მაროტა სატრანსფერო პოლიტიკაზე საუბრობს
სერია ა-ს კლუბების შეკრებაზე , ჯუზეპე მაროტამ , ჟურნალისტების მიერ დასმულ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა : ” ჩვენს მიერ განხორციელებული ტრანსფერები ? სიმართლე გითხრათ , ამ ეტაპზე ზუსტად ის დაცვის ხაზი გვყავს , რომელსაც შეუძლია კონკრეტული სეზონისთვის მაღალ დონეზე ასპარეზობა . ვეცადეთ მის კიდევ უფრო გაძლიერებას , მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ფეხბურთელები გაცილებით ძლიერები არიან , ვიდრე ისინი ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს . ვფიქრობ , ნაბიჯ ნაბიჯ , ვამცირებთ სხვაობას ჩვენსა და სერია ა-ს ლიდერებს შორის , ამასთან ერთად მე მჯერა გუნდის და ანტონიო კონტესი ! “ … ( გაგრძელება სრულიადში )
” ციგლერი შესაძლოა გუნდის ერთ ერთი პრობლემა გახდეს ? სისულელეა ! სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ადამიანები განსხვავებულად ფიქრობენ , თუმცა დარმწუნებული ვარ , როდესაც სიტუაცია დაწყნარდება ყველაფერი თავის ადგილას დადგება და პრობლემები გადაიჭრება . რაც შეეხება ამაურის , მას მოქმედი კონტრაქტი აქვს კლუბთან , რომლის მიხედვითაც 3.8 მილიონი ევროს იღებს . ოლიმპიკი 2.5 მილიონს სთავაზობდა , მაგრამ კარვალომ უარი განაცხადა ” .
ტურინელები ბოლო ოთხი წლის მანძილზე , საკმაოდ სოლიდურ თანხებს ხარჯავენ სატრანსფერო ბაზარზე …
” ნაპოლიმ მაგალითად 12 ახალი ფეხბურთელი შეიძინა . ჩვენ კი ახალი კლუბის შესაქმნელად , შესაბამისი კადრები მოვიყვანეთ და მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვეკმაყოფილებინა მწვრთნელის სურვილები . ანტონიო კონტეს , მხარდაჭერის საკმაოდ დიდი კრედიტი აქვს . საუკეთესო შენაძენი ? ვფიქრობ , მასმედიის საშუალებები პირლოს დაასახლებენ , მართლაც რომ ექსტრა კლასის მოთამაშეს . ფორლანი ინტერში ? სხვებზე კომენტარს არ გავაკეთებ , ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება ” .
წყარო : Il Corriere dello Sport
კრასიჩი მევასება მაგრად ! ეგ კაცი ისევ ფორმაში ჩადგება !
მე არ ვარ უკმაყოფილო ამ სასტავით
ისე მაროტა ძაან მაგარი რო არაა ეგეც უნდა ვაღიაროთ არც ისეთი ნიჭიერი ვიღაცაა
არადა ძალიან ძლიერი თავის სფეროში და იმ სახსრებით რასაც კლუბი უყოფს ) დარწმუნდებით მალე )) უაზრო სტერეოტიპებს არ აჰყვეთ ჯობია )
არა დათკა, მაროტა ხო უნდა აკრიტოკონ, აუჩემებიათ და მიდიიიი, გადაუარეს ზედ.
მაროტას როგორ აძაგებთ ბიჭო.
უფასოდ დაითრია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მეპასე და გუნდის გენიოსი.
ვუჩინიჩი 15 მილიონად, რაცა როსი ვუჩინიჩზე ვერაფრით მაღლა ვერაა და 30 მილიონს გვიფასებდნენ, ვიდალი აიღე იაფად, უმაღლესი კლასისაა და ეტყობა, არც ცანცარაა მელოსავით და დინჯი წყნარი და მებრძოლი ფეხბურთელი.
ელიაზე კიდე ატვეჩაი მე ვარ 2010 წლის მსოფლიოან მოყოლებული ვოცნებობ მაგის იუვეში მოყვანას.
ძალიან იაფად სერიოზული შემადგენლობაა იუვეში, გუნდის უკანსვლა მხოლოდ კონტეს ან ტრავმების ბრალი იქნება სხვა არაფრის.
მაგრამ კონტეში 100% ვარ.
