სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 10 დღე დარჩა
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე , სულ რაღაც ათიოდე დღე რჩება და თუ დავუჯერებთ , ბიანკონერის გენერალურ დირექტორს ჯუზეპე მაროტას , 2-3 მნიშვნელოვან შენაძენს გუნდი აუცილებლად გააკეთებს …
ვფიქრობ , არ წარმოადგენს სიახლეს , რომ ამ სამიდან ორი ყველასთვის არის ცნობილი . უპირველესი კანდიდატი გახლავთ ბრაზილიელი ალექსი , რომელმაც გუშინ არცთუ ისე დამაჯერებლად ითამაშა ლონდონის ჩელსის რიგებში , თუმცა ეს მის სათამაშო კლასს ხაზს ნამდვილად არ გადაუსვამს. იტალიური პრესის ინფორმაციით , ჯუზეპე მაროტამ მიიღო თანხმობა ცენტრალური მცველისგან და ეხლა უკვე მოლაპარაკება უშუალოდ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან უნდა გაიმართოს . სავარაუდოდ ალექსი , უკვე მომავალ კვირაში მოირგებს ბიანკონერის შავ თეთრ მაისურს …
პ.ს. ბოლო ინფორმაციით , ბიანკონერი გეგმავს ტრანსფერში მარკო სტორარის ჩართვას და ბარტერის განხორციელებას , რაზეც არც ლონდოური კლუბის ხელმძღვანელობაა წინააღმდეგ .

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა დღევანდელ იტალიურ გამომცემლობებში . ბიანკონერი კვლავინდებურად დაუბრუნდა ელჯერო ელიას საკითხს , რომელსაც როგორც ჩანს საკმაოდ სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა ჰამბურგის ხელმძღავენლობასთან . ამას ის ფაქტიც ადასტურებს , რომ გუშინდელ შეხვედრაში ბაიერნთან , ის მოედანზე ბოლო წუთებში შემოვიდა . მაროტა აპირებს ახალი , 10 მილიონიანი წინადადებით მიმართოს ჰოლანდიელის თაობაზე გერმანელ კოლეგებს , რომლებსაც თავის მხრივ არ სურთ ელჯეროსთან განშორება და როგორც ჩანს ძალით აპირებენ მის გერმანიაში დატოვებას . მოარული ხმების თანახმად , კი ელიას თაობაზე მინიმალური წინადადება უნდა შეადგენდეს 15 მილიონს , რასაც მაროტა არ დასთანხმდება .
ალტერნატივა კი არც მეტი არც ნაკლები იბრაჰიმ აფელაია . პარატიჩი/მაროტას დუეტი , აქტიურად აკვირდებიან სიტუაციას , რომელიც ბარსელონას ფლანგელის გარშემო ხდება . ალექსის სანჩესის მოსვლის შემდეგ და პლიუს ალკანტარას მშვენიერი ასპარეზობის ფონზე , აფელაის შანსები მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში ფაქტიურად 0-ს გაუტოლდა . ეს კი მისი ასაკის ფეხბურთელისთვის არაფერი კარგის მომამსწავლებელი არ არის და შესაბამისად , საკმაოდ დიდია იმის შანსი რომ იბრაჰიმი გამოიცვლის კლუბს . ანტონიო კონტე კი გაშლილი ხელებით შეხვდება ამ მოთამაშეს . როგორც ჩანს ბარსელონას მაინც არ სურს ამ ეტაპზე მისი საბოლოოდ გასხვისება და შესაძლოა რომელიმე კლუბში არენდის წესით გაუშვან . აი მაგალითად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია , რომ სევილია აპირებს მის აყვანას , რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჟურნალისტებში , მათი აზრით აფელაი პეროტის შეცვლის , რომელსაც ასევე იუვენტუსი აკვირდება . მაგრამ დღეს უკვე სიტუაცია შეცვლილია . თავად იუვენტუსია დაინტერესებული ჰოლანდიელით და საქმე არა არენდას , არამედ ყიდვას ეხება . 8-10 მილიონი ისევე როგორც ელიაზე , ასეთი იქნება მაროტას წინადადება .
ვარგასის საკითხს რაც შეეხება , რომელიც ბოლო პერიოდში ყველამ მიივიწყა . იუვენტუსი მას ბოლო ვარიანტად განიხილავს და თუ ბოლო წამამდე იუვემ ვერ მოახერხა ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშის გაფორმება , მაშინ პერუელთან გააფორმებს კონტრაქტს .

