ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა…

სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან 31 აგვისტომდე ტურინის “იუვენტუსი” შენაძენების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი იყო.ბებერ ქალბატონს მრავალი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ამათგან ტურინელთა წევრი კი მხოლოდ 9 მოთამაშე გახდა.გთავაზობთ ჯუზეპე მაროტას მიერ განხორციელებული ტრანსფერის მიმოხილვას…

2011 წლის 24 მაისს ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის დუეტმა იტალიელი მაესტრო, საფეხბურთო სტატუსით თავისუფალი აგენტი, ანდრეა პირლო გაიფორმა.”მილანის” ყოფილი ფეხბურთელი უმალ დათანხმდა ბებერი ქალბატონის შემოთავაზებას და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ტურინულ გრანდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.პირლო “იუვენტუსის” მოთამაშე 2014 წლის 30 ივნისამდე იქნება.

ანდრეა პირლოს შემდეგ 2 დღეში, 2011 წლის 26 მაისს ტურინულ გრანდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი, “სამპდორიას” ყოფილი მოთამაშე რეტო ციგლერი ჩაერიცხა.სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შვეიცარიელმა მარცხენა მცველმა ბებერ ქალბატონთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ციგლერი შავ-თეთრების მფლობელობაში 2015 წლის 30 ივნისამდე იქნება.

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ჯუზეპე მაროტამ მესამე თავისუფალი აგენტი აღმოაჩინა და უმალ ჩარიცხა ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში.საუბარია ნახევარმცველ მიკელე პაციენცაზე, რომელიც “იუვენტუსის” ფეხბურთელი 2011 წლის 16 ივნისს გახდა.”ნაპოლის” ყოფილმა შუახაზელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

2011 წლის 22 ივნისს ჯუზეპე მაროტამ გასულ სეზონში არენდით აყვანილი ფეხბურთელების გაფორმებაზე იზრუნა და უნდა ითქვას, რომ ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა.”იუვენტუსთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 15.5 მილიონად გამოსყიდულმა ალესანდრო მატრიმ, 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 10.5 მილიონად შეძენილმა მეორე ფორვარდმა, ფაბიო კვალიარელამ.”უდინეზედან” მაროტამ 7.5 მილიონად სიმონე პეპე გაიფორმა და “იუვენტუსს” შემდეგი 4 წლით დაუკავშირა, 3.75 მილიონად შეძენილმა მარკო მოტამ კი შავ-თეთრებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2011 წლის 1 ივლისს, ჯუზეპე მაროტამ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური პოზიცია, მარჯვენა დაცვა გააძლიერა.10 მილიონად გენერალურმა დირექტორმა “ლაციოდან” შვეიცარიელი შტეფან ლიხშტაინერი გაიფორმა.გამოცდილი მცველი ტურინულ გრანდში მომავალ 4 წელს გაატარებს.

შვეიცარიელი მცველის გაფორმების შემდეგ ჯუზეპე მაროტამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა, გაიფორმა რა არტურო ვიდალი ლევერკუზენის “ბაიერიდან”.”იუვენტუსმა” ჩილელის სანაცვლოდ 10.5 მილიონი ევრო გადაიხადა, უშუალოდ ფეხბურთელთან კი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ვიდალი ბებერ ქალბატონში 2016 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

2011 წლის 1 აგვისტოს, ლიხშტაინერის გაფორმებიდან 1 თვის თავზე ტურინის “იუვენტუსმა” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია დედაქალაქურ “რომასთან” მირკო ვუჩინიჩის შეძენასთან დაკავშირებით.მონტენეგროელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში 15 მილიონად ჩაერიცხა და გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, 2011 წლის 25 აგვისტოს ჯუზეპე მაროტამ “ჩეზენადან” ემანუელე ჯაკერინი გაიფორმა.ტურინულ გრანდს იტალიელის სანაცვლოდ 6 მილიონის გადახდა მოუწია.

3 დღეში, 2011 წლის 28 აგვისტოს მაროტა/პარატიჩის დუეტმა იგივე არენდის წესით ურუგვაული გუნდიდან მარსელო ესტიგარიბია აიყვანა.იჯარის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” 0.5 ევრო გადაიხადა, პარაგვაელის გამოსყიდვა კი ბიანკონერებს სურვილის შემთხვევაში 5 მილიონი დაუჯდებათ.