George – აი მატრიარელა და კრასიჩი მანაღვლებს მე : ((( ღმერთმა ქნას ის კვალიარელა დაგვიბრუნდეს რაც იყო პირველ ნახევარში. მატრი ასე თუ ისე შეყრის გოლებს.. აი კრასიჩის მანევრები და ცოტა უფრო მეტი ფანტაზია ვნახო მეტი არაფერი მინდა :gvishvele:
კარში:ბუფონი
დაცვა:ლიხში კიელინი ბონუჩი დე ჩელიე
ნახევარდაცვა:კრასიჩი პირლო ვიდალი ელია
თავდასხმა:მატრი ვუჩინიჩი
პლიუს ამათ სკამზე:
დელ
პიერო,მარკიზიო,კვალი,ესტიგარბია,ჯაკერინი,ბარძალი,სორენსენი,პაციენცა,
პეპე,თუ ტრამვებმა დაგვტანჯეს იაკინტა და ამაურიც გვყავს და საერთო ჯამში კონკურენციაც ჯანსაღი იქნება და მთელი სეზონი ვინც უკეთეს ფორმაში იქნება ითამაშებს ანუ ყველა პირობაა სკუდეტოსთვის მთავარია ცოტა იღბალი
იღბალი და გამართლება მართლაც გვინდა ოდნავ და ისე , შეხედეთ რა , ბოლო დროს როდის გყვავდა ასეთი ძლიერი სკამი ? ტრავმებმა არ გაგვიხუროს საქმე და ვიბრძოლებთ ბოლო ტურამდე !
მაგას ვამბობ მეც ისეთი სკამი გვყავს შარშან ძირითადი რო არ გვყავდა ესეთი .მოკლედ პარმასთან ბევრი რამ გამოჩნდება
პარმასთან ნაკლებად
აი სადღაც ოქტომბრის ბოლოსთვის გამოჩნდება გუნდის მიზანი …
ელია მაგარია
ჯერ მაინც ნუ ვიჩქარებთ.. არავინ არ ვიცით ეს ყველა ტრანსფერი სწორი გადაწყვეტილება იყო თუ არა.. აი ერთი ვიცი ზუსტად — ვიდალს ჩემ თავზე ვიღებ რო თავს არ შეირცხვენს
(თუ გინდათ დამიმახსოვრეთ) ლიხშტაინერი ძალიან სტაბილური იქნება.. ვუჩინიჩიც კლასს ანახებს. დანარჩენები ვნახოთ…
პირლოზე არაფერს ვამბობ, ანდრეას არაფერი აქვს დასამტკიცებელი, გენიოსი ფეხბურთელია.
აბა მაგ 4მა თუ გაამართლა, მატრიალერა-ბუფონი-კასიჩი-კიელინი თავს არ შეიცხვენს და მაშინ მოგვიგია სკუდეტო და ეგააა რა

ვუჩინიჩი, ლიხშტაინერი და პირლო სერია A-ში თავს ისე გრძნობენ როგორც თევზი წყალში. ყველა თავის გუნდის ასე თუ ისე ლიდერი იყო. ხოლო ვიდალს ცემ თავზე ვიღებ რო გაამართლებს
სკუდეტო არ ვიცი მაგრამ სამეულზე პრობლემა არ იქნება )))
მე მიყვარს იუვე და ღმერთმა ქნას ვცდებოდე… მაგრამ ძაან არასერიოზულად აკეთებენ ყველაფერს…

ვუჩინიჩი ვაი ვაიიი…
კონტე-ძაკერონი-დელნერი-ფერარა კაით რა ხალხნო…
ბასტოსი არ მინდაო ტიპმა და ელია-ჯაკერინი მოიყვანა
და ბონუჩის უშვებდნენ და პეპეს კიდევ, და ჯაკერინი-ასტორის თანხმდებოდნენ და ბონერას კიდევ
მწვრთნელია საძებნი თოე ყოველ წელს 7-8 ფეხბუთელი გახდება დასამატებელი…
ყველაზე დიდი 15მლ გადავიხადეთ ფეხბურთელში და ესაა ტოპ ტრანსფერი???
