყვიტავს პეპეს გაშვებას ზენიტში , არ არის გამორიცხული ჯიაკერინი სწორედ იმ თანხის ნაწილში მოუვიდეს იუვეს , რომელსაც რუსები გადაიხდიან . აი ალექსთან დაკავშირებით კი სიტუცია თანდათანობით გამოდის ბურუსიდან . ბრაზილიელმა დაადასტურა იუვენტუსის ინტერესი და პლიუს ამასთან ღიად დააფიქსირა სურვილი იასპარეზოს იტალიის 29 გზის ჩემპიონის რიგებში . ბოლო ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ ოფიციალურად მიმართა ლონდონის ” ჩელსის ” მის შესახებ . ტურინელებს სურთ არენდის წესით აიყვანონ მცველი , გამოსყიდვის პრესპექტივით . მაროტა თავდაპირველად 2 მილიონ ევროს გადაიხდის , ხოლო სეზონის ბოლოს  6 მილიონად სრულად გამოსყიდის ალექსის უფლებათა პაკეტს .

ერთი სიტყვით , მაროტას განკარგულებაში 11 დღეა , რომ მან ბოლომდე შესძლოს გუნდის დაკომპლექტება , რომელიც ღირსეულად იასპარეზებს მომდევნო სეზონში სერია ა-ში .

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
tsotne tsertsvadze
13 years ago

ფუ ალექსმა რა ჰქნა ნახეთ? :D დამეკარგა უკვე შტაბეჭდილება :loool: ისე სულ ძირითადშია და მას ვინ გამოგვატანს მარა ამ ეპიზოდის მერე შეიძლება იოლად დაგვთანხმდნენ :c:

flip flap
13 years ago

პეროტი კარგი ბიჭია მომწონს სევილიაში კარგად თამაშობდა რამოდენიმე თამაში მაქ ნანახი თან ახალგაზრდაა და მაგის ჩამოყალიბება ჯერ დასრულებული არაა კარგი იქნება ურიგო არაა

Gio Darja
13 years ago

პეპეს თუ გავუშვებთ ორივე ვიყიდოთ ჯაკერინიც და პეროტიც კარგი ვარიანტია..ალექს მალე მოდი :mda:

Don zoLa

კი მაგრამ დარჩენილი ხელფასი უნდა აუნაზღაურო, წარმოიდგინე 25 მილიონად ნაყიდის თავისუფალ აგენტად გასხვისება :X

gocha khalvashi
13 years ago

ასეთი რაღაცა არ შეიძლება რომ გაუწყვიტო ხელშეკრულება და თავისუფალი აგენტები იყვნენ? ამაურიზე და მსგავსებზე ვიძახი რომ ვერ ვიშორებთ თავიდან

giorgi tsotsoria
13 years ago

არა გადაწევით და პოზიციის შეცვლით კი გამოვა მაგრამ არაფერში გამოადგება გუნდს

მარკიზიო ცენტრია ვიდალი ცენტრია პეპე არასერიოზულია რუჯეირო და ძმანი მისი სიენაში ბოლონიაში პესკარაში და ასე რო დააგროვონ გამოცდილება

13 years ago

ვიდალს შეუძლია ვინგერობა

13 years ago

მარკიზიოს თამაში არ გაქ კრაიზე ნაანახი? გაჭირვების დროს გამოდგება… და პეპე რატოა არასერიოზული აქტიურია მარა მქკ აქ დაბალი

giorgi tsotsoria
13 years ago

აუცილებელია მარჯვენაფლანგზე ვინმე თორე რა გამოდის ?

მარცხნივ პასკუატო (მშვენიერი)+ სიტყვაზე პეროტი და მარჯვნივ მარტო კრასიჩი

ამას დავუმატოთ კრასიჩის საეჭვო ფორმა

სავარაუდოდ, წესით, იმედია, მაროტაც ხედავს იანსია ამას და მარცხენა მარჯვენა ნახევარმცველი და ცენტრ ბეკი დაიდება

13 years ago

პეპე, რუჯეირო, მარკიზიო

NEDVEDA11..
13 years ago

კრასიჩი თუ აილეწა (ჯვარი აქაურობას)
ვიდალს გადაწევს კრაიზე .. ეგრე მგონია და ან სხხვა ტაქტიკით გადაიყვანს და ვუჩინიჩი ვინგერად დადგება

13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

გაჩერდი ნედვედა11 ენამ არ გიყივლოს… :) ასე იძახდნენ შარშან ვიღაც-ვიღაცეები კვალიარელაზეც და ტიპს 6 თვე ბურთი არ ქონდა ნანახი…

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to 

ხეზე დავაკკუნე სანამ დავწერდი :D
:chuvak:
:givi:

Di Francesco # 1
13 years ago

მარონე კაია, კონტე თუ სასტავშ 1 თამაშში 7 იტალიელს დააყენებს, მე კმაყოფილი დავრჩები და 99% დარწმუნებული ვარ ასეც იქნება

NEDVEDA11..
13 years ago

ჯიჯი,კიელინი,ბონუჩი, პირლო,მარკიზიო,მატრი,კუალიარელა.. კანდიდატები

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ზუსტად მაგ შვიდეულს ვგულისხმობდი

13 years ago

მარკიზიო და ბონუჩი არა ვიდალი და ალექსი კიიიიი

13 years ago

ხო ვამბობდი ვარსკვლავს ბოლო დღეებში გაიფორმებს მეთქი… აი ისიც: დიეგო პეროტი!!!

dato beltadze
13 years ago

ყველაფერი საინტერესო საინტერესო აწი იწყება :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :italy: :italy: :juventus: :juventus:

dato beltadze
13 years ago

:juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :juventus: :juventus: :juventus: :italy: :italy: :italy: :italy:

13 years ago

აუ რათ გვინდა ჯაკერენი ტოო მაზილაა სუფთა :lool: მაქედან საიდანაც მაგან ააცილა ბებიაჩემი გაიტანდა თან ისე რო ბუფონს “რადუგას” ფინტით გადაუგდებდა თავზე :lool:

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to  Dutch

რაღაც ეჭვი მაქვს და არ ვიტყვი :D
მგონია სულ სხვა ფეხბურთელს მოიყვანს…

გავჩუმდები.. :givi:

მიდი მაროტა

NEDVEDA11..
13 years ago

11 დღე ძალიან დიდია… ყველაფერი შეილება მოხდეს და არ გაგიკვირდეთ ახალი ჯოეკრი თუ უჭირავს მაროტას ხელში ……. :juvee:

13 years ago

წესით ყველაზე საინტერესო პერიოდი იწყება სატრანსფერო სეზონზე :forza:

13 years ago

მმიდი მატრონა მიაწექი :forza:

lasha naxucrishvili
13 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x