აგენტი:”ლუგანოს მრავალი შემოთავაზება აქვს”
დიეგო ლუგანოს აგენტი “იუვენტუსთან” წარმოებულ მოლაპარაკებებს ადასტურებს, მაგრამ თვლის, რომ მისი კლიენტის იტალიაში გადაბარგების შანსი ძალიან მცირეა. იტალიური კლუბებიდან, ურუგვაელი მცველის ბედს “იუვენტუსთან” ერთად, “ლაციოს” და “ჯენოასაც” უკავშირებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, კონტაქტზე მხოლოდ “ბიანკონერი” გავიდა. ხუან ფიგერმა calciomercato – ს ინტერვიუ მისცა:“ევროპული კლუბებიდან ლუგანოს მრავალი შემოთავაზება აქვს. იტალიური კლუბებიდან კი კონტაქტზე “იუვენტუსი” გამოვიდა, მაგრამ საკმაოდ დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ ჩემი კლიენტი მომავალ სეზონში არაიტალიურ კლუბში ითამაშებს. ყველა ვარიანტში, მისი მომავლი კლუბის ვინაობა ძალიან მალე გაირკვევა.” – დაასრულა ფიგერმა.
წყარო: Football-Italia
არა და რა კარგი ტრანსფერი იქნება-დავისვენებთ დაცვის ხაზში-კიელინი-ლუგანო ან კიდევ კიელინი-ალექსი გაუვალი დაცვის ცენტრია…….
უკვე არარ შემიძლია მალე მოვიდეს რაა 31 რიცხვი.
გული მიგრძნობს ერთ მაგარ ფეხბურთელს კიდევ ვიყიდით!!!
არ მოვა და თავში ქვა უხლია სორენსენი მინდა მეეე