აგენტი : ” როდოლფოს იუვენტუსში სურდა ასპარეზობა ”
სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ჯუზეპე მაროტა ყველანაირად ცდილობდა ცენტრალური მცველის დამატებას , თუმცა საბოლოო ჯამში , გუნდმა ფსონი იმ ფეხბურთელებზე გააკეთა , ვინც უკვე ირიცხებოდა იუვენტუსის რიგებში . მიუხედავად ამისა , აგვისტოს ბოლო დღეებში , ბიანკონერის რეალური შანსი ჰქონდა , გაეფორმებინა ” სან პაოლოს ” ბრაზილიელი მცველი როდოლფო , რომელთანაც იტალიურ კლუბს უკვე ჰქონდა მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება , მაგრამ პრობლემა უშუალოდ სამხრეთ ამერიკულმა კლუბმა შექმნა . ” სან პაოლომ ” უარი განაცხადა მაროტას წინადადებაზე , რომელიც შეადგენდა 8 მილიონ ევროს : ” ჩვენ უკვე აბსოლიტურად ყველა დეტალი გვქონდა შეთანხმებული იუვენტუსთან , ჩემი კლიენტის პირად კონტრაქტზე . როდოლფოს მართლაც სურდა , კარიერის ბებერ ქალბატონში გაგრძელება და ყოველი ჩვენთაგანი უზომოდ გახარებული იყო ამ ბოძებული შანსით , მაგრამ ” სან პაოლო ” – მ არ ისურვა მასთან განშორება და შედეგად ტრანსფერიც დაბლოკა . ნებისმიერ შემთხვევაში , მაქსიმალურად ვეცდებით , რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ჩემმა კლიენტმა კარიერა ტურინში განაგრძოს “ .
mesim gushin kidev ver gaitana?

ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ცალსახად უნდა ვიაქტიუროთ, რომ ერთი მაინც ტოპ-მცველი დავიმატოთ,უკეთეს შემთხვევაში-2;

უბრალოდ იმედი მაქვს რომ დაცვას პრობლემები არ შეექმნება.. მითუმეტეს ყველაზე პრობლემატური მარჯვენა ფლანგი მვაგვარეთ. ასევე მარცხენაც, დე ჩელიეს შარშან თითქმის არ უთამაშია, წელს კი ახალი ენერგიებით დაგვიბრუნდა
ზუსტად ზამთარში დაგვჭირდება გაძლიერება თუ ვიბრძოლებთ სკუდეტოსთვის და იმედია რუდოლფოს ნაცვლად დედეს დაინახავენ ვასკოში
იმედია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ გახდება საჭირო მცველის დამატება )))