ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

ტურინის “იუვენტუსის” ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები მეგობრული თუ ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებიან.

ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო სკუადრა აძურასთან ერთად იმყოფებიან და ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადებიან, რომელიც დღეს თბილისის დროით 22:45 სთ-ზე ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გაიმართება.

ბიანკონერების ახალწვეული, ელჯერო ელია ასევე ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რომელიც თბილისის დროით 22:30 სთ-ზე გაიმართება სან მარინოს წინააღმდეგ.

მილოშ კრასიჩის სერბეთი დღეს სტუმრად ჩრდ.ირლანდიის გუნდს გაეჯიბრება, მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დანიშნული, თუმცა ტურინში მიღებული ტრავმის გამო სერბებს გარემარბი ვერ დაეხმარებათ.

არტურო ვიდალი ჩილეს ეროვნულ გუნდთან ერთად მეგობრული შეხვედრისთვის ემზადება.მატჩი თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და სამხრეთ ამერიკელები ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მარსელო ესტიგარიბიას პარაგვაის ნაკრები დღეს პანამას ნაკრებს გაეჯიბრება, 6 სექტემბერს კი ჰონდურასის წინააღმდეგ მოუწევს ასპარეზობა.პანამასთან შეხვედრა დღეს 18:00 სთ-ზე დაიწყება.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

დღეს მეთევზეებს ცუდი დღე ელით :D

Di Francesco # 1
13 years ago

შვეიცარიას ბულგარეთთან აქ 6-ში, მანამდე არააქვთ თამაში, არც ამხანაგური

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x