George რა პაცინი რა მილიტო ეტო’ო იყო მთელი შეტევა შარშან ინტერის და შენ გგონია 33 წლის ფორლანი კალჩოში რამეს იზამს ? ამაურისთან კლუბი რანაირად გაწყვეტდა კონტრაქტს , აი დაფიქრდი ეხლა რას იძახი ოლიმპიკმა შესთავაზა იუვეს გარკვეული თანხა და თანახმა იყო და ამაურიმ ატკაზი დაარტყა არ წავალო იმიტომ რომ 2.5 მილიონს აძლევდნენ .ასეთ შემთხვევაში კლუბი ვერაფერს იზამს . ორ მხირივი შეთანხმების საფუძველზე შეიძლება კონტრაქტის გაწყვეტა და არა მარტო ერთი მხრიდან . ეგრე იუვენტუსი ნახევარ გუნდს გაყრიდა . კაცი იღებს 3.8 მილიონს წელიწადში არაფრისთვის და სუფთა ადამიანური კუთხით რომ შეხედო რატო იტყვის უარს ? აუ აუ ძაან სუბიექტური ხარ ) მაგასაც ვნახავთ… Read more »
აუ ახალი სტადიონის გახსნის ნახვა მინდა მაგრად რა ნელა გადის დრო ფუუუუუუუუ
ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს რა გინდათ ვერ გავიგე
ის მინდა დათკა რომ ამაურისთვის კონტრაქტი უნდა გაეწყვიტა, დეკემბერში თავისუფალი აგენტი ხდება და 3.8მლ წავიდა დიხას… ასევე ზედმეტი ტვირთია გროსო, იაკინტა და მოტა…
ინტერი დასუსტდაო იძახით და ფორლანი-ზარატე-პაცინი-მილიტო ნაკლებია???
ან მილანი კიდევ???
ერთი უპირატესობა გვაქვს და გვიტოლებს შანს ის, რომ ევო ტურნიზე არ გამოვდივათ და მატო ჩემპიონატი გვაქვს მოსაგები…
მოკლედ აგერ დაიწყება სეზონი და ვნახავთ იანვარში და 10 ტურით ადრე უკვე ლიგის საგზური სანატელი გაგვიხდება!!!
ე ბიჭო რას იწყევლები და ითარსები ბებერი ქალივით, სანატრელი გაუხდეს მილანს და ინტერს, ჩვენ რა გვაქ სამაგისო, ორივეზე ბევრად ძლიერები ვართ შემადგენლობით.
მაგარი კაცია პროფესიონალ
თვითონაც ძაან კარგად იცის რო მთლად კარგად არ წავიდა საქმე უბრალოდ თავს იმშვიდებს ამ ლაპარაკით და ხალხს ასიაფანდებს !
ისე რაც არ უნდა იყოს იუვეს წარმატებას ვუსურვებ ამ სასტავით
აბა ეგაა ეხლა ჩემი მომტყუებელიი? მაგაზე მეტი ვიცი იუვენტუსის შესახებ, ეგ შაშან მოთრეული, მე 2001 წლიდან 10წელია იუვეს ერთგული ვარ და ეს მასწავლის ეხლა სად სჭირდება გუნდს გაძლიერება და რა პოლიტიკაა გასატარებელი???

ვაი მანამ არ გაუტყდეს მაგას მაგ სათვალე, სანამ მაგი მე დამეწევა იუვეს ერთგულებასა და სიყვარულში…
შენ რო მაროტაზე უკეთ არ იცი გუნდს რა ჭირდება ეგ შენც იცი ეხლა შეც თავს იმშვიდებ.
არც ინტერი დასუსტებულა და მილანიც უფრო გაძლიერდა…
ასე რომ პროგრამა მინიმუმი, კარგი ლამაზი ფეხბურთი და ლიგის საგზურია…
მითუმეეს კონტეს ხელში…
ჩვენ სანამ ლიპის დონის მწვრთნელს არ მოვიყვანთ, მანამდე ისევე დაუპლები ვიქნებით, როგოც დელპოსკე რომ გაუშვეს 2003-ში ჩვენთან მაცხის მე2 დღეს და მას მერე რეალს რომ არაფერი ეშველა…
თავს იმართლებს
ყოჩაღ მაროტა ბონუჩი რო არ გაუშვი! რაც შეეხება აკვილანის უნდა მოეყვანა მესამე სისოკო არ იყო გასაშვები და მე-4 მელო არ იყო გასაშვები პასკუატოც არ უნდა გაენათხოვრებინათ და არც ჯანდონატოც.
და კიდე საღოლ რო ამაური არ გაუშვი… ეგ კაცი იტყვის თავის საქმეს
ვეცადეთ მის კიდევ უფრო გაძლიერებას , მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ფეხბურთელები გაცილებით ძლიერები არიან , ვიდრე ისინი ვისთანაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს…
მაროა თუ არ გრცხვენია შე აფერისტო!!!
ალექსი-ალვეში-ლუგანო ამათ ეჩალიჩებოდი და
ბონუჩი-ბარძალი-ციგლერი-დეჩელიეა ამათზე უკეთესი???
ხახახააა… რეებს არ იტყვის ხოლმე ეს აფერისტი კაცი რა!!!
