გილოცავ ჩეხო !
სრულიადში !
5-6 წლის ბიჭი ვიყავი, მამის კალთას ამოფარებული შავ-თეთრების მატჩებს ვუყურებდი და ვამჩნევდი, როგორც დაუნდობლად მიიწევდა ჩემი პატარა გულისკენ მოედანზე მეთერთმეტე ნომრით მორბენალი ქერათმიანი ფეხბურთელი.იმ დღის შემდეგ, ზუსტად 8 წელი გავიდა და ვგრძნობ, რომ იუვენტუსის მიმართ ჩემი სიყვარული უფრო ძლიერდება და რა დღეც არ უნდა იყოს, შავ-თეთრებს მაინც უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს.
იუვენტუსის ნებისმიერი მოთამაშის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მაგრამ ამ დღეს, ყოველი წლის 30 აგვისტოს ჩემი კუმირი, პაველ ნედვედი მახსენდება.მახსოვს, ზაფხულის ცხელ დღეებში ქალაქიდან შორს, ბავშვურად ვერთობოდი როცა გაზეთში აღმოვაჩინე, 30 აგვისტოს ნედვედის დაბადების დღეა და ფეხბურთელები ულოცავენო.ამ თითქოს ჩვეულებრივმა და ამასთან მოულოდნელმა სიახლემ რატომღაც უფრო მეტად დამაკავშირა ტურინელებთან, მეტად შემიყვარდა ნედვედი – ის ხომ იმ დღეს აღნიშნავდა იუბილეს, როცა მე.წარმოუდგენელია, ახლა პაველი ამ სიტყვებს კითხულობდეს და ჩემნაირად ტანში ჟრუანტელი უვლიდეს, მაგრამ მე ხომ სადღაც ორ ზღვას შუა მცხოვრები პატარა იუვენტინო ვარ და აქედან ვცდილობ, ჩემს კუმირ უბედნიერესი დღე მივულოცო.დამეთანხმებით, ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ რა ვქნა..თითქოს პატარაობიდანვე თანდაყოლილი სიყვარული მაქვს ამ დღისა და მგონია, მიხარია, როცა ბედნიერი ვარ მე – ნედვედთან ერთად..ჩვენს გულებში ხომ პარალელურად ანთია მსგავსი სიხარულის სანთლები..მოკლედ, გილოცავ პაველ..წარმატებებს გილოცავ და აქვე გისურვებ – არა უფრო ვისურვებ, ოდესმე ერთად აგვეღნიშნა ორივესთვის ულამაზესი დღე..მიყვარხარ, ჩეხო !
შენ კი მკითხველო, არ გეგონოთ ისეთი ადამიანი ვიყო თითქოს ჩემი დაბადების დღის შესახებ გაცნობე და მსურს ძალით მოგალოცინო, უბრალოდ დიადი პაველის დღეს მარგუნა ღმერთმა შობა და მეც, ჩემებურად მივულოცე ნედვედს !
სულით იუვენტინო, ბავშვური იუბილარი Darja..
ნედვეეეეეეეედ ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ჩემთვის!!!!!!!!!
დარჯა გილოცავ..
ერთი 10 დღის განმავლობაში ნედვედის დაბადების დღისთვის ვემზადებოდი, სტატიას ვფიქრობდი რა დამეწერა, ვიწყებდი ვორდში წერას და მერე ვშლიდი, ვხვდებოდი, რომ სიტყვები არ მყოფნიდა, როცა ნედვედზე ვსაუბრობ, ჭკუა მეკეტება, ბოლომდე ვერ გადმოვცემ რის გადმოცემასაც ვცდილობ
პაველი რომ წავიდა, ჩემთვის ფეხბურთში ძალიან ბევრ რამეს ხაზი გადაესვა და სხვანაირად შევხედე ამის შემდეგ ამ ძალიან მაგარ სპორტს, რომელიც ჩემი ცხოვრების მეგზურია და მის გარეშე არ შემიძლია
იუვენტუსი კი ჩემი ცხოვრებაა, თქვენ კი, ჩემო იუვენტინოებო, ჩემი ოჯახის წევრები ხართ და ყველანი ძალიან მიყვარხართ
NEDVEDA11..
ჩემს თავს მაგონებ… ვკითხულობდი კომენტარს და ჩემი თავი დავინახე, საოცრებაა რა…
ეჰჰ, პაველ, როგორ მენატრები…
Darja
გიო გილოცავ ძმაო
გეფერები აქედან მაგარი კაცი ხარ შენ შემოგევლოს ჩემი თავი ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ღმერთი იყოს შენი მფარველი ძმაო
რა ლამაზი დღეა
რა ნათელი მზეა
იმიტომ რომ დღეს დარჯას და პავლეს
დაბადების დღეა!!!
დარჯა ძმა სულით და გულით გილოცავ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში…
გაიხარე ძმა :* კაი კაცი ხარ
პავეეელ მაგარი კაცია ძაან
დარჯა გილოცავ ძმაო წარმატებებს გისურვებ ცხოვრებაში და ამ სურვილის ასრულებასაც რა თქმა უნდა