და ბოლოს, 2011 წლის 30 აგვისტოს, 2 წლიანი გაუთავებელი ჭორების შემდეგ ტურინის “იუვენტუსმა” ჰამბურგიდან ჰოლანდიელი ელჯერო ელია შეიძინა.გარემარბის სანაცვლოდ მაროტამ 9 მილიონი ევრო გადაიხადა, 24 წლის ელიამ კი ტურინულ გრანდთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი დატოვეს ფეხბურთელებმა : ფელიპე მელო ( “გალათასარაი”, არენდა ), მომო სისოკო ( “პსჟ” ), ზდენეკ გრიგერა ( “ფულემი” ), ჰასან სალიჰამიჯიჩი ( “ვოლსბურგი” ), კრისტიან პასკუატო ( “ლეჩე”, არენდა ), მანუელ ჯანდონატო ( “ლეჩე”, არენდა ), ხორხე მარტინესი ( “ჩეზენა”, არენდა )

ამ მომენტისთვის ტურინის “იუვენტუსის” სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება :

მეკარეები : ჯიჯი ბუფონი, მარკო სტორარი, ალექსანდერ მანინგერი

მცველები : შტეფან ლიხშტაინერი, მარკო მოტა, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ფრედერიკ სორენსენი, პაოლო დე ჩელიე, რეტო ციგლერი, ფაბიო გროსო

ნახევარმცველები : მილოშ კრასიჩი, ემანუელე ჯაკერინი, არტურო ვიდალი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, მიკელე პაციენცა, ელჯერო ელია, მარსელო ესტიგარიბია, სიმონე პეპე

თავდამსხმელები : ალესანდრო დელ პიერო, ალესანდრო მატრი, მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, ვინჩენცო იაკინტა, კარვალიო ამაური დე ოლივეირა, ლუკა ტონი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

97 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mishka berianidze
13 years ago
Reply to  Gio Darja

დარჯა რამდენი წლის ხარ სკოლა რომ ახსენე თუ საიდუმლო არ არის.

Di Francesco # 1
13 years ago

რუსეთში ხო დაიხურა? რას ვიძახდი პეპე და ლეო დარჩებათქვა, კონტე მაგარი კაცია და სკუდეტოსაც ვიგებთ უეჭველი

ilia koreli
13 years ago

ესეც მაროტას შეპირებული ვარსკვლავები.. სამიანი მინუსით. თუ ვინმეს შეკამათება მოუნდება, მაისში მეკამათოს!

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  ilia koreli

ოკეი ) ) მაისში შეგეკამათები

mishka berianidze
13 years ago
Reply to  ilia koreli

მაროტა შენ შეიხი ხომ არ გგონია რომ მესი, ინიესტა,პიკე, ჯერარდი, სნეიდერი,ვიიცი რომ ეყიდა ესეც ძალიან დიდი საქმე გააკეთა მთავარია გუნდი შეთამაშდეს და ტრავმებმა აღარ იჩინოს თვი წინა 2 წელი სწორედ ტრავმებმა გაგვტანჯა
მე მჯერა კონტესი და ამ შემადგენლობის ცოტა დაცვის ცენტრში მოვიკოჭლებთ მაგრამ არაუშავს.

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

კი სანამ იტალიური ბაზარი დაიხურებოდა სარატე გაიფორმეს

G M
G M
13 years ago

ინტერმა იყიდა სარატე ? პოლიც ინტერში გადავიდა :blin:

mishka berianidze
13 years ago

ყველაფერი კარგია ცოტა ცოტა ნიუანსები იყო მაგრამ მაინც მადლობაკონტეს და მაროტა პარატიცის ტანდემს ზალიან ბევრი იშრომეს რომ რაც შეიძლება გუნდი გაეძლიერებინათ ერთადერთი რაც არ მესიამოვნა
წამსვლელებიდან – პასკუატო, ჯანდონატო, მელო.
მომსვლელებიდან – ჯაკერინი, პაციენცა, მოტა.
ასევე გუნდიდან უნდა გაეყარათ – გროსო, ამაური, იაკუინტა.

G M
G M
13 years ago

შენს ნაწერებს რო ვხედავ ზუსტად იმას წერ რისი დაწერაც მე მინდა :lool:
მეც ეგეთი აზრის ვარ ზუსტად :chuvak: : )))

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

იტოგში ბოლო ნიუსით მარსელი ეცდება ამაურის გაფორმებას . საფრანგეთში გვიან ღამე იხურება ფანჯარა … ყველგან სხვადასხვა დროს იხურება რა ) იტალიაში მაგალითად ჩვენი დროით 9-ზე დაიხურა. მაგრამ ფრანგებს აქვთ დრო რომ დაარეგისტრირონ კიდე ფეხბურთელები , ხოდა ვნახოთ რა იქნება ) გაყიდვით შეგვიძლია იქ გავყიდოთ ფეხბურთელები სადაც ღიაა სატრანსფერო ფანჯარა , მაგრამ ყიდვით ვერანაირად )

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Dutch

სამივე ანუ გროსო, იაკუინტა, ამაური 10 მილიონად მივცეთ ვინმეს საფრანგეთში მემგონი გამოადგებათ თან ფული ფულად დაგვრჩება თორემ სამივე ხელფასის სახით 10 მილიონზე მეტს არ იღებენ.

