ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ფენერბახჩე” “იუვენტუსს” დაუკავშირდა

სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, მაგრამ არა თურქეთში. ჩვენს მეზობლებს ფეხბურთელების შეძენა 5 სექტემბრამდე შეეძლებათ. აპენინებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ფენერბახჩეს” სულ რამდენიმე დღე აშორებს “იუვენტუსის” ახალწვეულის რეტო ციგლერის გადმობირებას. 2.5 მილიონ ევროიანი შეთავაზება უკვე გაკეთებულია, შვეიცარიელის გაშვების წინააღმდეგი, როგორც ჩანს, არც “იუვეა”, თუმცა ბოლო სიტყვა მაინც ციგლერს ეკუთვნის. 25 წლის მცველის გასხვისების შემთხვევაში, ალტერნატივად კონტეს პაოლო დე ჩელიესა და ფაბიო გროსოს გამოყენება მოუწევს, თუმცა ეს უკანასკნელი წინასასეზონო მზადებისას ძირითად გუნდთან ერთად არც კი ვარჯიშობდა.

წყარო: football italia

25 thoughts on ““ფენერბახჩე” “იუვენტუსს” დაუკავშირდა

  1. iსე შეიძლება ვიდალი ჩაწიოს მარცხნივ თუ დაჭირდება ან ესტიგარიბია რომელსაც დაცვაშიც შეუძლია თამაში თუნდაც კიელინის გაწევა შეუძლია მარცხნივ და პეპეს დაყენებაც ასე რომ მარტოდეჩელიეს იმედზე მართლა არ ვრჩებით თუ ციგლერი წავიდა…

  2. იტალიელი როა იმ პონტში უნდა ითამაშოს ინვალიდმა დე ჩელიემ ? ტიპმა ელემენტარული ჩაწოდება არ იცის, ციგლერი კიდევ ჯარიმებს ურტყამს :blin: დაიმტვრევა ისეთი ავადმყოფია და ნახოს მერე კონტემ გროსო :@

  3. რატო მოიყვანეს თუ უშვებდნენ? არა,რა, ვერ გავიგე… დეჩელიე დაიმტვრევა წელსაც და დამთავრდება მარცხენა ფლანგი…

  4. ვიკიპრდიაზე უკვე 6 ნომერი მიცეს, მემგონი გადაწყვეთილი ამბავია, ახლა იმის იმედზე უნდა ვიყოთ რო დეჩელიემ ტრამვა არ მიიღეს თუ არა გროსოს იმედზე ჩემი მტერი იყოს.
    ისე რატომღაც მგონია რო კონტე ისეთ ვინმეს დააყენებს მარცხენა მცველად რო ყველას გაგაკვირვებთ

    1. დე ჩელიე მიდრეკილია ტრამვებისკენ, გროსო ვეღარ ქაჩავას, გაკვირვებით შეიძლება ვიდალი ათამაშოს ფლანგზე… რა უნდა კონტეს ვერ გავიგე რა..

  5. ფენერბახჩეს რო შეთავაზონ გროსო და იქეთ მივცეთ ეს 2.5 მილიონი კაი იქნებოდა.
    მე მაგრად მომწონდა გროსო მარა შარშან საშინლად ითამაშა და მაგის ნდობა უკვე აღარ შეიძლება

  6. ფუ გროსოს იმედზე რომ დარჩება გუნდი იმას სკუდეტო კი არა ინტერტოტოს თასი უნდა ენატრებოდეს :blin: ვერ ხვდები რა იდიოტური მოქცევაა ფეხბურთელისადმი :down:

  7. ეე რა პონტში უნდა გაყიდონ ჯერ დააკვირდენ და რო რამე ზამთარში გაყიდონ.. ჭორი მგონია რატომღაც მე ეს ინფორმაცია თორე დეჩელიე გროსოს იმედზე ვერ გავჩერდებით!!შარშანდელ სეზონს თუ გადავხედავთ მაგ პონტში რააა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.