და ბოლოს , ემანუელე ჯიაკერინი . ჩეზენას ფეხბურთელი , რომელიც ბოლო პერიოდში არაერთი გუნდის ინტერესის ქვეშ მოხვდა . 26 წლის , საკმაოდ სწრაფი ფლანგელი მოთამაშე , შესაძლოა უკვე მომავალი კვირის პერიოდში ოფიციალურად ჩაირიცხოს იუვენტუსში . გუშინ პირველად განხორციელდა ამ ორი კლუბის წარმომადგენლების შეხვედრა , სადაც ფაქტიურად მიაღწიეს კიდევაც შეთანხმებას …

აქვე ერთი პატარა ინფორმაცია , რომელიც ალბინ ეკდალს ეხება . დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი რომ შვედი ფეხბურთელი კარიერას კალიარიში გააგრძელებს . ფეხბურთელი ამ ეტაპიდან ორი კლუბის თანამფლობელობაში იმყოფება .

აუ ფორუმზე დაწერა ხალხმა სკუდეტოსთვის იბრძოლებს

მილანი ნაპოლი და ვიდალიო
ელია რა ნამუსით უნდა გადმოვიდეს იუვეში სირცხვილია
ეგ გამორიცხულია, კაცმაიუვე გრანდი კი არა ჰამბურგზე უარესიაო იმენა თავი მოიჭრა ისეთები ილაპარაკა და ეხლა ეხვეწე აქ გადმოთრევაზე
ადრე სხვა იყო ფეხბურთი ეხლა სხვა არი :))) ბირთვი იტალია და ა.შ გასგებია კაია მარა ეხლა სხვანაირაი ფეხბურთი კაი ფეხბურთელი როცაა უდნდა იყიდო რო გუნდიც კაი იყოს , სუ იტალიელებზე თუ აქცენტი ვაკეთეთ დამიჯერეთ კაი დღე არ გველის 8 წლის წინანადელი იუვე გაიხსენეთ რამდენი უცხოელი იყო და რამდენი იტალიელი , ეს ხო 70-80-90 წლები არაა
კაროჩე რო რამე და ფლანგელი გაგვიჭირდეს ვიდალი დადგება

მალე მეკარის ფორმას მორგებს
ამ ჯაკერინებს და ელიებს თავი დაანებონ რა ….
აფელაი იყიდონ რაა ელია მათხოვარი კონტე ალბათ ჩაშლის მის ტრანსფერს
ვარგასიც მაგარია და მემგონი ბოლოს მაგი დაგვრჩება
აფელაი ძალიან კარგი ვარიანტია, ნაღდად გამოგვადგება პეროტისაც ჯობია და ელიასაც..ალექსის ტრანსფერში სტორარი არ ჩართონ რაა
100% ,,,, სტორარი უნდა შევინარჩუნოთ … აფელაი თუ შეიძინეს ძალიან სერიოზული ტრანსფერი იქნება , ზოგჯერ ეგ და კრასიჩი გაცვლიან ფლანგებს და მაგრად გაასწორებს … თავბრუდახვეული მექოტეების ყურება
აფელაი, ელია ან პეროტი გვინდა დანარჩენი შორს ჩვენგან

