ბუფონი დიდი ენთუზიაზმით ხვდება მოახლოებულ სეზონს
გთავაზობთ , ჯანლუიჯი ბუფონის საკმაოდ ვრცელ ინტერვიუს , რომელიც მან Sky Sport 24 – ს მისცა …
იუვეს მაისურით , თქვენ მორიგ მე – 11 – ე სეზონს იწყებთ . ენთუზიაზმს გრძნობთ თუ გამომდინარე ბოლო დროინდელი შედეგებისა , უფრო მეტად შიშს ?
” ორი აზრი არაა , რომ ორი ჩაგდებული სეზონის შემდეგ დიდი ენთუზიაზმით ვხვდები ახალ სეზონს . ეს არ იყო ის იუვენტუსი , რომელიც ყველას გვახსოვს და ბუნებრივია , რომ მაქსიმალურად ვეცდებით ყველაფრის გამოსწორებას . შურისძიების სურვილი უზომოდ დიდია ყოველ ჩვენთაგანში . პატივი უნდა ვცეთ კლუბს და იმ მაისურს , რომელსაც ვატარებთ . ეს გვავალდებულებს , რაც შეიძლება მალე დავდგეთ ფეხზე . ნებისმიერ შეხვედრაში , ნებისმიერ მეტოქესთან , იუვენტუსი გამარჯვებისთვის უნდა გადიოდეს მოედანზე და ავიწროვებდეს ოპონენტს 90 წუთის განმავლობაში ” .
ზუსტად 11 სეზონის წინ გადახვედით იუვეში . როგორ განსხვავდებოდა ის გუნდი დღევანდელისგან და რა შეიცვალა ამ პერიოდის განმავლობაში ?
” საკმაოდ დიდი დრო გავიდა . თავდაპირველად ნამდვილად არ ვფიქრობდი ერთ ადგილას , ამდენი ხნით გაჩერებას , თუმცა ბედისწერამ სხვაგვარად ინება , ხოლო მე ამ ყველაფრის მწამს . ზუსტად ის გვაკლია ეხლა , რაც იმ პერიოდში ჰქონდა იუვენტუსს – გუნდი რომელსაც ძარღვებში მხოლოდ გამარჯვება უჩქეფდა და არაფერი სხვა . ყველაფერთან ერთად იმ პერიოდის შემადგენლობაში , ბევრი დიდი მოთამაშე ასპარეზობდა , დღევანდელი გუნდი კი ფაქტიურად ფერფლიდან იქმნება და აქვს პრეტენზია სამომავლოდ , რომ მოწინავე იყოს ნებისმიერ ფრონტზე “.
სხვათაშორის იმ ეპოქაში , კონტე თქვენი თანაგუნდელი იყო , დღეისათვის კი მთავარი მწვრთნელია …
” ბევრი საერთო რამ გამოჩნდა . სხვათაშორის იმ პერიოდში , ჩემზე ძალიან დიდი ზეგავლენა იქონიეს იგივე ანტონიო კონტემ , ალესანდრო დელ პიერომ , ჩირო ფერარამ და რათქმაუნდა პაოლო მონტერომ , რომელიც დიდებული პიროვნებაა . მას , ძალიან უშუალო ურთიერთობით და სიტყვებით , ბევრი რამის სწავლა შეეძლო ნებისმიერისთვის . სწორედ ამ ადამიანებმა მასწავლეს გამარჯვებების მოპოვება და სწორედ მათი დამსახურებით მივხვდი თუ რას ნიშნავს ” იუვენტუსი ” .
პირველი თვეების განმავლობაში , კონტემ თქვენ და დელ პიეროს გთხოვათ დახმარება . რაში გამოიხატებოდა ეს ?
” უპირველეს ყოვლისა , გამარჯვებების მოპოვებაში . ვფიქრობ , ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ რითაც მას დავეხმარებით . ამასთან ერთად , გამომდინარე იქიდან , რომ ვეტერანები ვართ , გაგვაჩნია არამარტო დიდი ავტორიტეტი , არამედ გამოცდილებაც . კარგად გვესმის , თუ რას ნიშნავს წარმოადგენდე იუვენტუსს , რას ნიშნავს ითვლებოდე მის ფეხბურთელად , რა გზით უნდა მიიღწეოდეს გამარჯვება ! ქცევით , ვარჯიშებით , მაქსიმალური თავგანწირვით , რომლითაც საბოლოო ჯამში მისაბაძი გახდები ყველასათვის ! ვფიქრობ , როდესაც დახმარება გვთხოვა , სწორედ ეს იგულისხმა ” .
ბერლუსკონის თასსზე , მილანს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდა : იბრა , პატო , ტიაგო სილვა , რობინიო . თქვენი აზრით , მილანი ყველაზე წინ იმყოფება ამ ეტაპზე ?
” დიახ . ეს ასე რომ არ იყოს , ისინი ვერ შეძლებდნენ ჩემპიონატის მოგებას . ვფიქრობ , მიმდინარე სეზონშიც მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ , მიუხედავად იმისა , რომ ბევრი არ დაუხარჯავთ სატრანსფერო ბაზარზე . ბუნებრივია , რომ მილანს შედარებით იოლად ექნება საქმე , მათ არ გამოუცვლიათ მწვრთნელი , იგივე სათამაშო სტილი აქვთ , გუნდში კი ერთმანეთისთვის კარგად ნაცნობი მაღალი კლასის ფეხბურთელები ირიცხებიან . ეს არის მანქანა , რომელიც საკუთარი სისტემით მუშაობს უკვე დიდი ხანია ” .
კარგით მილანი გასაგებია და თქვენი აზრით , შემდეგ პოზიციაზე ვინ იმყოფება ამ ეტაპზე ?
