ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა…

სატრანსფერო ფანჯრის გახსნის დღიდან 31 აგვისტომდე ტურინის “იუვენტუსი” შენაძენების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გუნდი იყო.ბებერ ქალბატონს მრავალი ფეხბურთელი დაუკავშირეს, ამათგან ტურინელთა წევრი კი მხოლოდ 9 მოთამაშე გახდა.გთავაზობთ ჯუზეპე მაროტას მიერ განხორციელებული ტრანსფერის მიმოხილვას…

2011 წლის 24 მაისს ჯუზეპე მაროტასა და ფაბიო პარატიჩის დუეტმა იტალიელი მაესტრო, საფეხბურთო სტატუსით თავისუფალი აგენტი, ანდრეა პირლო გაიფორმა.”მილანის” ყოფილი ფეხბურთელი უმალ დათანხმდა ბებერი ქალბატონის შემოთავაზებას და სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ტურინულ გრანდთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.პირლო “იუვენტუსის” მოთამაშე 2014 წლის 30 ივნისამდე იქნება.

ანდრეა პირლოს შემდეგ 2 დღეში, 2011 წლის 26 მაისს ტურინულ გრანდში კიდევ ერთი თავისუფალი აგენტი, “სამპდორიას” ყოფილი მოთამაშე რეტო ციგლერი ჩაერიცხა.სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ შვეიცარიელმა მარცხენა მცველმა ბებერ ქალბატონთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.ციგლერი შავ-თეთრების მფლობელობაში 2015 წლის 30 ივნისამდე იქნება.

რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ, ჯუზეპე მაროტამ მესამე თავისუფალი აგენტი აღმოაჩინა და უმალ ჩარიცხა ბებერი ქალბატონის შემადგენლობაში.საუბარია ნახევარმცველ მიკელე პაციენცაზე, რომელიც “იუვენტუსის” ფეხბურთელი 2011 წლის 16 ივნისს გახდა.”ნაპოლის” ყოფილმა შუახაზელმა ტურინელებთან კონტრაქტი 2014 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

2011 წლის 22 ივნისს ჯუზეპე მაროტამ გასულ სეზონში არენდით აყვანილი ფეხბურთელების გაფორმებაზე იზრუნა და უნდა ითქვას, რომ ამ დავალებას თავი წარმატებით გაართვა.”იუვენტუსთან” 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა 15.5 მილიონად გამოსყიდულმა ალესანდრო მატრიმ, 3 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი 10.5 მილიონად შეძენილმა მეორე ფორვარდმა, ფაბიო კვალიარელამ.”უდინეზედან” მაროტამ 7.5 მილიონად სიმონე პეპე გაიფორმა და “იუვენტუსს” შემდეგი 4 წლით დაუკავშირა, 3.75 მილიონად შეძენილმა მარკო მოტამ კი შავ-თეთრებთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

2011 წლის 1 ივლისს, ჯუზეპე მაროტამ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატური პოზიცია, მარჯვენა დაცვა გააძლიერა.10 მილიონად გენერალურმა დირექტორმა “ლაციოდან” შვეიცარიელი შტეფან ლიხშტაინერი გაიფორმა.გამოცდილი მცველი ტურინულ გრანდში მომავალ 4 წელს გაატარებს.

შვეიცარიელი მცველის გაფორმების შემდეგ ჯუზეპე მაროტამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა, გაიფორმა რა არტურო ვიდალი ლევერკუზენის “ბაიერიდან”.”იუვენტუსმა” ჩილელის სანაცვლოდ 10.5 მილიონი ევრო გადაიხადა, უშუალოდ ფეხბურთელთან კი 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.ვიდალი ბებერ ქალბატონში 2016 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

2011 წლის 1 აგვისტოს, ლიხშტაინერის გაფორმებიდან 1 თვის თავზე ტურინის “იუვენტუსმა” პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია დედაქალაქურ “რომასთან” მირკო ვუჩინიჩის შეძენასთან დაკავშირებით.მონტენეგროელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდში 15 მილიონად ჩაერიცხა და გუნდთან 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში, 2011 წლის 25 აგვისტოს ჯუზეპე მაროტამ “ჩეზენადან” ემანუელე ჯაკერინი გაიფორმა.ტურინულ გრანდს იტალიელის სანაცვლოდ 6 მილიონის გადახდა მოუწია.

