24 საათი და მაროტას “ჯეკ ბაუერისამებრი მისია ”
ტურინის ” იუვენტუსის” გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას 24 საათი აქვს რათა მისი ყველა გეგმა განახორციელოს, რაც დამერწმუნეთ ამხელა საქმისათვის არც ისე დიდი დროა …
მოდით დავიწყოთ გასხვისებით :
წასვლის პირველ კანდიდატად, მარკო მოტა მოიხსენიება, ეს ” უპირატესობა” მას მარტინესის გუნდიდან წასვლის შემდეგ მიენიჭა, როგორც იცით მარკო “ბიანკონერის” რიგებში გასულ სეზონში მოვიდა და მოდით პირდაპირ ვთქვათ, მაროტას ყველა გეგმა წყალში გადუყარა, მაგრამ ყველასათვის გაურკვეველი მიზეზებით, ჯუზეპემ იგი გამოისყიდა და ახლა მის გაყიდვას ცდილობს, რამდენად მოახერხებს ამას იუვეს გენერალური დირექტორი 24 საათში შევიტყობთ.
მეორე კანდიდატად ამაური მოიხსენიება, იტალო-ბრაზილიელი შარშან ბეპემ პარმაში გაანათხოვრა და საკმაოდ კარგი ნახევარი სეზონიც ჩაატარა, მაგრამ ყველაფერი მისმა ” შეურაცმყოფელმა” კომენტარებმა გააფუჭა, მარათლია მისი გასხვისების ერთადერთი მიზეზი ეს არ არის, მაგრამ ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა “იუვეს” გენერალური დირექტორის ამ გადაწყვეტილებაში, ამაურიმ 11 ნომერიანი მაისური აიღო და იგი საჯაროდ შეარცხვინა, ეს ყველანაირი გადამეტების გარეშე არის ნათქვამი, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ იუვეს ლეგენდის, პაველ ნედვედის სიტყვები ამაურისადმი : შენ თუ გოლების გატანას არ დაიწყებ, მე შენ ამ ნომერს ჩამოგართმევ. – სწორედ ამ სიტყვების მერე თითქოს და გამოფხიზლდა კარვალიო და სამპდორიას კარებში 2 ბურთიც კი შეაგდო, მაგრამ ყველაფერი ისევ აირ – დაირია, ასე რომ რიკარდო კარვალიო დე ოლივეირას მაროტამ საბოლოო განაჩენი გამოუტანა – იგი მას გაყიდის .
მესამე ვინჩენცო იაკინტა, უამრავი ტრავმა სეზონში მინიმუმ 3-4 ტრავმა, ხელს არ აძლევს იტალიელს თავის წარმოსაჩენად, არადა იაკინტა რა კარგ ფორმაშია, როდესაც ტრავმებისგან გაწამებული ლაზარეთს თავს დააღწევს და 2 კვირას მაინც ივარჯიშებს, მაგრამ რად გინდა ერთი თამაში და მას ისევ ტრავმა აქვს, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მაროტამ მისი გაშვება. მინდა შეგახსენოთ, რომ იუვეს მე-9 ნომერი ახლაც ლაზარეთში იმყოფება.
როგორც იცით, ბეპემ ზედმეტ თავის ტკივილის ასაცილებლად გრიგერასთან უბრალოდ კონტრაქტის გაწყვეტით დაასრულა თანამშრომლობა.
ხოლო რაც შეეხება პასკუატოსა და ჯანდონატოს : მაროტა მათ არენდით გაშვებას ეცდება, რათა გუნდში ისინი უფრო გამოცდილები დაბრუნდნენ, ანდაც სულაც გუნდში დატოვებს და რეზერვისთვის შეინახავს.
ძალიან ბევრი იწერება ციგლერის შესაძლო წასვლაზე, მაგრამ მაროტამ იგი ახლა არ აიყვანა თავისუფალი აგენტის სტატუსის სახით ? მის წასვლას ორი ლოგიკური ახსნა აქვს: ან მან ვერ გაამართლა კონტეს მიერ გაწეული ავანსები და იტალიელი სპეციალისტი ამას თვენახევარში მიხვდა, ან მაროტა მისგან ფულის გაკეთებას ცდილობს. აქვე გეტყვით, რომ თურქულ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია – მათი თქმით ციგლერი უკვე ტრაბზონის ფეხბურთელია, ამას ჯერ – ჯერობით არც იტალიური პრესა დაეთანხმა და არც მაროტა. გაიყიდება თუ არა ციგლერი ამას 24 საათში შევიტყობთ.
