ადმინისტრაცია თქვენს ყურადღებას ითხოვს
მოკლედ წარსულსა და მომავალზე…
ფრიულებზე მსაჯის პირველი სასტვენი მხოლოდ საფეხბურთო მატჩის დასაწყისის მანიშნებელი როდი იქნება. იტალიელმა არბიტრმა რომ იცოდეს, სწორედ იმ წამს აიღებს სტარტს სტუმარი გუნდის ქართული ფანკლუბის ახალი ოდისეა, ალბათ აპენინურ მზით დამწვარ ბეჭებზე დაწოლილი პასუხისმგებლობის ჭაპანი პირდაპირ მიწაში ჩაიტანდა. ერთგულ მომხმარებელს ემახსოვრება, იშვიათად, ახალი სეზონი შემაჯამებელი სტატიით არ დაწყებულიყო. ესეც რომ არა, ერთი ორი სიტყვის უთქმელად მივივიწყოთ უწინდელი საფეხბურთო წელი უსამართლობაც იქნება.
მოკლედ რომ ვთქვათ, ახალ წლამდე ჯახირ-ჯახირ, ბოგირ-ბოგირით მისული იუვენტუსი სეზონის მეორე ნახევარში პირველივე დაბრკოლებას გამოედო და ფეხი მოიმტვრია. ნელ-ნელა, სიდინჯით დაემშვიდობა ჯერ პირველ, შემდეგ მეორე, მესამე (და ასე მეშვიდემდე) ადგილის დაკავების შანსებს. გადიოდა დღეები მომავალი უქმეების მოლოდინში და ჩვენც ორშაბათ დილას სულ უფრო იშვიათად ვხვდებოდით სახეზე ღიმილით. სატურნირო ფსკერისკენ მიმავლებს სულზე მოგვისწრო სეზონის დასრულებამ და მეშვიდე ადგილზე გავჩერდით. ათასჯერ გაჩენილი იმედი ათასჯერვე მოისპო, ავად თუ კარგად სეზონი მივახრჩვეთ, მაგრამ ევროტურნირების მიღმა კი ამოვყავით თავი. მაგრამ, ქართველი კაცი რის ქართველი კაცია, ყველაზე უიმედო მდგომარეობასაც რომ არ უპოვოს პლიუსები: სამაგიეროდ, მთლიანად “სერია ა” -ზე ვიქნებით გადართულებიო -ამბობს ქართველი, იტალიელი კი თავს პირველივე ხეს ახლის და თავისთვის ქვას, მუცლისთვის კი სამართებლის ძებნას იწყებს. თუმცა ეს უკვე წარსულია, ამ შემთხვევაში კი არ აქვს მნიშნელობა რა იყო გუშინ, მთავარია რა იქნება ხვალ. იმედი ვიქონიოთ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება, ვიდრე აწ უკვე დავიწყებული გუშინდელი…
მაგრამ ნამდვილი გულშემატკივრობა გასაჭირში მყოფი საყვარელი გუნდის გვერდში დგომაა, თორემ “ბარსა” “ბარსას” ძახილზე ადვილი რაა; ასეთები კი სანთლითაა საძებნი. რომ არ გაგიჭირდეთ, მოკლედ აგიხსნით როგორ უნდა იცნოთ. თქვენთვის თუ მიტასაობთ და ვიღაცას იუვეს ზედა აცვია, ამით არ იცნობა გულშემატკივარი, ასეთს გვერდით ჩაუარეთ. თუ ავტომობილის წინა სარკეზე უკიდია ვიღაცას იუვეს სურნელოვანი ემბლემა, ნერვებისმომშლელად რომ ტრიალებს და ქანაობს, შეიძლება არც მისი პატრონი იყოს ნამდვილი იუვენტინო, ისღა დაგრჩენიათ მასაც გვერდით ჩაუაროთ. კიდე გაივლით რამდენიმე ნაბიჯს და გაიგონებთ, ტოტალიზატორის შესავლელთან როგორ უმტკიცებს ერთი მსხვილი მეორე წვრილს და წვერებიანს სად დელ პიერო და სად რონალდოო, ამასაც გაუარეთ, სავარაუდოდ მანიპულატორი დემაგოგია. როცა ჭეშმარიტი გულშემატკივრის მოძებნის თითქმის იმედგადაწურული ავტობუსის გაჩერებაზე სკამზე მოკალათდებით და თავს ხელებში ჩარგავთ, მარტო დავრჩენილვარ დუნიაზე მე ერთიო, ეს იქნება და ეს, რომ იქვე ჯინსებიან ახალგაზრდას დალანდავთ, გუშინდელი ნადეპრესიებს თვალები გადმოკარკვლაზე ექნება, ცნობისმოყვარეობით მიუახლოვდებით და ნელ-ნელა მიხვდებით, რომ მისი პირის ცმაცუნი და უცნაური ბგერები სინამდვილეში ჩუმი ღიღინია: “იუვეეე, სტორია დი უნდ გრაანდე ამოოოორეეეე”, გაგრძელება აღარ იცის და სიტყვებს თვითონ იგონებს, მაგრამ ეს რაღა მოსატანია, ჩვენებმაც არ იციან ხოლმე სიტყვები მარა შინამანა კენაო, იმის კენა, ამის კენაო და ისეთ ჰიტებს ურახუნებენ, ნუ იტყვი! აუცილებლად მიდით მასთან და მაგრად ჩამოართვით ხელი! ხოდა კიდე, ჩვენი საიტი მოასწავლეთ, ვინიცობაა არ იცოდეს…