” სავარუდოდ ჯერ კიდევ ინტერი , რომელიც ეტო’ოს გაშვების შემდეგ , ალბათ კიდევ ერთ ტრანსფერს განახორციელებს . ისინი კი როგორც წესი , ხმაურიან გარიგებებს ახორციელებენ . უკვე მათ შემდეგ მოდიან სხვა ძლიერი კლუბები ნაპოლი , ლაციო , იუვე , რომა , რომლებმაც ასევე კარგად გაძლიერდნენ და შესანიშნავად ჩაატარეს წინასასეზონო მზადება . ”
როდესაც კლუბიდან ისეთი ფეხბურთელი მიდის , როგორიც არის ეტო’ო , როგორია თანაგუნდელების რეაქცია ? თქვენ გამოცდილი ხართ ამ საქმეში , როდესაც სერია ბ-ში ბიანკონერი უამრავმა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა …
” იცით , ყველა სიტუაცია განსხვავებულია . როდესაც ფეხბურთელი , რომელიც მართალია ჩემპიონია და წამყვანი ფიგურაა გუნდში , ვერ ნახულობს საერთო ენას პარტნიორებთან და კლუბთან , მაშინ უმჯობესი იქნება თუ დატოვებს კონკრეტულ ადგილს . ეს სასიკეთოდ წაადგება ყველა მხარეს , ვფიქრობ ეტო’ოს შემთხვევაშიც ასეთი სიტუაცია სუფევდა ” .
რას ელით მოახლოებული სეზონისგან , როდესაც ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება ?
” უპირველეს ყოვლისა , დიდი იმედი მაქვს რომ სტაბილურად მომეცემა მოედანზე გამოსვლის საშუალება . ბოლო რამდენიმე სეზონია სხვადასხვა სახის ტრავმების გამო ვერ ვახერხებ უკლებლივ ყველა ვარჯიშზე მონაწილეობის მიღებას , რის გამოც ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი გამოვტოვე . სხვათაშორის ოპერაციის შემდეგ ერთი წელი და 9 თვე გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში , ერთხელაც კი არ შევჩერებულვარ და ეს სასიხარულოა . ყველანაირ დატვირთვებს ვუძლებ და ამიტომ , ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მივიღე როდესაც ოპერაციის გაკეთებას დავთანხმდი . დიდი იმედი მაქვს , რომ 38 შეხვედრიდან 35 – ში მინიმუმ მაინც შევძლებ ასპარეზობას . ბოლო სამ ტურში კი არ მივიღებ მონაწილეობას , რადგან ჩემპიონობა გარანტირებული გვექნება . ვხუმრობ რათქმაუნდა , მაგრამ რეალურად შევეცდები მოედანზე მაქსიმალურად დიდხანს ყოფნას ” .
ისეთი რეზერვისტი , როგორიც სტორარია ვფიქრობ დამატებით მოტივაციას გძენთ ?
” არ შეიძლება მარკოს ტალანტი არ დაფასდეს , თუმცა ჩემი კარიერის მანძილზე არაერთი ღირსეული კონკურენტი მყოლია : ტოლდო , პერუცი , მარკეჯანი , ანტონიოლი , აბიატი და სხვები . იმ პერიოდში , როდესაც ოპერაცია გავიკეთე , მარკომ არაჩვეულებრივად იასპარეზა . თუ თქვენ ასე ფიქრობთ , მაშინ ამაში არანაირი პრობლემა არ არსებობს ” .
როგორ დასრულდება შეხვედრა უდინეზესა და იუვენტუსს შორის ?
” დიდი იმედი მაქვს , რომ უდინეზე მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას და ამის გამო ზეიმი 4-5 დღის განმავლობაში გასტანს , შემდეგ კი ფრიულზე მათთან ერთად ავღნიშნათ მათზე მოპოვებულ გამარჯვებას . ესეთია ჩემი სურვილი ” .
ბოლო კითხვა . უბრალოდ ცნობის მოყვარეობის მიზნით . თქვენ გაცვიათ მაისური , რომელზედაც ახალგაზრდა ანიელია გამოსახული … ბოლო პერიოდშია მოდაშია ისეთი მაისურები , რომელსაც ბევრი საიდუმლოება ახლავს …
” სიმართლე გითხრათ ეს მაისური ჩემმა მეუღლემ მაჩუქა დღეს დილით ზღვაზე . ინტერვიუს ჩაწერას კი დღეს არც ვაპირებდი , დაუგეგმავად მოხდა ყველაფერი . თუმცა , თავად ანდრეა დიდ სამუშაოს ატარებს და ცდილობს იუვენტუსის გულშემატკვრები ნაკლებად ანერვიულოს . ვფიქრობ , ის გააგრძელებს დიადი ავოკატოს საქმიანობას ” .
წყარო : TuttoJuve
როგორ მინდა რომ ჯიჯიმ სეზონის ბოლო სამი მატჩი არ ითამაშოს
სუპერ ჯიჯიიიიიიიიი,უგალატო კაცი,აი ამიტომ ვაფასებ იტალიას,რადგან არც თუ ისე ბევრია ფულის მონა სხვა ეროვნებისგან განსხვავები !
ბოლო 3 ტურში არ მივიღებ მონაწილეობას ჩემპიონობა გარანტირებული გვექნებაო რა კაცია:-D
აბა რა უეჭველი უნდა მოვიგოთ სერია ა

ჯიჯი ის ბოლო ფრაზა აგიხდეს და მეტი არაფერი მინდა
გენაცვალე!!! მიდი ჯიჯი!!! ჩვენ შენი გვჯერა!!