დაგვიანებით გილოცავ

PaveeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeL!!!!
უძლიერსი კაცი…. ვულოცავ!
Darja
გილოცავ და ყველაფერს კარგს გისურვებ… და კიდე სულ მალე სურვილის ასრულებას გისურვებ!
გაიხარე ჯიგარ :*
vulocav nedveds am dges da shenc darja ratqmaunda
მადლობაა
გილოცავ პაველ!!! ლეგენდა
რა ვიცი… ამ კაცმა შემაყვარა ფეხბურთი. ეს კაცი იყო ჩემი პირველი სიყვარული 2002 წელი იყო მაშინ… მამაჩემი უყურებდა ფეხბურთს (იუვე თამაშობდა რა თქმა უნდა) და შემთხვევით მეც ვუყურე… ყურადღება მიიზიდა კომენტატორის გამუდმებითმა ფრაზებმა, რამაც ძალიან დამაინტერესა. ‘ჩეხ ფეხბურთელს ბურთი ფეხებთან აქვს მიწებებული და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი წართმევა… ყუმბარისებული დარტყმა… სახიფათო მომენტი” (რა დაგიმალოთ და დიმა ობოლაძე იყო ეს კომენტატორი ) ამ დღის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა! ველოდებოდი შაბათ-კვირას, რათა მეყურებინა ჩეხი ფეხბურთელისთვის და უკეთ გამეცნო იუვენტუსი. ასე შემიყვარდა იუვენტუსი და მისი ვარსკვლავები… გავიცანი დიდი კაპიტანი, მეკარე და გამორჩეული, მებრძოლი ფეხბურთელები… ბავშვივით ვტიროდი 2003 წელს ნახევარფინალში, სადაც ნედვედს ყვითელი ბარათი აჩვენეს…… Read more »
გილოცავთ!
ორივე ძმები ხართ
გრაციე პაველ
გილოცავ პაველ……………………მიყვარს ეს ადამიანი უაზროთ …….მეც 6 წლიდან იუვენტინი ვარ და უაზროდ მიყვარს პაველი………..
ვა მეორე თუ მესამე გოგო ხარ ჩვენ საიტზე … კეთილი იყო შენი ფეხი

მადლობა……………:-D:-D მე 2000 წლის მერე ამ კაცზე ვაფრენ……..ამან შემაყვარა ფეხბურთი მიყვარხარ პაველ…………

MeMBeR
არა ტო 1995 – იანი ვარ..
tsotne
Ikajuve
გაიხარეთ
ხო რავი … კაია უფრო გვიან დაბერდები :D
Darja – გილოცავთ ორ ჩუვაკს დაბადების დღეს.. შენც და პავლიკაც მაგარი ხალხი ხართ

როგორც ყოველთვის შესანიშნავი სტატია, გილოცავთ ორივეს !!!
Member
16..
bero-juve10
გაიხარე
ხოო ?? ვა უფრო დიდი მეგონე
გილოცავთ ორივეს წარმატებები დარჯა და ღმერთი იყოს შენი მფარველი მალე დადგეს ის ლამაზი წუთები როცა შენ და პაველა ერთმანეთს შეხვდებით და მიულოცავთ ერთმანეთს გაიხარე და იბედნიერე შენს საყვარელ იუვესთან და ხალხთან.
1juve
MeMBeR
დათკა
abby_condilac
tabajuventino
გაიხარეთ ბიჭებო, კარგი ხალხი ხართ
რამდენი წლის გახდი ?
გილოცავთ ორივეს
გილოცავ ბებერო

მაგარი კაცი ხარ darja გილოცავ
გილოცავ ბრატ, ჯანმრთელობას და ნათელ მომავალს გისურვებ!
ჩუვაააკ ! გილოცავ ძმა მრავალს დაესწარი , ჯანმრთელად ბედნიერად და რავი სულ მაგრად ყოფილიყავი !!
Darja — ყველაფრის და მიუხედავად მაინც გილოცავ, ჯანმრთელობას, ბედნიერებას , კალათბურთში წინსვლას და სიყვარულს გისურვებ .ყველა შენი სურვილის ახდენილიყოს და რაც მთავარია ტიტულები მოგვეგოს ბევრი !!!
შენ კი ჩემო პაველ მიყვარხარ და ხო იცი რო ჩვენ ძმობაში დაბ დღის დავიწყება არ მოსულა ამიტო გილოცააავ