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

მაგარია სარატე … არა სტაბილურია უბრალოდ , თორე საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს

Di Francesco # 1
13 years ago

ქეროლში 41 მილიონს :lool:

ზარატე და ფორლანი ორივე ერთად უტოლდება ეტოოს ჩემი აზრით

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Gio Darja

კარგად მოზრაობს და გუნდისთვის ცუი არ იყო ვნახოთ გველაძუებს თუ გამოადგათ ისე კარგი თავდასხმა შეკრიბეს მაგრამ დაცვაში ჩვენზე სუსტები ყავს და არც ნახევარ დაცვა ყავთ ჩვენზე მეტი მთლიანობაში ჩვენ უკეთესი შემადგენლობა გვყავს მთავარია შეთამაშდნენ.

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ანჟი იმენა კომედიაა :lool: :lool:

Di Francesco # 1
13 years ago

ანჟი ჰალკში 81 მილიონს იხდის :lool:

little Pirlo
13 years ago

ყოჩაღ ავტორ ;)

Alexis.Sanchez
13 years ago

ისე სანტონიზე რატო არ იჩალიჩეს კაი ბიჭია თან ძალიან ახალგაზრდა :juvee: ნიუკასლში გადასულა

Alexis.Sanchez
13 years ago

4-იანი ეკუთვნის მაროტას ამ ტრანსფერებზე ეხლა უკვე სეზონს დაველოდოთ რას იზავენ ბიჭები … შეიძლებოდა კიდე 1-2 ფეხბურთელის დამატება კიდე

13 years ago

ისე ეხლა შემადგენლობას რო გადავხედე არაა ურიგოოო განსაკუთრებით ნახევარდაცვა და თავდასხმა და მეკარეები ხო საერთოდ … მდაა შეიძლება სკუდეტოსთვის ბრძოლა მაინც …

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

რა იყოთ ხალხნო , რამე გამოგვპარვია ? ჰეიტინგა არ დაგვიმატებია თორე ხო დავწერდით

განელი დავიმატეთ ვიღაც პრიმავერასთვის

zebra
13 years ago
Reply to  Dutch

აჰააა.. —- ზე გაიჩითა..და რგამიკვირდა..ელიაში აერიათ ეტყობაა :))))))))

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  zebra

წერია იქ ელიაც , წეღან ვნახე , რო ატყდა ჩვენთან ბუმი ჰეიტინგაზე
რეალურად ევერტონმა შესთავაზა სამ მილიონად ჯოვანი იუვეს … იმათმა კიდე იუვემ იყიდაო :lool: :lool:

zebra
13 years ago

იუვემ ჰეიტინგა დაიმატაო 3 ლიმონად. მართAლია??? კიდე ვიღაც განელი 18 წლის ….

13 years ago
Reply to  zebra

აუ მთელი ნახევარდაცვიდან 3-ია ძველი და დანარჩენები მთლად ახლები, ეს გუნდი როდის შეთამაშდება რა

Di Francesco # 1
13 years ago

darja მარტინესი გაკლია გასხვისებულებში

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

სეკოა ჩამოსახრობი , გიგანტური ხელფასები რო დაუნიშნა ამაურის და იაკინტას თავის დროზე

irakli kobeshavidze
13 years ago

ისე სიმართლე გითხრათ მაგრად გამისწორდა გროსოსს,ამაუირს იაკინტას და ტონის დატოვებამ მაგრამ …. მოიშორებენ ზამთარში :forza:

საბა შიოშვილი

კვინტა და ამაური რატო არიან ? :| :| ან გროსო კიდე რა ვერ მოუხერხა ამათ … მაროტამ

საბა შიოშვილი
Reply to  Gio Darja

იმენა ყველამ შუა თითი უჩვენა ხო მაროტას ესენი რო შეთავაზა :lol:

Di Francesco # 1
13 years ago

29 კაციდან 20 იტალიელია კარგია მაროტამ და კონტემ ხუთიანზე იმუშავეს

აკაკი მეტრეველი

ბრავო გიო ! :forza: ესეც ასე, სატრანსფერო ბატალიები მორჩა ოფიციალურად

| Newsphere by AF themes.
97
0
Would love your thoughts, please comment.x