ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსმა” არჩევანი ლუგანოზე შეაჩერა

ტურინის “იუვენტუსის” არჩევანი დიეგო ლუგანოა. “ბიანკონერი” ბრაზილიელი ალექსითაც იყო დაინტერესებული, მაგრამ საბოლოოდ, ტურინულმა გრანდმა ურუგვაელი მცველის შეძენა გადაწყვიტა. La Gazzetta dello Sport – ის მტკიცებით, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობამ სამხრეთ ამერიკელი მცველის აგენტთან შეთანხმებას უკვე მიაღწია, ფეხბურთელი კი უახლოეს 48 საათში უნდა გახდეს “იუვეს” სრულუფლებიანი წევრი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამჟამად ლუგანოს სატრანსფერო ღირებულება ალექსთან შედარებით გაცილებით ნაკლებია.

წყარო: Football-Italia

58 thoughts on ““იუვენტუსმა” არჩევანი ლუგანოზე შეაჩერა

  1. სალამი ბიჭებო, როგორ ხართ…
    დავბრუნდი, მაგამ არც ისე სასიამოვნო ამბები დამხვდა…
    1. ეს პარაგვაელი არ ვიცი ვინაა და თავს შევიკავებ კომენტარისგან
    2. რაც შეეხება ჯაკერინის, ასეთი და მასზე უკეთესი პასკუატო ისედაც გვყავდა…
    3. ლუგანო ძალიან მინდა რომ მოვიდეს…
    4. ეს გასაშვები კი ვერავინ გავუშვით რა… რა უღირსები არიან, სკამის ხეხვა უჩევნიათ თამაშს… სადღაა იაკინტას და ამაურის, მარტინესის, გრიგერას ადგილი გუნდში…
    5. ლუგანი მოვიდეს და დავიწყოთ სკუდეტოსაკენ სავალი გზის გავლა…

  2. სამპამ პადოვასთან ითამაშა და პოლი არ იყო განაცხადში, რაიმე ხო არ გსმენიათ? ტრამვა თუ მაროტა?

  3. მარკიზიო არ მევასება იმიტო რო პროგრესი არააქ რაც იყო ის დარჩა იყო საშუალო დნის და დარჩა საშუალო დონის

  4. სორენსენი მე ძალიან მომწონს. უშეცდომო არ ყოფილა მაგრამ მე მჯერა რო ეგ მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს. აქვს მაგის მონაცემები,თამაშს კითხულობს,პოზიციურად ძლიერია. თქვენ არ ვიცი მაგრამ მე მომწონს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.