ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იტალიურ ფეხბურთში უთანხმოებაა

იტალიურ ფეხბურთში ახალი სკანდალი აგორდა. ერთმანეთში “სერია ა” -ს დაქვემდებარებაში მყოფი” პროფესიონალების ეროვნული ლიგა” და “იტალიელ ფეხბურთელთა ასოციაცია” ვერ თანხმდება. დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩემპიონატის კლუბებმა (ლეგა) საერთო სავაჭრო კონტრაქტის გაფორმებაზე განაცხადა უარი…

თუ კლუბები მოლაპარაკებათა მაგიდას არ მიუჯდებიან, მაშინ საქმე კიდევ უფრო გართულდება – აცხადებს AIC -ს ვიცე-პრეზიდენტი უმბერტო კალკანიო- “ლეგას” დროებითი კონტრაქტი შევთავაზეთ, რითაც დახმარების ხელი გავუწოდეთ მას, ეს გაფიცვებს თავიდან აგვარიდებდა. მოლაპარაკებისთვის მუდამ მზად ვართ, მაგრამ ნაბიჯს არავინ დგამს. იმედი გვაქვს, “პროფესიონალების” ეროვნული ლიგა” წინადადებით მოგვმართავს და ამასთან პატივს სცემს რამდენიმე თვის წინ მიღწეულ შეთანხმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები უფრო გაიზრდება. ” -“ლეგა კალჩო” ამტკიცებს, რომ ფეხბურთელები ახალი ტიპის საკლუბო კონტრაქტების წინააღმდეგნი არიან, რომლის მიხედვითაც სახელფასო თანხების ნაწილს “სოლიდარობის გადასახადი” წაართმევთ. უმბერტო კალკანიო რამდენიმე სიტყვით ამასაც შეეხო: ” ფეხბურთელებს არასოდეს უთქვამთ, რომ “სოლიდარობის გადასახადის” წინააღმდეგნი იყვნენ. ამ მხრივ პრობლემას ვერ ვხედავ. ” -ციტირებს ვიცე პრეზიდენტის სიტყვებს იტალიური Sky.

წყარო: football italia

4 thoughts on “იტალიურ ფეხბურთში უთანხმოებაა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.