ლიხტშტაინერის და კიელინის მატჩისშემდგომი კომენტარები
” უდინეში ის იუვენტუსი იქნება საჭირო , რომელმაც მილანთან მეორე ტაიმაში იასპარეზა ” – საუბრობს როსონერისთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ბიანკონერის შვეიცარიელი მარჯვენა მცველი სტეფან ლიხტშტაინერი . უნდა აღინიშნოს , რომ ლაციოს ექს ფეხბურთელი საკმოად კარგად გამოიყურებოდა ამ მატჩში და ძალიან დიდი სამუშაოც გასწია . სტეფანი თანაბრად კარგად თამაშობდა დაცვის ხაზშიც და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა და ეხმარებოდა თანაგუნდელებს : ” არ შეიძლება მოდუნება ისეთ მეტოქესთან , როგორიც მილანია . თავიდანვე მობილიზებულად უნდა გავსულიყავით მოედანზე და ისე გვეთამაშა , როგორც მეორე ნახევარში . ამის სანაცვლოდ კი ორი გაშვებული ბურთი მივიღეთ . შესვენების შემდეგ გაცილებით აგრესიულები გავხდით და შედეგიც სახეზეა . სერია ა-ს პირველ დაპირისპირებაში , სწორედ ასე უნდა ვითამაშოთ სასურველი შედეგის მისაღებად “ .
მილანთან დასრულებული შეხვედრის შემდეგ , დამწუხრებული იყო ჯორჯო კიელინიც , რომელიც უკეთეს შედეგს მოელოდა გუნდის მიერ მეორე ტაიმაში ნაჩვენები თამაშით : ” როდესაც მილანს თავისუფალ სათამაშო სივრცეს აძლევ , ის აუცილებლად დაგსჯის , რადგან მათ შემადგენლობაში დიდებული ფეხბურთელები ირიცხებიან . დღევანდელ დღეს ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა . ძალიან ეფექტური და ლამაზი გოლები გაგვიტანეს . მეორე მხრივ მარცხი საშინელებაა , რომლის თავიდან აცილება შეხვედრის მიწურულს თავისუფლად შეგვეძლო . დასანანია , მაგრამ შესვენების შემდეგ ნაჩვენებმა თამაშის ხარისხმა იმედი მოგვცა უდინეზესთან წინასამატჩოდ . ორი აზრი არაა , რომ ამ ეტაპზე ფრიულიზე ასპარეზობა არა სასიამოვნოა , გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება , მაგრამ ჩვენის მხრივ უკვე საწყისი ეტაპიდან მოგვიწევს მაქსიმალურად დახარჯვა გამარჯვებების მოსაპოვებლად ” .
წყარო : ტურინის იუვენტუსის ოფიციალურუ ვებ გვერდი
ლიხშტაინერმა არ ივარგა შეტევაში
თამამად შემიძლია ვთქვა ამ ეტაპზე რომ ლიხშტაინერი საუკეთესო ტრანსფერია
უდინეზე კარგ ფორმაშია უფრო ადრიდან ემზადება და ფიზიკურად არ გვაჯობონ საშიშია, აუცილებლად უნდა მოვიგოთ..
მეც მაგ დროიდა 1 თამაში რაც მახსოვს იტალია-საფრანგეთის ფინალი იყო,და მის მერე ორივეს ვბალეჩიკობ, იუვეს უფრო იმიტო რო ყოველთვის ბევრი იტალიელი თამაშობდა, ახლაც მაგრად გამიხარდა ჯაკერინის მოსვლა, შეიძლება აფელაის დონის არაა მარა თუ მოინდომებს იუვეში თამაშით გახდება ვარსკვლავი
ჩემი პირველი თამაში იყო იტალია ჰოლანდია… :) ტოლდომ რო ხსნა და ხსნა პენლები… და ფინალში უკვე მე და დელ პიერო ერთ ხმაში ვტიროდით…
delgogua შენ იუვეს ბალეჩიკობა დაიწყე ალბად 10 წლის წინ მარა 4 წელია ჩავარდნა რო გვაQ, მილანის მხარეს ხო არ გადასულხარ? სანამ ჯიჯი მოედანზეა მანამდე მსოფლიოს 1 მეკარეა
იუვეს ვბალეშიკობ 2000 წლიდან მარა მერე კალჩიოპოლის გამო რო გადააგდეს იუვე მილანს კი არა ინტერს ვბალეშიკობდი… ეს რა თქმა უნდა ხუმრობით ღმერთმა დამიფაროს ნერიაძურის ქომაგობა… თფუი ეშმაკს
1ჯუვე,
შენ მეუბნები 5 წლისწინანდელ კარგს, მე წლევანდელს. მე ბუფონი თქვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ მიყვარს… მეც ძალიან მიყვარს მარა სიმართლეა და რა ვქნათ…
ikajuve1011,
ბოატენგის დარტყმულის გამო არ ვამბობ მე მაგას, უბრალოდ თუნდაც ტიმის თასზე რო სტორარი იყო ის ამ ბუფონს ჯობია…
ერთ პატარა საიდუმლოს გეტყვი ბუფონზე და მეორედ აღარ შეადარო სტორარის ძალიან გთხოვ.. თორე მართლა ტეხავს – იმ ბურთებს რომლებსაც სტორარი ნახტომებში რის ვაი ვაგლახით იღებს, ბუფონი პოზიციის სწორად შერჩევით ანეიტრალებს. გასაგებია ნაკლებად ეფექტური ჩანს ჯიჯი რადგან სწორი თამაშით ნაკლებად ჭირდება თავბრუდამხვევი ილეთები. მაგრამ ხო არ ბნელა ყველა ყველაფერს ხედავს.
