“ცუდი ბიჭები”
ბევრი ფეხბურთელია ისეთი რომელიც ცუდი ხასიათით, ხისტი თამაშით და ჩხუბით გამოირჩევა თანაგუნდელებისგან. სრულიადში გთავაზობთ იტალიური ფეხბურთის ე.წ. “ცუდი ბიჭების” ათეულს, რომელიც იტალიურმა გამომცემლობამ გაავრცელა. თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო პროვოკატორი მარკო მატერაცი ამ ათეულში მხოლოდ მეხუთე ადგილს იკავებს. ვინ არიან პირველ ხუთეულში, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. ათეულში არის ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი 5 ფეხბურთელი…
10. ჯორჯო კანალია
თავის დროზე კანალია რომში პაპზე უფრო პოპულარული ადამიანი იყო. თუ პაპს გაზეთები მხოლოდ მესამე გვერდს უთმობდნენ, კანალიას პოპულარული გამოცემების პირველ გვერდზე ადგილი გარანტირებული ჰქონდა. ჯორჯო “ლაციოში” 1969-დან 1976 წლამდე თამაშობდა და 98 გოლი გაიტანა. კანალიას წყალობით “ლაციომ” 1974 წელს სკუდეტოც მოიგო. ეს ფეხბურთელი, კარგი თამაშის გარდა, ჭირვეული ხასიათითაც გამოირჩეოდა. სწორედ ამის გამო არ აეწყო მისი კარიერა იტალიის ნაკრებში. მსოფლიო ჩემპიონატზე, იტალია-ჰაიტის მატჩში, “სკუადრა აძურას” თავკაცმა კანალია შეცვალა. განრისხებულმა ფეხბურთელმა ჯერ მწვრთნელს დაარტყა, შემდეგ კი გასახდელში დიდი აურზაური მოაწყო. კანალიამ იტალიის ნაკრებში სულ 14 მატჩი გამართა. ჯორჯო კარიერას ამთავრებდა ამერიკულ “კოსმოსში”, სადაც პელესთან წაჩხუბება მოახერხა.
9.კრისტიან ვიერი
საუკუნეების მიჯნაზე მსოფლიოში ვიერიზე ძლიერი ცენტრფორვარდი შეიძლება არც არსებობდა. 2004 წლის ევროპის პირველობის შემდეგ კრისტიანის საფეხბურთო ვარსკვლავი ჩაესვენა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მედიასთან. ერთხელ “ბობომ” ჟურნალისტებს უთხრა: “მე უფრო მაგარი კაცი ვარ, ვიდრე თქვენ, ყველანი ერთად”. “ინტერში” თამაშისას კლუბის მესვეურებთან ჰქონდა კონფლიქტი და გატანილ გოლებს არ აღნიშნავდა. კრისტიანი ცნობილი მექალთანეც იყო. როგორც ამბობენ, მას თითქმის ყველა ცნობილ და პოპულარულ იტალიელ მანდილოსანთან ჰქონდა რომანი. მისი საყვარლებიდან მხოლოდ ელისაბედ კანალისისა და მელისია სატას დასახელებაც კმარა.
8.ფრანჩესკო ფლაკი
უნიჭიერესი ფორვარდი, რომელმაც საკუთარი კარიერა დაანგრია. ფლაკის უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ თავს ვერ მოერია. ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო აზარტული თამაშების სიყვარულისთვის, შემდეგ კი კოკაინის გამო ორწლიან დისკვალიფიკაციას გამოჰკრა ხელი. 2009 წელს ფეხბურთს დაუბრუნდა და დეკემბერში კოკაინზე კიდევ ერთხელ გამოიჭირეს. მას 12-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც კარიერის დასრულებას ნიშნავდა.
7.პასკუალე ბრუნო
კლაუდიო ჯენტილეს შემდეგ ბრუნო ერთ-ერთ ყველაზე ხისტ მცველად ითვლებოდა. სათამაშო სტილის გამო მეტსახელად “ცხოველი” შეარქვეს. “იუვენტუსის”, “ტორინოსა” და “ლეჩეს” ყოფილი ფეხბურთელი ერთხელ მსაჯის ცემისთვის იყო დისკვალიფიცირებული. იმ დროს, როცა პასკუალე მინდორზე მსაჯს ცემდა, თანაგუნდელებმა მისი დაშოშმინება სცადეს და… მსაჯთან ერთად გაილახნენ. იტალიიდან ბრუნო შოტლანდიაში გადაბარგდა და იქ ნამდვილ საკულტო ფიგურად იქცა. ბრუნო კარიერის დასრულების შემდეგაც იქცევდა ყურადღებას. არც ისე დიდი ხნის წინ მან იბრაჰიმოვიჩის შესახებ თქვა: “ნეტავ ახლა ვთამაშობდე, მაგ თქვენს ზლატანს ჭკუას ვასწავლიდი”.
6.ომარ სივორი
სივორი მხოლოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი როდია. 1961 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული სივორი უჟმური ხასიათით გამოირჩეოდა. “იუვენტუსში” გატარებული შვიდი წლის განმავლობაში სივორი ათჯერ გააძევეს მინდვრიდან. სამოციანი წლების მარადონად წოდებულმა სივორიმ 1965 წელს მწვრთნელთან ჩხუბის გამო დატოვა ტურინის “იუვენტუსი”.
