ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი : “უკეთესად უნდა გვეთამაშა”

ჯორჯო კიელინი ფარერის კუნძულების მინიმალური ანგარიშით დამარცხებით არცთუ კმაყოფილი ჩანს და ნაკრების წევრებს მოუწოდებს, მეტად ყურადღებით იყვნენ : “მეორე გოლი აუცილებლად უნდა გაგვეტანა, მეტოქემ მშვენიერი მომეტები შექმნა და საბედნიეროდ, ვერ გამოიყენა.ნებისმიერ შემთხვევაში, სამმა ქულამ ფაქტიურად გაგვინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, იმედი მაქვს ამ მოვლენას სამშაბათს ფლორენციაში ავღნიშნავთ.”

“გუნდი ოდნავ მოდუნებული მომეჩვენა, უფრო მეტად ერთიანობა ალბათ საჭიროა.პირადად მე არ დავღლილვარ და არ ვფიქრობ, რომ ეროვნული ჩემპიონატის არ დაწყებამ ჩვენს თამაშზე რაიმე ზემოქმედება მოახდინა.საქმე ფსიქოლოგიაშია, პირველი გატანილი გოლის შემდეგ თავი გამარჯვებულად ჩავთვალეთ და ოდნავ მოვეშვით.კასანო გოლით ბედნიერია, მოხარული ვარ რომ სამი ქულა ავიღეთ, მაგრამ ჩვენგან უკეთეს თამაშს ითხოვენ.”

იტალიის ეროვნულ ნაკრებს ევრო 2012 შესარჩევ ციკლში საუკეთესო დაცვა ჰყავს, გუნდმა 7 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა : “მატჩის წინ ვხუმრობდით, როცა ხალხი რეკორდებზე იწყებს საუბარს, აუცილებლად გავუშვებთ.”

სკუადრა აძურამ ევროპის ჩემპიონატზე ადგილი ფაქტიურად გაინაღდა, მითუმეტეს სლოვენიამ და ჩრდილოეთ ირლანდიამ სახლში წააგეს.იტალიელები C ჯგუფის უპირობო ლიდერები არიან : “შედეგები არაფერს ცვლის, ჩვენ გამარჯვება გვსურს და გვინდა წარმატება გულშემატკივართან ერთად ფლორენციაში ავღნიშნოთ.სლოვენიას კარგად ვიცნობთ, მათთან მარტში თამაში გვქონდა, სახიფათო გუნდია.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x