და შენ თუ ფიქრობ რო გუშინდელი ბოატენგის დარტყმული ასაღებთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა მაშინ სხვას ედავე. ჩვენ ვერ მივალთ ერთ დასკვნამდე
del gogoa კარგს რო არ ვივიწყებთ მიტო ვიძახი რო ჯიჯი დღწესაც საუკეთესოა მსოფლიოში და ამას დიდი განხილვა არ უნდა ჭირდებოდეს
ცოტა ხანი რო იჯდება სკამზე მერე უფრო მოვა ხოდზე ჯიჯი… ეხლა უდინეზესთან სტორარი უნდა დადგეს აუცილებლად…
არის შენს ნათქვამში ლოგიკის მარცვალი…
მარა ვნახოთ. კონტე გადაწყვეტს
პ.ს.
ისე პირველი თამაში უდინეზესთან სახლში რო
გვქონოდა, უკეთესი იქნებოდა
ვინმე გინახია სკამზე დამგდარი ფორმაში შესულიყო?
del gogoa ბუფონის ის ყვითელი ფორმა რო დადო კარში მაინც აჯობებს გინდა სტორარის და გინდა ნებისმიერ სხვას, ისე სად დაითრია ის ფორმა გუშინ რო ეცვა
Del_Gogua – აუ კარგი რაა, ყველაფერს აქვს საზღვარი. რა სტორარი კაცურად არ გამაგიჟოთ??? ან სად ხედავ ბუფონის უფორმობას, მშვენიერ ფორმაშია. ვერ გავიგე ან თქვენ უყურებთ სხვა იუვენტუსს და ან მე
კაი რა… სტორარი რა ბურთებს ხსნიდა ტიმის თასზე უყურებდი? ან როცა ბუფონი არ იყო შარშან, ან რომასთან რო დააყენა დელ ნერიმ რა ბურთები აუღო ვუჩინიჩებს და ბორიელოებს… აბა გადირკულიყო ხო დაგამახსოვრდებოდათ? ასეა კარგს მალე ივიწყებს ყველა
რაც მართალი მართალი… მაგარი აჭრილია, გუშინაც ვერ იყო თავის სტიქიაში და იმედია დალაგდება!
ჯიჯი ჩვენი იმედია
ვინმე მეწინეააღმდეგება იმაში რო ეს 2 წელია ბუფონს სტორარი ჯობია 10 თავით?
ეს ის ბუფონი აღარაა… მე რო მახსოვს 2006ის მსოფლიომდე და მსოფლიოზე და ცოტა მერეც…
ეგეთი ტრავმის მერე უცებ ძირითადში დაბრუნება, დამიჯერე ძალიან ძნელია…
სტორარის სახით კარგი მეკარე გვყავს, მარა ჯიჯი მაინც ჯიჯია
ჯიჯი მაინც ჯიჯია მარა თუ იდირკავა თუ გინდა ლევი იყოს იაშინი… სტორარი უნდა დადგეს კარში აუცილებლად…
კი, მარა სტრორარის თავში იმის ნახევარი არ აქვს, რაც ჯიჯის აქვს დაროვებული..
გუნდის ლიდერია, დაცვის ლიდერია, კაპიტანია!
დავსვათ სკამზე ხო?
არც დელ პიერო არ ისმახურებს სკამს მგონი, ისე თამაშობს
ციგლერი ათამაშოს კონტემ თავიდანვე კარგი იქნება . დე ჩელიეც იქნება აზრზე მოვიდეს რო დაჯდება სკამზე
უდინეზესთან რომელ საათზე ვთამაშოვთ 28 – ში?
22:45
Chielini-ს კი ფორმის პიკამდე ბევრი უკლია! …
პირველი გოლი უფრო ლიხშტაინერის ბრალია, ვიდნე ბონუჩის.. არასწორ პოზიციაზე იყო და ვერ ჩაკეტა ზონა, მარა გუშინ მაინც საუკეთესო იყო დელ პიეროსთან ერთად!!!
დე ჩელიემ უფრო ბევრი შეცდომა დაუშვა და მეორე ტაიმში ფერი აღარ ედო სახეზე… 8 დღე დარჩა და მცველი ნამდვილად არ გვაწყენდა.
ველოდები ტრანსფერებს
ჩემი აზრით ლიხშტაინერი საუკეთესო იყო.. მგონი ჯორჯოც შედის ფორმაში.
მარცხენა ფლანგზე მართლა არ ვიცი რა ხდება, აქ თითქმის 80 პროცენტი მომხმარებლების დე ჩელიეს აკრიტიკებთ, მაგრამ მე რასაც ვუყურებ აშკარად კარგად გამოიყურება და ციგლერიც ამოაგდო სასტავიდან.
დი ჩელიეც კარგი იყო და ბონუჩიც არ იყო ცუდი… რასაც მე ვუყურე მეორე ტაიმს მაგრად მიჭედავდა…