სულ არ მაინტერესებს რა ილაპარაკა რა, მოვიდეს და ითამაშოს
ელია ყველაზე დიდი ლამერია ტრაწიანი ხარია რომელიც მარტო დარბის და არაფერს აკეთების ბაბელის 50 % რა
იუვეს რუსულ საიტზე ანალიზი დაიდო ტიმის თასის იქნებ გადმოთარგმნოთ??
ვალდებული არავინ არაფერში არაა მარა, იტალიის ნაკრების ბირთვი რო იუვეში იყო თავმოYრილი იმიტო გვაQ 28 სკუდეტო
მაშინ იყო თაობა ეხლა არ ყავს იტალიას თაობა ეგეც ნახე და ბონუჩის ნაირი ლამერი ცენტრ ბექი უბრალოდ ტურინში არ უნდა იყოს იუვე ყოველთვის საიმედო დაცვით გამოირჩეოდა და ბონუჩი ამხანაგურებზე ნაკრებში წინა წელს ვისაც არ დაეზარა ყველამ გადირკა ჯოვინკო ბონუჩი არცერთი არ არის იუვეს დონის ბონუჩს დააკვირდებიან წელსაც და ალბად გაუშვებენ და სწორიც იქნება
თაობა რყავს რას ქვია, შენ ფიქრობ რო იტალია მომავალ მსოფლიოზე ფავორიტი არაა, მილანის და ინტერი ცუდი გზის ბრალია რო აქცენტს უცხოელებზე აკეთებენ და ამის მერე ხალხს გონია რო იტალიაში თაობა არაა. იუვე არ უნდა შეცდეს და იგივე გზა უნდა გააგრძელოს რითაც გახდ ევროპული ფეხბურთის გრანდი, ყველა იტალიელი ვერ იქნება მარა 7-4 ზე კარგ შეფარდება იქნება
1juve
ჯერ ერთი იუვეს რო ვბალეშიკობდი იტალია სუ მეკიდა რა იტალიელების გამო არ გავმხდარვარ ტურინელების ფანი მე მომწონდა ბონიეკი(პოლონელი) პლატინი(ფრანგი) ტრეზეგე(პრანგი) ნედვედი (ჩეხი) მონტერო( ურუგვაელი(დელ პიერო იტალიელი) იტალია ტურინმა არ უნდა არჩინოს რა არ არის ვალდებული და ლამერი ბონუჩი ძირითადში არ იქნება დამიჯერე მაგაზე დიდ იმედ ბარძალზე ამყარებს მაგრამ იმედია ნორმალურ ცენტრ ბექს ვიყიდით
ელია
რა ელია ელია იცი რა არის აი აიგე ბაბელი და გაყავი 50 ზე ეგ არის ელია
კონტე : i just wanna make you swat
აფელაი იყიდონ და ალალი იქნება დალოცვილი 11 ნომერი მაგაზე!!!
ელია არ დამანხოთ არადა მგრად მკინდოდა ეგ კაცი მარა , რეები აქ ნაბაზრი ჰამაბურგერი ჯობია იუვესო :|
და პახოდუ ჩემ კარიერაში ეს წინგადადგმულიკ ნაბიჯი არ იქნებაო :|
იმედია ელიას არ ვიყიდით. მაროტა ჭკვიანი კაცია, შანსი არაა 10 მილიონს კაიკს არ მოუმატებს, ჰამბურგი კი დამკლები არ არის, აი აფელაის რაც შეეხაბა საკმაოდ კარგი ვარიანტია. მშრომელი და ნიჭიერი ფეხბურთელია. ბარსაში რაც არ უნდა ზამენაზე იყოს ჩემ-იონის მენტალიტეტი მაინც ჩამოუყალიბდებოდა. ასე რომ იმედია აფელაის მოუყვანენ
del_gogoa რა უდინეზე ლიგაზე 2 ბებერი იტალიელი ყავდა დანარჩენი ლეგიონერები ყავს
უდინეზეს აღზრდილი რამდენი გყავს იუვეში იცი?