5.მარკო მატერაცი
თანამედროვე ფეხბურთის მთავარი პროვოკატორი. ყველას კარგად ახსოვს “მატრიცას” გამოხდომები. მისი “დამსახურებაა”, რომ ზიდანის საფეხბურთო კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიღებული წითელი ბარათით დასრულდა.
4.მარიო ბალოტელი
ის მხოლოდ 20 წლისაა და თითქმის მთელი საფეხბურთო სამყარო გადაიმტერა. განელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებულმა ჭირვეული ხასიათის გამო ვერც “ინტერში” მოიკიდა ფეხი და ალბათ “სიტის” დატოვებაც მოუწევს. ბალოტელის გამონათქვამები მუდამ ხდება მედიის განსჯის საგანი. “კრიშტიანუ რონალდუ? ადამიანი, რომლისაც არ მესმის”, – ასე მოიხსენია პორტუგალიელი ბალოტელიმ. როდესაც მარიო ინგლისში ჩავიდა, “არსენალის” ახალგაზრდა ფეხბურთელ ჯეკ უილშირზე მთელი ბრიტანეთი აღტაცებით ლაპარაკობდა, ბალოტელიმ კი თქვა: “ვინ უილშირი? ასეთი ფეხბურთელიც არებობს?”
3.პაულო დი კანიო
ერთ-ერთი საუკეთესო იტალიელი ფეხბურთელი, რომელიც იტალიის საზღვრებს მიღმა თამაშობდა. მისი სანაკრებო კარიერა კი ჭირვეული ხასიათის გამო არ აეწყო. პაულო “იუვენტუსმა” მას შემდეგ გაყიდა, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელმა მწვრთნელ ჯოვანი ტრაპატონისთან იჩხუბა. იტალიიდან დი კანიომ ინგლისს მიაშურა და იქ ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. “შეფილდისა” და “არსენალის” მატჩში მსაჯმა პოლ ალკოკმა ის მინდვრიდან გააძევა. დი კანიომ ვერ მოითმინა და მსაჯი მინდორზევე გალახა. “ვესტ ჰემში” დი კანიო ნამდვილ ლეგენდად ჩამოყალიბდა. საფეხბურთო კარიერას პაულო იტალიაში, კერძოდ, “ლაციოში” ამთავრებდა და აქაც გამოიჩინა თავი, როდესაც გულშემატკივრებს ფაშისტური ჟესტიკულაცით მიესალმა.
2.კლაუდიო ჯენტილე
ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხისტი მცველი. 1982 წლის მუნდიალზე თამაშისას მან ჯერ მარადონას შემოახია მაისური, შემდეგ – ზიკოს. ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, მარიო კემპესმა ჯენტილეს შესახებ თქვა: “ფორვარდი საპირფარეშოშიც რომ წავიდეს, ჯენტილე მას ბოლომდე მიჰყვება”. “იუვენტუსთან” ერთად ჯენტილემ ექვსჯერ მოიგო სკუდეტო და ტურინული კლუბის კერპად იქცა. არსებობს ერთი ლეგენდა: როდესაც კევინ კიგანს ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულით აჯილდოებდნენ და ბრიტანელი “ოქროს ბურთის” მისაღებად მიდიოდა, ჯენტილემ ჩასჩურჩულა: “ჩემს წინააღმდეგ რომ გეთამაშა, შენ ვერც ერთ ტიტულს ვერ მოიგებდი”.
1.ანტონიო კასანო
ამ ერთგვარ რეიტინგში პირველობას არავის უთმობს ანტონიო კასანო. 1982 წელს იტალიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გერმანიის ნაკრები დაამარცხა, მეორე დღეს კი სამყაროს ანტონიო მოევლინა. 17 წლის ასაკში ის უკვე ვარსკვლავი იყო, თუმცა საშინელი ხასიათის გამო კარიერა ვერ აეწყო. არც ისე დიდი ხნის წინ ანტონიომ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი “ყველაფერს გეტყვით”, რომელშიც აღიარებს, რომ თითქმის ყველა მწვრთნელი, რომელთანაც უმუშავია, ნაგინები ყავს. წიგნში კასანომ ისიც გაგვიმხილა, რომ 25 წლის ასაკში უკვე 600 ქალი ჰყავდა “გასინჯული”. სწორედ ამის გამო არ აეწყო მისი კარიერა “რეალში”. “სამეფო კლუბის” მესვეურებისთვის ცნობილი გახდა, რომ ყოველი თამაშის წინ სასტუმროში კასანოს ახალგაზრდა გოგონები აკითხავდნენ. 2010 წლის მუნდიალზე კი ანტონიო მხოლოდ იმის გამო ვერ გაემგზავრა, რომ ღამის ბარში მარჩელო ლიპის ვაჟი დავიდი უმოწყალოდ ცემა. ანტონიოს დასახასიათებლად ერთი ეპიზოდი კმარა: საკუთარ სოფელში მან მოპედი მოიპარა. და ეს მოხდა მას შემდეგ, რაც “რომასთან” მარავალმილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.
ნახეთ აქედან როგორ აკოპირებენ სტატიებს
კასანო ცუდი ბიჭი არაა, კაი ბიჭია

