კრასიჩის აგენტი ყველანაირ ჭორს უარყოფს
მოგეხსენებათ, დღეს მოულოდნელი ინფორმაციები გავრცელდა მილოშ კრასიჩის თაობაზე, თითქოს გუნდი მის გაშვებას აპირებდა. Tuttosport – მა სერბი გარემარბის ბედი “ჩელსის” დაუკავშირა, თუმცა, ფეხბურთელის აგენტი, მარკო ნალეტილიჩი, ყველანაირ ჭორს უარყოფს:“ასეთი რამ პირველად მესმის. მილოში ტურინში ძალიან ბედნიერია, უბრალოდ მან ანტონიოს კონტეს ტაქტიკა კარგად უნდა შეისისხლხორცოს, სადაც გარემარბები ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ. ჩემი კლიენტის გუნდიდან წასვლის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. გავრცელებულ ჭორებს გამართლება არ გააჩნია და მე კატეგორიულად უარვყოფ ამ ინფორმაციას.” – განაცხადა ნალეტილიჩმა.
წყარო: Football-Italia
ეს კაია მარა უკან რო უდგას იმის აგენტმაც რო უარყოს კაი იქნებოდა.
მარცხნივ რო დგას