რამდენი 2-3? მერ თუ კაი ახალგაზრდობას ზრდის მთავარ გუნდში ვერ ათამაშებენ?
იცი რას გეტყვი იუვე ვალდებული არაა იტალიის ნაკრები ათრიოს ვინც უკეთესი იქნება ის დადგება დაცვაში რა და ბონუჩის და იტალიის ნაკრების სასარგებლოდ იუვეს დაცვა არ გაიდირკება რა თუ იუვე უნდა შეეწიროს იტალიას ცენზურაც მე
ფორცა იუვე მხოლოდ და მხოლოდ იუვე
სანაკრებო დონეზე კიდე ყველამ საქართველოს დავუჭიროთ მხარი
საკლუბო და სანაკრებო რამ გაყო მასეთუა საკლუბოზეც მარტო დინამოს ტორპედოს და სხვა კლუბებს ვუგულშემათკივროდ, პირველი ყველგან ნაკრები, ნაკრების გამო დავიწყე იუვეს ბალეჩიკობა და უმეტესობამაც მემგონი მაგიტო დაიწყო, ჩემი ასაკის ხალხმა
იტალიის ნაკრები არ წასულა იმის იქით რა იუვემ თუ უნდა არჩინოს არაა მასე იტალიელია და ძირითადში ეგრე არაა რა შენ რო ამბობ ბონუჩი რახან იტალიელია იმიტო არ დადგება სასტავში რო იტალიის ნაკრებისთვის გამოთალოს ტურინმა ვინც უკეთესი იქნება ის დადგება
იუვეს ბალეჩიკობა რო დაიწყე იუვედან რამდენი კაცი იყო ნაკრებში, რამდენი წლის ხარ?
ჯაკირენის რამოდენიმე ვიდეო ვნახე და არაა ცუდი ბიჭი მომეწონა მაგრამ აფელაი ყველას ჯობია მოკლედ საღოლ მაროტა წელს 100% იანი იყავი ისევე როგორც წინა წელს <3
datka იგივეს თქმაშეიძლება მილანზეც და რომაძეც ინტერი ხო საერთოდ, აბა ნაკრები რომელი კლუბის ფეხბურთელებით კომპლექტდებოდა ჩეზენით თუ ნოვარით?
უდინეზე :)
უდინეზე ბოლო პერიოდში ტალანტების აღმოჩენით გამოირჩევა და იუვეს მერე უდინეზე ნაპოლი ძან მესიმპატიურება მილანში
მილანში რო დავაკვირდეთ იტალიის ნაკრებიდან რამდენი კაცია მარტო იუვემ ხო არ უნდა ათრიოს იტალია
სტორარის გაუშვებს და მაშინ ჩელსიმ უნდა დაამატოს ზედ 10 მლნ…
ეკდალი გადავიდა კალიარიში… როგორ მეწყინა :D
აუ სტორარიც მომინდომეს, მაროტამ რაც აქამდე კაი აკეთა ახლა 1ტრანსფერით ჩაყრის წყალში
ჯაკერინი ან ვარგასი უნდა ვიყიდოთ, ისე როდესმე ყოფილა იუვეში 3 ლეგიონერი მცველი სასტავში, მე რც მახსოვს ნაკრებში ყოველთვის 2 ცენტრალური მცველი იუვედან იყო,
ბონუჩი
ლიპის დროს
დავიდსი
ტიურამი
მონტერო
ნედვედი
კამორანეზი ( შემდეგ მიიღო იტალიის მოქალაქეობა )
ტრეზეგე
—
რაც შეეხება იტალიის ნაკრების ცენტრალურ ზონას
წლების მანძილზე კანავარო – ნესტა იყო … ამიტომ იუვეს ცენტრალური ზონა აძურიში არ მახსოვს … ნუ ბოლოს იყო კიელინი კანავარო , მაგრამ ნეტა არ ყოფილიყო
არასოდეს ყოფილა ეგრე მხოლოდ 2 წელი იყო მარტო :) და იუვე იტალიის რეზერვი კი არა გუნდია რომელმაც რაც უკეთესია მისთვის ის უნდა ქნას და იტალიას არ უნდა შეეწიროს რა