3 დღეში, 2011 წლის 28 აგვისტოს მაროტა/პარატიჩის დუეტმა იგივე არენდის წესით ურუგვაული გუნდიდან მარსელო ესტიგარიბია აიყვანა.იჯარის სანაცვლოდ “იუვენტუსმა” 0.5 ევრო გადაიხადა, პარაგვაელის გამოსყიდვა კი ბიანკონერებს სურვილის შემთხვევაში 5 მილიონი დაუჯდებათ.

და ბოლოს, 2011 წლის 30 აგვისტოს, 2 წლიანი გაუთავებელი ჭორების შემდეგ ტურინის “იუვენტუსმა” ჰამბურგიდან ჰოლანდიელი ელჯერო ელია შეიძინა.გარემარბის სანაცვლოდ მაროტამ 9 მილიონი ევრო გადაიხადა, 24 წლის ელიამ კი ტურინულ გრანდთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გუნდი დატოვეს ფეხბურთელებმა : ფელიპე მელო ( “გალათასარაი”, არენდა ), მომო სისოკო ( “პსჟ” ), ზდენეკ გრიგერა ( “ფულემი” ), ჰასან სალიჰამიჯიჩი ( “ვოლსბურგი” ), კრისტიან პასკუატო ( “ლეჩე”, არენდა ), მანუელ ჯანდონატო ( “ლეჩე”, არენდა ), ხორხე მარტინესი ( “ჩეზენა”, არენდა )

ამ მომენტისთვის ტურინის “იუვენტუსის” სრული შემადგენლობა ასე გამოიყურება :

მეკარეები : ჯიჯი ბუფონი, მარკო სტორარი, ალექსანდერ მანინგერი

მცველები : შტეფან ლიხშტაინერი, მარკო მოტა, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, ფრედერიკ სორენსენი, პაოლო დე ჩელიე, რეტო ციგლერი, ფაბიო გროსო

ნახევარმცველები : მილოშ კრასიჩი, ემანუელე ჯაკერინი, არტურო ვიდალი, კლაუდიო მარკიზიო, ანდრეა პირლო, მიკელე პაციენცა, ელჯერო ელია, მარსელო ესტიგარიბია, სიმონე პეპე

თავდამსხმელები : ალესანდრო დელ პიერო, ალესანდრო მატრი, მირკო ვუჩინიჩი, ფაბიო კვალიარელა, ვინჩენცო იაკინტა, კარვალიო ამაური დე ოლივეირა, ლუკა ტონი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

97 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
G M
G M
13 years ago

დათკა
დავიტანჯე არ გაიყიდა ამაური კიდე ? :X

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  G M

არანაირი ნიუსი არ არის ჯერ ჯერობით . თუ იყიდიან ფრანგები იყიდიან …. სხვაგან თითქმის ყველგან დაიხურა სატრანსფერო ფანჯარა
ინგლისში 15 წუთში დაიხურება

G M
G M
13 years ago
Reply to  Dutch

ხო იმ მამლებზე ვიძახი კიდე არ უყიდია მარსელს ამაური ? :loool:
გაიყიდებოდეს ვერ მოვიშორეთ ეს რა ჭირი გვჭირს ტო :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  Gio Darja

ცოტახანში როსის დააბრუნებს ისევ :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ძამპარინი ჩუვაკია :lool: :lool:

G M
G M
13 years ago

არ გაიყიდა ამაური ? არ მორჩა ტრანსფერები არ დაიხურა ფანჯარა ? აჩუქონ ტო რად უნდათ ამაური :X

misha sawer
13 years ago

ველოდებით პარმას რომელსაც გადაუვლით………….

