ვინოვოზე ტრავმები გახშირდა : კრასიჩი 10 დღე იუქმებს
დღეს დილით ანტონიო კონტეს შეგირდებმა ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშები განაგრძეს.გახურების შემდეგ ანტონიო კონტემ ყურადღება ტაქტიკასა და ბურთთან ერთად მოძრაობაზე გაამახვილა.მწვრთნელის განკარგულებაში იყო ემანუელე ჯაკერინი, რომელმაც “ჩეზენადან” ტრანსფერის შემდეგ ბებერ ქალბატონში რიგით მეორე ვარჯიში ჩაატარა.გუნდს დაუბრუნდა მირკო ვუჩინიჩი, რომელმაც ორი სამწვრთნელო სესია მაღალი ტემპერატურის გამო ჩააგდო. მწვანე მინდორი ნაადრევად დატოვა მილოშ კრასიჩმა, სერბმა მარჯვენა თეძოს მიდამოებში ტკივილები იგრძნო და სამედიცინო შემოწმება გაიარა. ნახევარმცველი სრული დატვირთვით 10 დღეში ივარჯიშებს.
რა იყო დაწყევლილია ეს ვინოვო?!
აუ მართლა გადავრჩენილვართ რა თუ გადაიდო
აუ სადა აქ ბედი იუვეს :((((
მორიგი სამწუხარო ნიუსი
კიდევ კარგი პირველი ტური რომ გადაიდო თორე გაგვანადგურებდა უდინეზე, მატრი,კვალიარელა,კრასიჩი,ვუჩინიჩი
რა ამბავია რაა
იაკინტა ძმაა

ტონისაც ნუ დაივიწყებთ… და ხორხიტოს
ეჰ, ხორხიტო წავიდა და გვიმალავენ არ გვეუბნებიან ჯერ :(
:D :D სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს