Tuttosport; Corsport : იუვენტუსი ჯიაკერინის იფორმებს
იტალიური პრესის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” უახლოეს საათებში ემანუელე ჯიაკერინის გაიფორმებს . Corriere dello Sport – ის ცნობით , დღეს ერთმანეთს ჩეზენას და ბებერი ქალბატონის წარმომადგენლები შეხვდებიან და სავარაუდოდ დღესვე ან მაქსიმუმ ხვალ , ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს . მოარული ხმების თანახმად , 26 წლის ნახევარმცველის შესაძენად , ჯუზეპე მაროტა ხორხე მარტინესს გამოიყენებს , რომელიც მომავალ სეზონს სავარაუდოდ ჩეზენაში გაატარებს . თუმცა , ამით ბიანკონერის სატრანსფერო კამპანია ფლანგელი ფეხბურთელის შესაძენად არ დასრულდება . ბოლო ინფორმაციით , გუნდი ყველა ღონეს იხმარს რათა გაიფორმოს ან დიეგო პეროტი ან იბრაჰიმ აფელაი .
თავის მხრივ , ბიანკონერის არენდის წესით სავარაუდოდ ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი მანუელ ჯანდონატო დატოვებს , რომელიც ლეჩეში გადაბარგდება სადაც გაცილებით მეტი სათამაშო დრო ექნება .
წყარო : tuttojuve 1; tuttojuve 2
მივესალმები ჯაკერინის გადმოსვლას-ძალაიან ნიჭიერი იგროკია და იუვეს გამოადგება,ბრავო მაროტას თუ ამას აფელაის დაამატებს!!!!!:juvee:

აფელაი დაიმატონ და მცველი ალეკსი და ზამტრის ტრანსპერებზე როსი
ჯუჯაჯი ანჟიში გადავიდა

მშვენიერია, ყოველთვის მაინტერესებდა ეს ფეხბურთელი იუვენტუსში..პეროტი ან აფელაი კიდევ და ბრავო მაროტა, ცენტრალუი მცველი რა თქმა უნდა