ლიჭბი თავი გაიმართლოს და…
juventino4ever
სტატიაში რო შეხვალ ბოლოდან მეორე იკონკა არის დამატებითი ფუნქციების დამატება და იმას უნდა მიაკლიკო და ჩამოვა ერტი ხაზი და ვიდეოს ლენტაა და ის უნდა გახსნა და ლინკი ჩააგდო
მილანიც, ინტერიც და იუვეც საკმაოდ გაძლიერდა……. გალიანიმ არავის ვიყიდითო და ბოლო წამდებზე ნოჩერინო იყიდა, მგონი არ არი ურიგო.. ასევე ინტერმა ფორლანი და სარატე იყიდა, იუვემაც საკმაოდ ძლიერი სასტავი ააწყო.. წინ მაგარი სეზონი გველის..
წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვოცნებობ რო მილანი-ინტერი იყოს ფინალი და მილანმა გაიმარჯვოს….
“ვოცნებობ” სწორად არის ნათქვამი ;) :D
ინტერი გაძლიერდა??? რაღაც არამგონია.. ეტოს გაშვება ნებისმიერ შემთხვევაში უკან გადადგმული ნაბიჯია. მითუმეტეს ფრლანი ნელ ნელა უკლებს, ხოლო სარატე არასტაბილურია.
უეჭველი ხარ.
ახლა მაინც დაიჯერეთ რო ვიძახოდი ბონუჩი ყველას ჯობია ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქთქვა, რა დროს ბრუნო ალვეშია
აშკარაა რომ მართლა აპირებდნენ ძაან დიდი ფულის გადახდას მაგარ იგროკში მაგრამ მეორეა იანვრისთვის თუ შეხედეს რომ გუნდი სკუდეტოსთვის ირაჩება უეჭველი დაიმატებენ ვარსკვლავს რომელსაც ნახევარი წელი გუნდთანაც შეათამაშებენ და მერეც ჩემპიონთა ლიგაზე მაგრად გამოგვადგება… აბა წარმოიდგინეთ არ გერჩივნათ სუარესისთვის ზამთარში გვქონოდა ფული ვიდრე ძეკოსთვის ზაფხულში? მე პირადად ვფიქრობ რომ ესენი თუ ბევრ ფულს გადაიხდიან ვინმეში ის ვინმე იქნება ერთ-ერთი საუკეთესო დღევანდელ ფეხბურთში და უეჭველი გაქაჩავს იტალიაში და იუვეში… აგეროზე ბევრი გულდაწყვეტილია მაგრამ ესპანეთიდან მოსული არავის რომ არ გაუქაჩია იუვეში ეგ სტატისტიკაა რომელიც 96%ით მართლდება როდესაც 45 მილიონს ფეხბურთელში იხდი იქ სტატისტიკაც და ყველაფერიც შენს მხარეს უნდა იყოს განსაკუთრებით იუვეს შემთხვევაში როცა… Read more »
ძალიან კრგი ტრანსფერები განახორციელა მაროტამ. ტოპ კლასია, პირლო რომელზე უკეთეს ვარსკვლავსაც ამ პოზიციაზე წელს ვერ მოიყვანა. ტოპ კლასია, ვიდალიც რომელიც ბავარიას აახია მაროტამ და ტოპ კლასია ელიაც. ლიხშტაინერი ერთერთი საუკეთესო მცველია სერია
ა-ში და ბოლოს ტოპ კლასია ვუჩინიჩი. აბა გაბერილი ფასები ედოთ როსისაც და იმ ფულის მონა აგუეროსაც.
შენი არ ვიცი და ჩემი აზრით საჩემპიონო გუნდია , ანუ გუნდი რომელსაც კარგი სკამი აქვს , გრძელი რაც მთავარია და შეუძლია ბოლომდე ბრძოლა
ტრავმებმა თუ არ გაგვაწამეს კი :)
დათკა ბრატ სიახლეს ვიდეო როგორ დავუმატო ხო ვერ მეტყვი?
Fეის პალმი გაააძროოო
სატრანსფერო სეზონის ბოლოს გაურკვეველი დარჩა ვინაა ის ტოპკლასი რომელშიც დიდი ფულის ჩადებას აპირებდნენ
სიმართლკეს თვალებში შევხედოთ და ვაღიაროთ საჩემპიონო გუნდი (თუ მილანმა არ ჩაისვარა რატომღაც) არ გვყავს
და მესამე რა თანხებიც დაიდო ელია 10 მლ.ვიდალი 10 მლ. ვუჩინიჩი 15 მლ. არ შეიძლებოდა ან ამათგან არ მოგვეყვანა რომელიმე ან ამის გარეშეც რომელიმე დიდი იგროკი გვეყიდა
ეს გაუთავებელი არენდები რა ჯანდაბაა
თავისი საქმის მაგარი მცოდნეეეეეეე
ბრავო მაროტა
