ელიას პირველი ინტერვიუ “იუვენტუსში”
ელჯერო ელია ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელის სტატუსით პირველ ინტერვიუს აძლევს. ტურინული კლუბის ოფისში ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა ჰოლანდიელისთვის რამდენიმე შეკითხვის დასმის შანსი ხელიდან არ გაუშვეს…
რას ნიშნავს “იუვენტუსი” შენი და შენი კარიერისთვის?
” შევეცდები მუშაობა გავაგრძელო, ახალ საფეხბურთო სიმაღლეს მივაღწიო და იმედი მაქვს, ეს “იუვენტუსში” მოხდება. ”
რა იცის “იუვენტუსის” შესახებ, რას იტყოდი მის ისტორიაზე?
“ “იუვენტუსის” შესახებ ბევრი რამ ვიცი, ეს პირველი კლუბი იყო ევროპაში, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო. ასევე ვიცი, რომ 29 -ჯერ შეძლო შიდა ჩემპიონატში პირველობის მოპოვება. “იუვე” იტალიის უდიდესი კლუბია. ”
ედგარ დევიდსისა და ედვინ ვან დე სარის შემდეგ პირველი ჰოლანდიელი ხარ “იუვენტუსში”, შენმა წინამორბედებმა ფანებისგან დიდი სიყვარული დაიმსახურეს. გჯერა რომ შენც იმავეს შეძლებ?
” მე უბრალოდ მსურს, საკუთარი შესაძლებლობები ვაჩვენო, მინდა ხალხმა ნახოს, რა შემიძლია. ”
რა ტიპის ფეხბურთელი ხარ? რას შესძენ “იუვენტუსს”?
“ “იუვეს” ცოტა მეტ სისწრაფესა და ტექნიკას შევძენ, შემიძლია ბურთების მოგება და ვიმედოვნებ, გოლების გატანსაც მოვახერხებ. ”
შენი ტექნიკური და საფეხბურთო მახასიათებლები კონტეს სათამაშო სქემისთვის იდეალურია. რას ნიშნავს შენთვის ის, რომ ასე სჭირდები მთავარ მწვრთნელს?
“ ცხადია, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ისეთ გუნდს სჭირდები, როგორიც “იუვენტუსია”, მით უმეტეს, როცა ამ გუნდის დამრიგებელზე ვსაუბრობთ. ”
“ჰამბურგში” ვან ნისტელროის გვერდით მარცხენა ფლანგზე თამაშობდი, რომელ პოზიციას ერგები ყველაზე მეტად?
“ მარცხენა ფლანგს, უდაოდ ასეა. როცა ახალგაზრდა ვიყავი ფორვარდადაც ვასპარეზობდი, მაგრამ შემდეგ მარცხნივ გადავედი და საკუთარი თავი იქ აღმოვაჩინე. ”
2010 წლის სამხრეთ აფრიკის მსოფლიო ჩემპიონატი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა, სწორედ მან მოგცა საშუალება მსოფლიოსათვის გაგეცნო თავი. როგორი გამოცდილება მიიღე აქედან?
“ ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მსოფლიოს სცოდნოდა, ვინაა ელია, ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი პერიოდია. ”
რამდენიმე სიტყვა ფანებს…
” აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, იმედია გულშემატკივრებს გიხარიათ, რომ ტურინში ვარ. ”
საცა კრასიჩს აბრალებდნენ იუვეს ლიდერობას იქ ელია ლიგაზე გაგვიყვანს
ელიააააა მაგარიააააა……. გამიხარდააა….
მაგარი კაცია, ეს დამერწმუნეთ იუვეს ლიდერი გახდეება

აი ეს გოლი არ გამაზოთ ამან გაიტანა სუპერ გოლია
http://www.youtube.com/watch?v=wfKmxONyKMo
Darja
ხო, რეალურად კრასიჩი ელიასთან შედარებით გაცილებით სწორხაზოვანი მოთამაშეა
კრასიჩს დრიბლინგი საუცხოო აქვს, მაგრამ ბევრ ასპექტში ჭედავს…
ელიას უძლიერესი დარტყმა აქვს და ტექნიკაშიც ხოშიანად არის, რომ არაფერი ვთქვათ სისწრაფეზე, პლიუს ამას, კრასიჩთან შედარებით ბევრად უფრო ძლიერია ფიზიკურად
რა ნომერი არის?
ანიელი მოსაკლავი ხარ !!!!!!!
კრასიჩს ტექნიკით აჯობებს ფაქტია ))
აუ ელია მიდი შენ იცი ამ დებილვორდებს დაეხმარე რა აჩვენე კლასი ამ ქლიბებს !!!!!!!!
გავედი მე!!! ნერვები აღარ მაქვს!!!
რატომღაც ეჭვო მეპარება რომ ის ინტერვიუ ამის იყო ))