და თუმცა აქაც ხშირად ვუმტკიცებთ ხოლმე ერთმანეთს, არა მე მიყვარს მეტად იუვე, ვიდრე შენო, მაინც მგონია, ნამდვილი გულშემატკივრის გარდა ამდენწლიანი წარუმატებლობების შემდეგ ვერავინ შემორჩებოდა იუვენტუსს. მერამდენე წელია, იმედგაცრუების გარდა არაფერი გვინახავს, ხან ერთი უბადრუკი გუნდი გაგვთელავს, ხან მეორე, მაგრამ მაინც იმედით ველოდებით მსაჯის სასტვენს, ახალ შაბათ-კვირას, ახალ სეზონს. ამდენი ცვლილების მერე ყველას აქვს რაღაცის იმედი, მათაც კი ვინც კატეგორიულად განზე დგანან, არადა არ მჯერა დღევანდელი იუვესიო. საბრძოლო განწყობა იგრძნობა, იგრძნობა ესე იგი არის! თანაც, იუვენტუსი ხომ მხოლოდ ის თერთმეტი კაცი არაა, მინდორზე რომ დარბის, ეს ჩვენით იზომება იუვენტუსის სიძლიერე, კარგად დაიმახსოვრეთ, ბატონებო და ქალბატონებო, ეს ჩვენ ვართ იუვე!
ახლა კი საქმე ცოტა ხნით: ყველაფერთან ერთად, ვებ-გვერდს ბრძოლის ახალი ძალებით გასაახლებლად ახალი სისხლი სჭირდება. გვჭირდება ნებისმიერი მსურველი, ვისაც თუნდაც რამით შეუძლია ჩვენი დახმარება. კერძოდ კი მწერალი – ადამიანი, რომელსაც ეცოდინება მინიმუმ რუსული, მშობლიური ენის გარდა, ცხადია, სასურველია სხვა ენებიც. წინასწარ გამზადებულ ინსტრუქციებს სტატიის დადებასთან დაკავშირებით მიიღებს სურვილის გამოთქმის შემდეგ (გაითვალისწინეთ, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას იმ შემთხვევაში, თუ არ მოეწონება თქვენი წერის მანერა, თქვენი უნარები, ჩამოგართვათ სტატუსი, თუმცა, ვეცდებით, ამისგან თავი შევიკავოთ). ადმინისტრაციის თხოვნაა, სურვილის ქონის შემთხვევაში არ დაიზაროთ, დაიხარჯოთ ჩვენი საყვარელი საიტისათვის. გახდით ერთიანი გუნდის წევრი, დავამტკიცოთ სიყვარული საქმით და პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით, ეს საქმე თქვენთვის გართობად და დასვენებად იქცევა.
არ დაივიწყოთ, ეს ჩვენ ვართ იუვე…
იუვენტინოებოო, ისე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით ერთ რამეს.. იყო ისეთი პერიოდი რო უმეტეს დროს სხვა სპორტულ საიტებზე ვეგდე და ფეხბურთზე კამათში ვხარჯავდი უამრავ დროს. თან ისეთ ხალხთან ძალიან ცოტა რამე რო გაეგებოდათ ამ სპორტში. მერე მივხვდი რო, უკეთესი არ იქნება ჩემს უსაყვარლეს საიტს დავუთმო მეტი დრო. თუნდაც იქ თითო ოროლა სტატია რო დავდო დღეში, ან რაიმე საინტერესო და ორიგინალური ამბები იუვეს ისტორიიდან.
დამერწმუნეთ სხვა საიტებზე უაზრო კამათს ნამდვილად ჯობია ეს საათივით აწყობილი საიტი კიდევ უფრო სრულვყოთ. უფრო ბევრი ხალხიც შემოვა და რაღა სხვაგან ვიკამათოთ, აქ უამრავი ფეხბურთის მცოდნე მომხმარებელია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი შემოგვემატება.
ფორცა იუვეეეეეეეე
ესაა სამარტალი?? არსენალი რომელიც გუშინ მანცესტერმა აკივლა ნოტებზე ის არის ლიგაზე და იუვე რომელიც მილანს და ინტერს ანგრევს ის საერთოდ ვერ ხვდება ლიგაზე ფუი რააა. და ეს ნაპოლები და რომები შემარცხვენელები მძულს
თქვენ გენაცვალეთ სულ ყველას იუვენტინოებო
ჩვენი უსაყვარლესი გუნდის დროც მოვა

