ბიანკონერები ვარჯიშებს განაგრძობენ : მინი-მატჩი ვინოვოზე
ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე ანტონიო კონტეს შეგირდები სრული დატვირთვით ვარჯიშებს განაგრძობენ.დღევანდელ საღამოს სესიაზე მთავარმა მწვრთნელმა მინი-მატჩი გამართა, რომელშიც რამოდენიმე პრიმავერას ფეხბურთელმაც მიიღო მონაწილეობა.საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა 3-3 დასრულდა.თეთრების შემადგენლობაში დუბლი ალესანდრო დელ პიერომ შეასრულა, რომელმაც ერთხელ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან, ერთხელაც თამაშიდან შეძლო მარკო სტორარის კარის დალაშქვრა.მესამე გოლი აქტივში ახლახანს გამოჯანმრთელებულმა სიმონე პეპემ ჩაიწერა.რაც შეეხება დელ პიეროს, პეპესა და მათი თანაგუნდელების მოწინააღმდეგეებს, მწვანეების ლიდერი დღევანდელ საღამოს გუნდის ახალწვეული, ემანუელე ჯაკერინი იყო, რომელმაც კაპიტნის მსგავსად დუბლის შესრულება მოახერხა.მესამე გოლი ალექსანდერ მანინგერის კარში ფაბიო კვალიარელამ გაიტანა.
შემდეგი სრული ვარჯიში ვინოვოზე სამშაბათს გაიმართება.ბევრი მოთამაშე ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის მატჩებში მიიღებს მონაწილეობას.ბიანკონერები ტურინში 8 სექტემბრისთვის დაბრუნდებიან, რათა მთელმა გუნდმა მონაწილეობა მიიღოს ახალი სტადიონის გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაში.სერია A სტარტს 11 სექტემბერს აიღებს, პირველ მატჩს ტურინის “იუვენტუსი” საშინაო კედლებში, “პარმას” წინააღმდეგ გამართავს.
ნეტა მატა გვეყიდა რა გამოჩენის დღიდან ვაკვირდები მაგ ფეხბურთელს, ჩვენთვის იქნებოდა მისწრება თან ახალგაზრდაცაა
საღოლ ჯაკერინის
თუ უფრო კაი მოყავთ გაუშვან მაგრამ ესენი რისი მომყვანები არიანნ…..ვინც ყავტ იმასაც უშვებენ…….

პეპე მევასება
მაგარი კაცია არ გაუშვან რა 
პეპე დატოვეთ მაგარი კაცია