ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სამი დღე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე…

3 დღე – სწორედ ეს დრო რჩება ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის იმისთვის, რათა დაიმატონ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელები და შესაბამისად გაუშვან ისინი, ვინც გუნდის სამომავლო გეგმებში არ შედის.გთავაზობთ ამ დროისთვის არსებული სიტუაციის მცირე მიმოხილვას…

ბიანკონერების მთავარი საზრუნავი ამ მომენტისთვის ცენტრალური დაცვის გაძლიერებაა და შესაბამისად, ტურინულ გრანდს არაერთ ცნობილ თუ უცნობ მოთამაშეს უკავშირებენ.ბოლო 2 დღეა იტალიური პრესა ბრაზილიელი როდოლფოს მიმართ ინტერესის შესახებ საუბრობს, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს რეალურია.25 წლის ფეხბურთელთან სიტყვიერ შეთანხმებას პარატიჩიმ უკვე მიაღწია, მაროტამ კი თავისმხრივ ოფიციალური წინადადებით მიმართა სან პაოლოს.თავად ცენტრალურმა მცველმა, “სანტოსთან” მატჩის დასრულების შემდეგ ( 1:1 ) საკუთარი მოსაზრება გამოთქვა : “იუვენტუსის მხრიდან სერიოზული ინტერესის შესახებ შევიტყვე, მაგრამ ახლა მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვფიქრობ.არ მინდა სან პაოლო დავტოვო, მაგრამ თუ ამას ხელმძღვანელობა მოინდომებს, წავალ”. როგორც სჩანს, როდოლფოს გაყიდვის მსურველი არც გუნდის პრეზიდენტი, ჟოაო პაოლო დე ხესუს ლოპესია : “ფეხბურთელის გაყიდვა ჩვენს ინტერესთა სფეროში არ შედის.როდოლფო გუნდის წამყვანი ფიგურაა.”

შესაძლო ტრანსფერის შესახებ კომენტარი “სან პაოლოს” მწვრთნელმა, ედილსონ ბატისტამაც გააკეთა : “ნებისმიერი კარგი მოთამაშე, რომელიც სან პაოლოში გამოდის ევროპული გრანდების ინტერესის სფეროშია მოქცეული.ყველაფერი ფეხბურთელზეა დამოკიდებული.მოთამაშეს მალე შევხვდებით და საერთო გეგმებზე გავესაუბრებით.”

წყარო : Tuttojuve

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყების დღიდან, ტურინის “იუვენტუსს” არაერთ გარემარბს უკავშირებენ, ერთ-ერთი მათგანი კი ჰოლანდიელი ელჯერო ელიაა, რომელიც ამჟამად “ჰამბურგის” ფეხბურთელია.მიშელ ბასტოსთან და მანუელ ვარგასთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, ყველაზე რეალური ახლა სწორედ ელიას გადმობირებაა.ახალგაზრდა ფეხბურთელის ტურინში შესაძლო ტრანსფერზე მოთამაშის აგენტმა, კლაუს ვინკმა ისაუბრა : “იუვენტუსის ინტერესი რეალურია და მოლაპარაკებებიც დასკვნით ფაზაში იმყოფება.ბებერ ქალბატონთან მუდმივ კონტაქტში ვართ და დეტალებს ვაგვარებთ.ვფიქრობ, ტრანსფერი წარმატებით დასრულდება.გეგმა ? – სწორედ ამის შესახებ მოგვიწევს მაროტასთან საუბარი.ახლა ფეხბურთელი ჰოლანდიაში იმყოფება და იმედი გვაქვს, პირდაპირ იტალიაში მოუწევს ჩასვლა.“. მსოფლიო პრესის ინფორმაციით, გასაკვირი არ იქნება, თუ მაროტა/პარატიჩის დუეტი ელიას არენდით აყვანას გადაწყვეტს.

წყარო : Tuttojuve

2011/12 სეზონის დასაწყისში ბებერ ქალბატონს საკმაოდ ბევრი ფორვარი დაუგროვდა.ალესანდრო დელ პიერო, ლუკა ტონი, მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, ალესანდრო მატრი, ვინჩენცო იაკინტა და კარვალიო ამაური.გუნდის დატოვებასთან ყველაზე ახლოს ჩამოთვლილთაგან ბოლო ორი მოთამაშეა, რომლებიც კონტეს სამომავლო გეგმებში არ შედიან.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მსურველები ამაურის უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე იაკინტას, ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ “უდინეზეს” ყოფილი ფორვარდი მუდმივად ლაზარეთშია და გუნდთან ერთად ვარჯიშს ფაქტიურად ვერ ახერხებს.2008 წელს “პალერმოდან” შეძენილი ამაურის მომსახურებით ამჟამად სამი გუნდია დაინტერესებული : ფრანგული “პსჟ”, გერმანული “ვოლსბურგი” და თურქული “გალათასარაი”.სავარაუდოდ, 31 აგვისტომდე კარვალიო ამ გუნდებიდან ერთ-ერთის წევრი გახდება.რაც შეეხება იაკინტას, მისი მომავალი უფრო ნისლიანი ალბიონისკენ სჩანს, მაგრამ ფაქტია, კონკრეტულ საუბრებს 31 წლის ფეხბურთელი არცერთ გუნდთან არ აწარმოებს.

წყარო : Tuttojuve

დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, კარიერას “ზენიტში” განაგრძობს ლეონარდო ბონუჩი, თუმცა ბიანკონერები მის სანაცვლოდ პორტუგალიელ მცველს, ბრუნო ალვეშს მოითხოვენ.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
13 years ago

კიდევ კარგი ბონუჩის თუ გაცვლიან ალვეშს და ისე არ ყიდიან, მაშინ ცოტა შემიმსუბუქდება გულის ტკენა + რუდოლფო მოვიდეს და ელია და ვსიოოო…
ეს ამაური იაკინტა კი გაუშვან ზედმეტი ტვირთი…
ასევე პასკუატო-სორენსენი-ჯიანდონატო დავიტოვოთ…

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

რესპექთ , ძალიან მაგარი მიმოხილვა იყო :up:

აკაკი მეტრეველი

საღოლ გიო :forza:

d a v i d
13 years ago

საღოლ darja კაი სტატიაა :juvee: :juvee: :juvee: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x