d a v i d
13 years ago

mokled wels magari sanaxaoba gvelis raaa :juvee: :juvee: :juvee:

vaxo turqadze
13 years ago

ბუფონი

ბონუჩი კიელინი
ლიხშტაინერი დე ჩელიე

პირლო
ვიდალი
მარკიზიო

კრასიჩი
ვუჩინიჩი

მატრი

7uP
7uP
13 years ago

ფაბიო გროსო, სიმონე პეპე, ვინჩენცო იაკინტა, კარვალიო ამაური დე ოლივეირა,. ეს 4 უეცჰველი დაგვტოვებს :forza:

d a v i d
13 years ago

კონტეს დიდი არჩევანი აქ ნახევარდაცვაში და თავდასხმაში მოკლედ 3-4-3 ან 4-3-3 თუ ითამაშა ყველა კარგად ჩაჯდება :juvee:

7uP
7uP
13 years ago

ზამთარში ბევრი გაიყიდება და მოსვლით კიდე არამგონია ვინმე მოვიდეს

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  7uP

შეიძლება ის ბრაზილიელი მცველი დავიმატოთ იანვარში , რუდოლფო …

7uP
7uP
13 years ago
Reply to  Dutch

kargi iqneba, magram pirvel rigshi tu gaiwmindeba gundi eg uketesi gamodgeba

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

bero-juve10

ნუ ეგ ხო , მესმის რას იძახი
უბრალოდ ორი დღის მოსულ მირკოსთან ისე რო ითამაშებ როგორც ეხლა თამაშობენ მაინც სხვა პონტია
თვითონ მირკოც მაგრად უგებს ეგ არის საინტერესო .. რაღაც კლასნი მოძრაობები და პასები აქვთ ერთმანეთის მისამართით

Alexis.Sanchez
13 years ago

4-3-3 ვიდალი,პირლო მარკიზიო ცენტრში,ფლანგებზე კრასიჩი ელია და 1 თავდამსხმელი ვუჩინიჩი

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  Alexis.Sanchez

ეს უფრო 4-5-1ია

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  Alexis.Sanchez

პარმასთან ამბობ თუ საერთოდ ?

რაღაც მეეჭვება კონტე მატრი არ ათამაშოს … პლიუს კუალიარელა იქნება …

ელია როგორც მარცხენა ვინგერი ისეა მოსული და არა როგორც მარცხენა ფორვარდი

Di Francesco # 1
13 years ago

ისე ერთიმხრივ კაია რო 1 ტური გადადო

13 years ago

მაგრა მაინტერესებს როგორ დაალაგებს კონტე ფეხბურთელებს :chuvak:
მორჩა სამზადისი, ეხლა იწყება ბრძოლა :achuu:

Di Francesco # 1
13 years ago

მაშინ ან ვიდალი ან მარკიზიო სკამზე დარჩება, შენ უფრო რომელი გგონია სასტავში ამ ორიდან

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

არ ვიცი

კრასიჩი რო ფლანგზე იქნება ეს ზუსტია , მარცხნივ არ ვიცი .. შეიძლება 4-3-3 ით დაიწყოს

ისე კი მემგონი დელ პიერო სასტარტოში იქნება , მაინც ახალი არენა და პირველი თამაშია ) ხოდა სიმბოლური იქნება თუ კაპიტანი გაიყვანს გუნდს

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  Dutch

ისე მაგიც სწორია ალექსამ უკდა გაიყვანოს გუნდი თუ არადა ჯიჯც შეიძლება, მარკიზიო კიდე კონტე ყველა ინტერვიუში ახსენებს და აუცილებლად სასტავში იქნება

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ალეს დააყენებს ყველა ვარიანტში ამ ფაქტორის გამო , პირველ ტაიმს მაინც ათამაშებს … დაიმსახურა დელ პიერომ ეს

Di Francesco # 1
13 years ago
Reply to  Dutch

მართალი ხარ

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Dutch

რატომღაც მგონია რომ დელ პიერო უფრო მეტს შეძლებს ვიდრე კვალი და მატრი პირლოს გვერდით ალექსა გუნდისთვის უფრო პროდუქტიული იქნება ოღონდ ოდნავ უკან დაწეული წინ კი მირკო მატრი.