ასევე ძალიან ბევრი იწერება კიდევ ერთ მცველზე, ლეონარდო ბონუჩიზე. იტალიელი ფეხბურთელი იუვეს გასულ სეზონში შეუერთდა და გუნდთან ერთად არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. თუ გახსოვთ მისი აგენტები გვპირდებოდნენ, რომ ლეონარდო სამაგალითო მცველი იქნებოდა. ახლა ისინი გვპირდებიან, რომ ბონუჩი აუცილებლად ჩადგება კარგ ფორმაში, თავის გასამართლებლად ისინი ერთ წინადადებას იყენებენ : ლეო ხომ მხოლოდ 24 წლისაა და პროგრესირების ეტაპი სულ ახლახანს დაიწყო, მაგრამ მაროტა ამას ყურს არ უგდებს და კონტეს თხოვნით ბონუჩის “ზენიტში” გაშვებას გეგმავს. თავდაპირველად ჯუზეპემ რუსების 8 მილიონიანი წინადადება უარყო იმ იმედით, რომ ისინი უფრო დიდ თანხას შესთავაზებდნენ. ასეც მოხდა ზენიტის მესვეურებმა მაროტას ბონუჩის სანაცვლოდ 13.5 მილიონი ევრო შესთავაზეს, “იუვეს ” გენერალურ დირექტორს პასუხი ჯერ კიდევ არ გაუცია ამ წინადადებაზე…
მოდით, ახლა ” საყიდლებზე ” ვისაუბროთ :
როგორც იცით, ელიას, ესტიგარიბიასა და ჯაკერინის ყიდვით ბეპე მაროტამ მარცხენა ფლანგის პრობლემა გადაჭრა, მას მინიმუმ 1 ტრანსფერის გაკეთება ევალება. – ცენტრალური მცველის ყიდვა. ამ პოზიციაზე სამი კანდიდატი განიხილება : ალექსი, ასტორი და გასტადელო. ტურინის ” იუვენტუსის ” გენერალურმა დირექტორმა აუცილებლად უნდა იყიდოს 1 ცენტრალური მცველი და ჯორჯო კიელინის შეუწყვილოს, მით უმეტეს, რომ მაროტა ბონუჩის გასხვისებას გეგმავს.
ასევე ” იუვეს” ფარფანსაც უკავშირებენ, რაზეც შალკეს წამყვანმა ფეხურთელმა სასიამოვნო კომენტარი გააკეთა და “იუვენტუს” განუცადა, რომ იგი ბიანკონერში დიდი სიამოვნებით ითამაშებდა. ფარფანის მოსვლა კრასიჩს კონკურენციის უნარს გაუღვიძებდა, რაც ძალიან კარგი იქნებოადა მისთვისაც და ჩვენთვისაც, რადგან მილოშს ძირითადში ადგილი გარანტირებული აღარ ექნებოდა და უფრო დიდი შრომის ჩადება დასჭირდებოდა ფორმის აღსადგენად.
ვნახოთ რა გამოუვა ბეპეს ამ “შოპინგიდან” ვის მოიყვანს და როგორ გაამართლებს ის ფეხბურთელი.
არც ალექსი და არც ის 2 არ ჯობია ბონუჩის დამიჯერეთ…
რატომღაც პეპე არ მინდა გაუშვან შეიძლება ძაან მაღალ დონეზე ვერ თამაშობს მარა ზამენისთვის გამოდგება თან ბოლომდე მებრძოლია და გადამწყვეტი ბურთების გატანაც შეუძლია
კიდევ მინ. სამ დიდ შეცდომას უშვებენ:ბონუჩი,ციგლერი და მითუმეტეს პასკუატო არ უნდა გაუშვან,ეს დიდი სისულელე იქნება მაროტას მხრიდან ! …ასე ისევ სანატრელი გაგვიხდება ლიგა,მეოთხეზე ან მეხუთეზე შეიძლება გავიდეთ და თქვან შედეგი არისო,მაგრამ თვალები არავის აქვს ახვეული….მე პირადად პასკუატო ყველა მაგის მოყვანილ მარცხენაფლანგელს მირჩევნია,იმედია არ გაუშვებენ და ჯოვინკოსავით არ დაკარგავენ…..
ავტორ წერტილებს საერთოდ არ ხმარობ :| დამთავრდა ერთი აზრი წერტილი დასვი რა.
ბონუჩი და მოტა რჩება
სტატიის ავტორი რამდენი წლისაა?
მართლა საღოლ მაროტას აუ მაგას მოკლავენ ტურინში რა !!!!!!!!!
გალიანიმ და მაროტამ ერთად ისადილესო, სასაუბრო თემა ბონერა იყოო ტუტტოიუვე წერს :X დედაა ბონერა თუ მოაათრიაა ის ნაგავიი :@.... ....:@.... ....:@.... ....:@.... ....
MeMBeR
არა მგონია ეგენი იხსნებოდეს..
ხარაშო :)
ის ნედვედის სიტყვები ამაურიზე ტყუილი წერია ისე ;)
არა, მართლა უთხრა … სამპდორიასთან მატჩის წინ 5-1 რომ მოვიგეთ მაგრად მახსოვს … გოლის მაგივრად ნედვედის სიტყვებმა გაჭრას ვყვიროდი :) :)
ჩარჩოების მოხსნა მინდა პსაკუატოს და ჯანდონატოს სურათებზე … დავაახლოებდი და გავადიდებდი უფრო
MeMBeR
რა ჩარჩოები ?
აა ეგ ? არა უკეთ ვერ იზავ ამიტომ იყოს ეეგრე ))
მაროტა თუ ბონუჩის გაუშვებს ამ მოკლე ხანებში მაგაზე უკეთესს ვერ მოიყვანს! ვერც ციგლერზე უკეთეს! ეეჰ პასკუატო როგორ მენანება რა
თუკი ვერავის ვერ ვთრეულობთ რატო უნდა გაუშვან ბონუჩი
ციგლერი თუ წავა დე ჩელიეს შემცვლელი ვინ იქნება ვერც ეგ გავიგე და საერთოდ რა უნდათ პასკუატოსგან ტო ვისზე ნაკლებად თამაშობდა ამ ზაფხულს !!! საერთოდ ვერაფერი გავიგე რა ვაფშე რას ცდილობენ ესენი ტო გუნდის დანგრევას თუ აშენებას !!!!!!!
24 საათში ყველაფერი ცნობილი გახდება

იაკინტა, ამაური და მოტა სადაც უნდა იქ წავიდნენ, რეტოს, ბონუჩის და პასკუატოს ხელი რა მაროტაა :S
გიო არ იცი სურათს ჩარჩოები როგორ მოვაცილო ?