ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ვიდალი : “იუვენტუსში შესანიშნავი ატმოსფეროა”

არტურო ვიდალი ბედნიერია იმით, რომ ტურინის “იუვენტუსი” აირჩია და ახლა ამ გუნდის ღირსებას იცავს : “ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესები, ვიდრე მილანი და ინტერი არიან.იუვენტუსში შესანიშნავი სიტუციაა, მაქვს საშუალება ვითამაშო ისეთი ფეხბურთელების გვერდით, როგორებიც ალესანდრო დელ პიერო, ანდრეა პირლო და ჯიჯი ბუფონი არიან.ეს ჩემთვის დიდი პატივი და ამავდროულად დიდი გამოცდილებაა.

“სხვა სამყარო აღმოვაჩინე და მოხარული ვარ, რომ ამგვარი გადაწყვეტილება მივიღე.იუვენტუსში ყველაფერი მომწონს, შესანიშნავი თანაგუნდელები და პროფესიონალი მწვრთნელი, ანტონიო კონტეს მის შეგირდებთან ძალიან ახლო დამოკიდებულება აქვს.მენეჯერი განსაკუთრებულ ყურადღებას ტაქტიკურ მონახაზზე აკეთებს და ყოველ ვარჯიშზე ძირითადად ამაზე მიმდინარეობს მუშაობა.კონტე დიდ ყურადღებას მითმობს და მზად ვარ, გუნდისთვის ყველაფერი გავიღო.

“ჩემი პოზიცია ? – ცენტრალური ნახევარმცველი ვარ, თუმცა ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დასჭირდება.ამ მომენტისთვის მილანური გრანდების შემდეგ ვართ, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ სიტუაცია უკეთესისკენ შეიცვალოს.ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონობაში გავეჯიბროთ მილანსა და ინტერს.გულშემატკივრებს შემიძლია მივცე იმის გარანტია, რომ თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ ენერგიას გავიღებთ და იუვეს ისტორიულ გზაზე დავაბრუნებთ.

წყარო : Football Italia


8 thoughts on “ვიდალი : “იუვენტუსში შესანიშნავი ატმოსფეროა”

  1. მელო დაგვიბრუნდება ეს მელოს ჯობია მელოზე სტრაპი და ტეხნიკუჯრია აი ნახე ეს ივეს ლეგენდათ იქცევა მალე როგორც მარკიზოი პასკუატო კრასიჩი ესენი ნაგდატ ვიცი

  2. მარკიზიო მაგარია მაგაზე ყველა მაგარია ვინც არ მევასებოდა ყველა გადავიდა ახლა ტონი იაკინტა ამაური მანინგერი არ მევასება და ცააჯვან სგ პასკუატო მეორე დელ პიერო

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.