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

სხვათაშორის დელ პიერო ვუჩინის თამაში მე მაგრად მომეწონა , საკაიფოდ უგებენ ერთამენთს ) ორივე ზე კლასნი ტექნიკის პატრონია და სულ ერთმანეთს ეძებდნენ ხოლმე მოედანზე .

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Dutch

შენ მაინც ხომ კარგად გახსოვს ბოლო 10 წელი იუვეში რომელ თავდამსხმელთან ჩააგდო სეზონი ინძაგი, კოვაჩევიჩი, ტრეზეგე, მიკოლი, დი ვაიო, იბრაჰიმოვიჩი, იაკუინტა, ამაური, მატრი, კვალიარელა.
მარტო ამიტომ უნდა გყავდეს რომ ყველა პოზიციის თავდამსხმელს უგებდა და საუკეთესო ტანდემს ქმნიდა და მჯერა რომ კონტემ ალექსა თუნდაც 20 წუთი ასე რომ გამოიყენოს გუნდი კი არ დაზარალდება პირიქით ათამაშდება გაიხსენე ბარსას გამოკვეთილი თავდამსხმელი მარტი ვილა ყავს მთლიან სასტავში მის უკან კი კეიტა, ხავი, სესკი, ინიესტა, მესი ყველა ნახევარ მცველებია.

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ფლანგებისთვის ამდენი ნახევარმცველი გვყავს და კიდე ვიდალს აყენებ იქ :lool: :lool:

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Gio Darja

კარგია თუ ასე გიყვარს ორივე სპორტი მე შენ ასაკში მინდოდა ფეხბურთზე შესვლა მაგრამ უკვე გვიანი იყო მანამდე არ მევასებოდა ფეხბურთი პირველად ევრო 96 ვუყურე ისიც ჩეხეთი საფრანგეთს შემდეგ სპორტ ინფო ახალი გამოსული იყო და როცა ვყიდულობდი სულ დელპოს გოლები ეწერა და მეც აქედან შემიყვარდა იუვეც და ალექსაც.

Di Francesco # 1
13 years ago

—————————-ჯიჯი————————-

ლიხა—————ბონუჩი————კიელინი———-დეჩელიე

ვიდალი———-პირლო————-მარკიზიო————-ელია

—————-კვალი————–მირკო——————-

ესაა იუვეს ძირითადი პარმასთან

13 years ago

საბოლოოდ მისტერ იქსი მაინც ჯაკერინი გამოდგა :lool: :lool: :lool:

Alexis.Sanchez
13 years ago

————————ბუფონი——————————————————————————————————-ლიხშტაინერი—–ბონუჩი—–კიელინი—-ციგლერი———————————————————————————————————პირლო———————————————–ვიდალი———–მარკიზიო————————————————————————————————-კრასჩი——————————-ელია——————————————————————————————————–ვუჩინიჩი

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Alexis.Sanchez

კრასიჩს მარცხნივ უშვებ იქ რა ესაქმება მარჯვნივ ისწავლოს კარგად თამაში და მერე მარცხნივ გადავიდეს.

G M
G M
13 years ago

პეპე კიდე კაი რო არ გაუშვეს :chuvak: მაგრად მევასება არვიცი რატო მარა იმენა უსაშინლესად მევასება ეგ მოთამშე : ) მაგარი იგროკია :forza:

mishka berianidze
13 years ago
Reply to  Gio Darja

მე ასე 23-24 წლის მეგონე ისე გავიგე კალათბურთზე დადიხა რომელი უფრო მოგწონს ფეხბურთი თუ კალათბურთი.

| Newsphere by AF themes.
97
0
Would love your thoughts, please comment.x