იუვეეეეე მიყვარს ეს გუნდი და ყველა იუვენტინოოოოოოოო

გაიხარე ძმა მეც ასევე მიყვარს იუვენტუსი და მათი ტიფოზები ჩვენ ქართველი იუვენტინოები ვართ და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი რომ არანაკლებ ვგულშემატკივრობთ იუვეს ვიდრე იტალიელები.
აბა რა ბრატ არავიზე ნაკლებები არ ვარტ მართლა მაგრად მიხარია ამდენ იუვენტინოს რო ვხედავ

http://www.youtube.com/watch?v=pOud-mkGdj8

ერთად ვიმღეროთ!!!
ფორცა
აუუ მოჯი რა კაცია , ხელს როგორ იქნევს
და რა სასტავი ყავდა ბლიად
ნაჩკე ონლაინ რეჟიმში მუშაობს
ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია ეს ყველამ ირწმუნოს!!!
ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და დასაწყისი. სულ ბარსელონას და რეალის ძახილი არ იქნება.. დამიჯერეთ… დადგება დრო და ის ბარსას ფანები იუვენტუსს იღრიალებენ, იუვენტუსის ფორმით ივლიან და იუვეს ჰიმნზე იმღერებენ… დაიმახსოვრეთ ეს… ჩაინიშნეთ…
ან რა ჩანიშვნა უნდა… გესმით ხმები? ხმებიი რომელიც თანდათან მატულობს…
ეს იუვენტუსია, რომელიც დაბრუნდება!

ფორცა იუვე, ფორცა იტალია!!!
პერ სემპრე ამორე
10000 + ჩაგეთვალა სულ მალე იუვესთანაც მოვა გაზაფხული და თან როგორი ეს ბულკები რეალი, ბარსა, ინტერი, ბაიერნი, მანჩესტერი ხომ არ დაავიწყდათ რომ დელ პიერო ისევ თამაშობს და ბუფონი ისევ კარში დგას.
გრანდე იუვე!!!!!!
anche all’inferno!
უფფ მივიღე ძლივს სტატუსი
rusuli vici kargad da shemidzlia gadmotargmna
იტოკში, ეს პერიოდი ვერ ვახერხებდი სტატიების წერას სექტემბრიდან მე ისევ თქვენთან ვარ !!! შეიძლება დღეიდანაც :)
Nachke – გაიხარე ძმა, დიდებული ნამუშევარია. რაც მთავარია გულით არის ნაწერი. ამ საიტმა პირადად მე ძალიან ბევრი რამე მომცა.. კომპს რომ ვრთავ პირველი რა თქმა უნდა აქ შემოვდივარ. სამი წელია რაც კომპიუტერი ვიყიდე, მანამდე კი 5-6 იუვენტუსის გულშემატკივარს თუ ვიცნობდი. მეგონა რო ცოტანი ვიყავით.. თან თავიდან იმ მეორე ქართულ საიტზე შევდიოდი ხოლმე(კვირაში ერთ-ნახევარი სტატია რო იდებოდა) მერე კი აღმოვაჩინე ეს საიტი… მანამდე რას წარმოვიდგენდი რო ჩემზე მაგარი იუვეს ფანი დადიოდა სადმე?!?!?! მაგრამ აქ რაც ვნახე ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.. სულით ხორცამდე იუვენტინოების ნახვა რარაც სასწაულად გამიხარდა. და დღემდე აქ ვარ და სულ აქ ვიქნები!!! შეიძლება ზოგჯერ ვიკამათოთ, ან აზრები არ დაემთხვას… Read more »
მომავალ წელს , მაისში ერთად შევკრებილიყავით და გვეყურებინოს ლიგის ფინალი, სადაც იუვე პირველ ნომრად ითამაშებდა
FORZA JUVE

