ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

7 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე …

7 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე … სწორედ ეს დრო რჩება ჯუზეპე მაროტას , საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად . ბიანკონერის გენერალურ დირექტორს , საკმაოდ რთული დავალებები აქვს შესასრულებელი . ხუმრობა საქმე ხომ არ არის ერთბაშად რამდენიმე  იუვენტინოს გასხვისება ? მოჯის პერიოდი , რომ იყოს ალბათ ეს საქმეს ოდნავ მაინც გააიოლებდა , რადგან ის იუვენტუსი თავისი ფეხბურთლებით ყოველთვის მომთხოვნად იყო სატრანსფერო ბაზარზე , მაგრამ ეხლა სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი . მაროტას მოუწევს გადაწყვიტოს რაიმე შემდეგ ფეხბურთელებზე : ზდენეკ გრიგერა , ვინჩენცო იაკინტა ,  სერხიო ალმირონი , კარვალო ამაური , ფაბიო გროსო … ამასთან ერთად არ წყდება საუბარი სიმონე პეპესა და ლეონარდო ბონუჩის შესაძლო წასვლებზე . სარფიანი წინადადების შემთხვევაში მაროტა თანახმა იქნება ორივე ფეხბურთელი გაასხვისოს და სავარაუდოდ ეს ალბათ სწორი ნაბიჯიც იქნება მისი მხრიდან , თუმცა გააჩნია რა სატრანსფერო ფასზე იქნება საუბარი …

რაც შეეხებათ ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს , მაროტას უმოკლეს პერიოდში მოუწევს გადაწყვიტოს მათი ბედი . პრინციპში ყველაფერი გარკვეულია , ეს მოთამაშეები დიდი ხანია უკვე რაც არ შედიან ანტონიო კონტეს სამომავლო გეგმებში , მაგრამ საქმე იმაშია , რომ ჯერ ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს ისეთი კლუბი რომლებიც აიყვანენ იუვენტუსის ფეხბურთელებს . ამაურის საგა ყველას კარგად მოგეხსენებათ , მისმა უაზროდ გაბერილმა ხელფასმა ფაქტიურად ყველა გუნდი დააფრთხო . ვინჩენცო იაკინტა ყოველ მეორე დღეს ტრავმირებულია . ალმირონის აყვანა სხვა კლუბებს მხოლოდ არენდით სურთ . გრიგერა … გროსო …  დამეთანხმებით თავის ტკვილი ჯუზეპეს საკმაოდ დიდი აქვს . ამას ისიც ემატება , რომ მას სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა პრობლემების გადასაჭრელად და ეს მაშინ როდესაც კლუბს რამდენიმე პოზიციაზე აუცილებლად ესაჭიროება შევსება …

შევსებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას , რომ ჯიაკერინი შეგვიძლია 100 % ჩავთვალოთ უკვე იუვენტუსის ფეხბურთელად . დღეს მისი აგენტი ტურინში ჩაფრინდა , სადაც ბოლო დეტალებს მოაგვარებს  . გარიგების განხორციელების შესახებ ინფორმაციას ან დღეს საღამოს ან მაქსიმუმ ხვალ გაახმაურებენ . ჩეზენაში საპირისპირო მიმართულებით გაემგზავრება ხორხე მარტინესი , რომელსაც უახლოესი ერთი სეზონი ხელფასს იუვენტუსი გადაუხდის ( წყარო ) . ასევე დღეს , გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იუვენტუსი მალუდას იფორმებს , თუმცა იტალიური პრესის გარდა ჯერ ჯერობით ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს . ისე კი ჩელსის მარცხენა ფლანგელი საკმაოდ კარგი შევსება იქნებოდა გუნდისთვის . ფრანგ ფეხბურთელს საკმაო გამოცდილება გააჩნია , რითაც ის დიდ სარგებელს მოუტანდა კლუბს . პერიოდულად კი მას ახალგაზრდა კრისტიან პასკუატო შეცვლიდა , რომელიც დღიდან დღემდე უმატებს და სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება მოედანზე ბიანკონერის მაისურით .

ცენტრალური მცველი – პოზიცია რომელიც ასევე საჭიროებს დახმარებას ბიანკონერის სპორტული და გენერალური დირექტორებისგან . კანდიდატებიც არსებობენ : ლუგანო და ალექსი . კლაუდიო ჯენტილემ , წარსულში ბიანკონერის ფეხბურთელმა , ურჩია ყოფილ კლუბს : ” ალექსის ყიდვას უმჯობესი იქნება თუ ლუგანოს გაიფორმებთ  ” . საინტერესოა დაუგდებენ თუ არა ყურს მაროტა / პარატიჩის დუეტო ჯენტილეს ამ ფრაზას , თუმცა ორი აზრი არაა რომ ორივე ეს ცენტრალური მცველი გააძლიერებს ამ პრობლემატურ პოზიციას …

ერთი სიტყვით , დღეისათვის ასეთი სიტუაცია სუფევს იუვენტუსის გარშემო … წინ 7 დღეა და შესაძლოა ბოლო წუთებში განხორციელებულმა ტრანსფერმა , იუვენტუსს დიდი გამარჯვებები მოუტანოს …

40 thoughts on “7 დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე …

  1. ეს ჩაწოლილი ტავარი ხომ ვერ მოვიშOრეთ რა…

    პეპე არასდროს არ მომწონდა… მასეთ ფეხბურთს მეც ვთამაშობ 20 წუთით… ჯერ კიდევ იქედან არ მევასება ალეს 7 ნომერი რომ ჩაიცვა აძურიში… უნამუსო მაგი…

    ბონუჩი – კმარა მარად მწვანე პერსპექტივებზე ყურება!!!

    მალუდა – ამ სეზონის ყველაზე ლამაზი სატრანსფერო დასასრული იქნება… პასკუატო ბევრს ისწავლის…

    ცენტრალური მცველა და ეგაა მთლად…

    სეზონის ბოლოს ლიგის საგზური, კაი ხოშიანი ტრანსფერი და სერია ა დადონ შემდეგ… ამ სეზონში სერია ა-ს მოგების დიდი იმედი ნურავის ექნება და მიტუმეტეს სეზონის ბოლოს პრეტენზიები რომ რატო ვერ მოვიგეთო… ქლიავის ჭამა არაა სერია ა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.