აგენტი : “ბუფონი კარიერის ბოლომდე იუვეში ითამაშებს”
ჯანლუიჯი ბუფონის აგენტის, სილვინო მარტინას განცხადებით იტალიელი მეკარე ბებერი ქალბატონის ღირსებას კარიერის ბოლომდე დაიცავს : “ჯიჯი იუვენტუსთან მუდმივ კავშირშია.წასვლა რომ სურდეს, აქამდე წავიდოდა.ბოლო წლების მანძილზე ჯიჯიმ მრავალი შემოთავაზება მიიღო, მაგრამ იუვეს გულშემატკივრები ბუფონის მხარეს იკავებენ.”
მარტინამ საკუთარი აზრი ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო შენაძენებზეც გამოთქვა : “მაროტა ცენტრალური მცველის ძიებაშია, არ ვიცი ამ პოზიციაზე ლუგანო იდეალურია თუ არა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჯუზეპე შესანიშნავ გუნდს ქმნის.ინტერმა გუნდის გაახალგაზრდავებაზე უნდა იზრუნოს, თორემ პრობლემებს გადააწყდება.მილანი ფავორიტია, მაგრამ სიურპრიზებს იუვენტუსიც შემოგვთავაზებს.ტურინელებმა ანდრეა პირლო დაიმატეს, რომელიც მოედნის ცენტრში ბურთს დაიჭერს და შეტევებს წამოიწყებს.რაც შეეხება კონტეს, ვფიქრობ მოთამაშეებს სწორ დავალებებს მისცემს.”
ფეხბურთელების გაფიცვასთან დაკავშირებით : “სიტყვა გაფიცვის წარმოთქმა არ მინდა, ეს პრინციპის საკითხია, რადგან ხელფასი ყველაზე მნიშვნელოვანი არაა.დამარცხებული რჩებიან ტიფოზები, რომლებსაც სიხარულის მიზეზი არ აქვთ.ცოტა ხანში ყველაფერი საკუთარ პოზიციებს დაუბრუნდება.”
არა მგონია მილანი ის “ჩიტი” იყოს რომელიც ბარსელონას კერპს დაამხობს თანამედროვე ფეხბურთში..კიდევ უფრო გაძლიერდნენ კატალონიელები და მათი გამჩერებელი არავინაა
ნახევარდაცვა უნდა გადაუკეტო ბარსელონა რომ დაამარცხო, ვინ გადაკეტავს გატუზო, ამბროზინი და აკვილანი ? კარგით რაა..ამ მომენტისთვის ეს მილანის ფანების ოცნების კოშკებია და მეტი არაფერი, ამას იმიტომ კი არ ვიძახი ბარსას მოგება მინდა, პირიქით იტალიური ფეხბურთის ფანი ვარ, მაგრამ სუსტია ევროპაში დღეს მილანი ჩემი აზრით..
ბარსელონა, რეალი, მანჩესტერი..
ბასტოსი უძლიერესია … მგონია ლიონი მოუგებს რეალს სახლში მაინც აი იმ სულელმა გომისმა თუ არ მაზა მომენტები … მილანს ძალიან მძიმე თამაში ელის კატალონიაში, როგორ გამოძვრება არ ვიცი …
უყურე ლიონის თამაშს?? ხომ ნახე ბასტოსი სად თამაშობდა??? ახლა მგონი გასაგებია რატომ იკავებენ თავს მისგან… ბასტოსი მარჯვენა შემტევია და არა მარცხენა, მაშინ კრასიჩი უნდა შეეწიროს.
პრინციპში ჩუვაკს ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, მაგრამ ჩემი აზრით მარჯვენა ფლანგზე უფრო პროდუქტიულია, რობენის სტილში უტევს
მატა ჩელსიში რომ გადასულა კი არ ვიცოდი
ბიჭებო ამ ჩვენი ეჩებერიას(თუ როგორცაა) თამაში გინახავთ ვინმეს?კარგი ბიჭია?
კიი მინახავს ესტიგარიბიას თამაში : )) მარცხენა ფლანგელია, აი როგორც ბეილი დარბის გიჟივით ფლანგზე, ესეც იგივე სტილშია.. ძალიან აქტიურად შეუძლია თამაში.. ნუ გასაგებია ბეილივით იდეალურად ვერ გააკეთებს ყველაფერს მაგრამ საკმაოდ მაღალი დონის ფეხბურთელია. კოპაზე რაც ვნახე დადებითად შევაფასებ : ))
გენაცვალე ჯიჯი
ბასტოსის პასი ნახეთ ? რა გაუკეთა ტო
ეჭვი ვის ქონდა რო
ჯიჯიიიიი მაგარი კაცი დარჩეს აბა რა უნდა ქნას

მიყვარხარ ჯიჯი
ძმა ხარ 
ყველა დროის ყველაზე დიდი მეკარე
ჭეშმარიტი იუვენტინო!!
ბრავისსიმოოოოოოოოოოოოოოოოოოო!!