ესტიგარიბიას პირველი ინტერვიუ “იუვენტუსში”
მარსელო ესტიგარიბია დღევანდელ დილას ახალი სტატუსით შეხვდა. ახლა ის ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. როგორც ყოველთვის, კონტრაქტის გაფორმებისთანავე პირველი ინტერვიუ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ეკუთვნის, ჩვენც, სწორედ მისკენ მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას…
“ დიდი ემოციები და სურვილები მაქვს, მინდა, ამ დღისგან რაც შეიძლება დიდი სიამოვნება მივიღო. ფანტასტიკური და ძალიან მოულოდნელი მომენტია, ასეთი წამების ჩუქება მხოლოდ საფეხბურთო სამყაროს შეუძლია. ”
რისი თქმა შეგიძლია იტალიის ჩემპიონატზე?
” ვიცნობ გუნდებს, რომელთა შესახებაც ყველამ იცის. “ინტერი”, “მილანი” და “იუვენტუსი” მსოფლიოს ხუთ ყველაზე ღირსშესანიშნავ გუნდთა რიცხვში შედის. “იუვენტუსში” ყოფნა ჩემთვის სიამაყის მიზეზია. ახლა ყველაფერი მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული, უნდა ვანახო ამ გუნდს, თუ რატომ ვარ აქ. ”
რა იცი “იუვენტუსისა” და მისი ფეხბურთელების შესახებ?
” ვიცი, რომ “იუვემ” როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ბევრს მიაღწია. აქ არიან დიდებული ფეხბურთელები, მათ “ჩემპიონთა ლიგა” და მსოფლიოს ჩემპიონატიც კი მოიგეს. ეს დიდი ტრადიციების გუნდია. ჩემი მთავარი მიზანი მოცემული შანსის მაქსიმალურად გამოყენებაა, ნელ-ნელა წინ სვლას და თანაგუნდელებისგან გაკვეთილების მიღებას ვაპირებ, ეს დამეხმარება წინსვლაში, არა მხოლოდ პროფესიონალურ, არამედ პრიოვნულ დონეზეც. ”
როგორ შეაფასებდი არგენტინაში მიღებულ გამოცდილებას?
” ფანტასტიკური იყო, გასულ ჩემპიონატში, ფაქტიურად, ყოველ კვირა ვთამაშობდი, ეს ეროვნულ ნაკრებსაც ეხება, ამან დიდი სიამოვნება მომანიჭა. მინდა ყველას ვაჩვენო, რომ არგენტინაში და “კოპა ამერიკაზე” ტყუილად არ მითამაშია. საკმაოდ კარგი ფეხბურთი ვაჩვენე, მაგრამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი მაქვს, რომ ისეთ გუნდში თამაშის ღირსი ვარ, როგორიც “იუვეა”. ”
“კოპა ამერიკაზე” ერთ-ერთი საუკეთესო შთაბეჭდილება შენ მოახდინა…
” დიახ, მართალია, საბედნიეროდ ამ ტურნირმა ჩემთვის სასიკეთოდ ჩაიარა. ფინალამდე მივაღწიეთ, ეს კი ჩვეულებრივი მოვლენა როდია. მართალია, დავმარცხდით, მაგრამ პარაგვაის კარგი რეპუტაცია შევუნარჩუნეთ. ვფიქრობ, “კოპა ამერიკა” დამეხმარა იმ ოცნების ცხადად ქცევაში, რასაც “იუვენტუსის” რიგებში ყოფნა ჰქვია, ამას ჩემს თავდადებულ თამაშს უნდა ვუმადლოდე. ”
გაქვს რაიმე დამახასიათებელი ნიშანი?
“ აგრესიული ფეხბურთელი ვარ, სულ შეტევაში მივიწევ. ყველა ბურთისთვის ვიბრძვი, ვცდილობ მომენტისგან მაქსიმუმი მივიღო. შინაგანი მოტივაციის არანაირ ნაკლებობას არ ვგრძნობ. ”
მიესალმეთ “იუვენტუსის” გულშემატკივრებს…
” მოგესალმებით ყველას. მინდა ფანებს ვუთხრა, რომ მათი გუნდისთვის ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. მაგრამ სიტყვები საკმარისი არაა, ჩემი თავის დემონსტრირებას მწვანე მინდორზე ვაპირებ, მინდა ვაჩვენო, თუ რატომ ამირჩიეს. ”
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი
კარგი ტრანსფერია, მარცხნივ შეუძლია კარგად ითამაშოს..წარმატებები ))
კბილები გაუსწორე და პატარა რაულია რაა
ბიჭებო კალჩიოზე შედიხართ ვინმე? იმედია წესებს არ ვარღვევ….
კი : )
nedvednedvednedved
გაიხარე
სიახლეების დადება ხო არ გსურთ?
ცოტა უცნაური წინადადება კი გამოგივიდა, ვერ გავიგე მწერლობა გინდა თუ ის რო სტატიები დავდოთ. ჯერჯერობით ისეთს ვერაფერს ვხედავ დადების ღირსი რო იყოს…
იუვეზე ნაკლებად იდება იქ სიახლეები და თუ რომელიმეს გსურთ არაა პრობლემა.. აი ამის თქმა მინდოდა :)
Immanuel
საღოლ გიო, მაგარი სტატიაა
რატომღაც მეიმედება ამ ბიჭის იმედია არვცდები
მათი კი არა ჩვენი.
კაია რო თავისი თავის დახასიათება აგრესიულობით დაიწყო და არა ტექნიკა და ზუსტი პასები, მთავარია მოედანზე ბოლომდე დახარჯვა რაც შარშან გვაკლდა
იუვე , მილანი და ინტერ
საკუთარ თავში დარწმუნებული ტიპი ჩანს, კაია შიში რო არ ეტყობა, ვნახოთ რა შეუძლია…