იუვე გვაერთიანებს
თუ მქონდა დრო და ნერვები დიდი სიამოვნებით!
თქვენს გვერდით მიგულეთ
ინგლისური სტატიების თარგმნა შემიძლია თავისუფლად. თუ გაჭირდა რუსულსაც გავქაჩავ… წერაც მეხერხება როგორც იცით :)
T_Sauri
ვენაცვალე ამის ავტორს! მართლაც ეგრეა, იუვეს და იუვენტინებს გაუმარჯოს, ქართულის გარდა ინგლისური,რუსული და თურქული ვიცი, ცოტა მეგრულიც :) სამწუხაროდ ახლა გადატვირთული გრაფიკი მაქ სამსახურში და თუ დალაგდა ისევ, შემოგევლოთ ჩემი თავი, აქ ვარ და დაგეხმარებით.
გაიხარე : )
ეჰჰ რა ცუდია რომ ინგლისური არ ვიცი კარგად, დაგეხმარებოდით ,
ისე მეგრული თუ დაგჭირდათ აგერ ვარ კალოჩე
მე მინდა მწერლობა ადრე ვწერდი აქ მაგრამ მერე ვეღარ ვახერხებდი ნაჩკე შენ უნდა მოგმართო?
purposefulpawn — ნაჩკეს სკაიპია და მიწერე ძმა
მართლა კარგი სტატიაა, იგრძნობა, რომ ეს ნამდვილი გულშემატკივრების საიტია, მართლა იციან იუვეს გულშემატკივრებმა თავისი კლუბის ფასი და საკუთარი გუნდის ფანკლუბის საიტსაც პატივს სცემენ, არცერთი სხვა კლუბის საიტზე არ მინახავს ასეთი წესრიგი და ერთმანეთის პატივისცემა, რაც საბოლოოდ საყვარელი კლუბისადმი პატივისცემას ნიშნავს, ერთხელ ინტერთან წაგებული ფინალის შემდეგ, ბაიერნის საიტზე შევიხედე და ტ–ს და ყ–ს კომბინაციის მეტი არაფერი არ ეწერა, მარტო გინება და ბოღმა იგრძნობოდა, გულისამრევი იყო… ისეთიც ბევრი მინახავს, 8-10 წლის წინ რეალის ფანობაზე რომ დებდა თავს და დღეს ბარსაზე აბოდებს, მოგებულის გულშემატკივრობა ადვილია ძალიან, მთავარია შენს გუნდს გაჭირვებაში ედგე გვერდით, მე კარგად მახსოვს იუვე, რომელიც ევროპას აზანზარებდა ბაჯოს, ვიერის, ზიდანის, ვიალის,… Read more »
გაიხარე ბრატ, სპასიბა
NEW YOURK TIMES – დან შემომეხმიანა ეხლა მთავარი რედაქტორი , ნაჩკეს რამდენ მილიონად დათმობო
5 მილიონი და ბასტოსი
მეც დამირეკეს და ვუთხარი არ გავცვლი სალსა კლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზედა მეთქი
აა, ჰო კაი დამშვიდდიო მიპასუხა :|
დიდი მადლობა ამ სტატიისთვის
დახმარებას რაც შეეხება, დიდი სიამოვნებით. რუსულთან და ინგლისურთან პქობლემა არ მაქვს, წერაც ასე თუ ისე ნორმალურად გამომდის :)
თუ დაგჭირდით სკაიპში შემეხმიანეთ: don_bala21 დათო
გაიხარე, აუცილებლად…
Можно сменить религию, машину, жену и все остальное, но не любимый футбольный клуб,” – Эрик Кантона
ты прав
ladddya
purposefulpawn -სკაიპში დამამატე და მიიღებ, თან ზეპირადაც დაგეხმარები
Darja ; nedvednedvednedved
გაიხარეთ
ახალი სკაიპი გაქვს? დაგამატებ ეხა რაღაცა უნდა გკითხო თან
Immanuel
შენ გენაცვალე მე!

“ინასწარ გამზადებულ ინსტრუქციებს სტატიის დადებასთან დაკავშირებით მიიღებს სურვილის გამოთქმის შემდეგ”
და სად ვნახო ეს ინსტრუქცია?
ვაიმე, რა მაგარია
რამდენჯერ დამბურძგლა კითხვისას
Nachke
საოცრებაა