ყველა ათივე ღადაობაა მაგრამ ფლაკიიიიიიიიი – ცხრაჯერ დაიჭირეს კოკაინზე და როგორც კი მეცხრე სროკი მოიშორა ერც აცია არც აცხელა და ეგრევე გაიჭხირა

დი კანიო მაგრად მევასებოდა, მაგან რაც გააკეთა ფეაარ პლეის თვალსაზრისით, ვერავინ ვერ გააკეთებდა, ცარიელ კარში ბურთი არ გაიტანა, ხელში დაიჭირა, რადგან მეკარე ცუდად იყო და ძირს ეგდო
ეგ ეპიზოდი დრეში ცხრაჯერ უნდა აჩვენო მაგ საქციელით ჩემთვის ყველა დანაშაული გამოისყიდა დი კანიომ…
ედგარ დევიდსი მეგონა რო იქნებოდაა. აბა პიტბული ტყვილა შეარქვეს
მატერაცი
პირველზე ბრუნო უნდა ყოფილიყო-ერთად აღებულ დანარჩენ ცხრას შეჭამდა ისეთი მოზვერი იყო მასტი

ისე კი ამ სიაში ერიკ კანტონა რომ არ არის-გასაკვირია……
ერთხელ ედგარი შუქნიშანზე იყო გაჩერებული თავისი პორშეთი და ვიგაც ტიპებმა გონკაობა შესთავაზეს ნაგლურად,ედგარი გადმოვიდა და (მთავარი გმირი)ისე სცემა მთელი ქუჩა გაოგნებული უყურებდა

ბალოტელიმ კი თქვა: “ვინ უილშირი? ასეთი ფეხბურთელიც არებობს?”
ედგარი მჩეხავიც იყო,მწვრთნელებსაც აგინებდა(ურტყამდა)..ბარში შედიოდა და (მაგარ)ბიჭებსაც სცემდა…

დავიდსის მწვრთნელებთან სერიოზული “თლახი” არავის გაუგია
დავიდსი ამპლუით იყო მჩეხავი : D რამდენადაც გავიგე აქ სხვა დამსახურებებით მოხვდა სასტავი
ნუ ჟურნალისტებს რას გაუგებ , ნამეტანი უცნაურ 10-ეულებს ქმნიან ხოლმე :
დავიდსი ხისტი ფეხბურთელი კი იყო მაგრამ მწვრთნელებთან არ ჩხუბობდა, ეს ათეული კი ხისტი ფეხბურთელების ათეული კი არ არის, არამედ ხისტი ხასიათის, პროვოკატორების, “ჩხუბისთავების” და ასეთი ფეხბურთელების ათეულია
ფრანჩესკო ფლაკი ამას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდხანს უთამაშია
aq davidsi rato arari ra materaci ra gatuzo gadaobt ?? rumineli kontram ilanshji ro iyo magan mochexa ertxel davidsi da daemuqra shen ise mogchexav pexburts dtavs daanebebo da gadavida sxva gundshi mere is :D
ყველაზე მეტი ცუდი ბიჭი გატუზო არის და რატო არაა აქ
ათეულში ვერ მოხვდა
გატუზომ ლიპის რაც უქნა მწვრთნელს იმის მერე ათეულში პირველი ადგილი უნდა ეკაოს
იბრაც მაგარი (ცენზურა)შეიყვანეთ აუვილებლად
იბრა, კასანო, გატუზო, მელო, და პეპე (რეალში როა მცველი) ყველანი ცუდი ბიჭები არიან ტოტისაც ბევრი ცუდი აქვს გაკეთებული
კასანო საგიჟეთშია წასაყვანი ეგ ვიღაცა მაგრად უბერავს.

ბალოტელის კიდე სანამ ვინმე არ აუკაპოტებს იქამდე არ მოისვენებს.
მატერაცი ყოველ სიტყვაზე საცემია
ფრანჩესკო ტოტი სადააა ის ერთ ერთი დეგენერატთაგანია.
ვეინ რონი ამ ბოლო დროს კი გამოსწორდა მაგრამ მაგასაც ბევრი დამპლობა აქ გაკეთებული და გატუზოსაც
კასანომ 600 ქალი მყავს გასინჯულიო?? და რომელი იყო უფრო გემრიელი??
მატერაცის ფინალში რაც ქნა მაგიტო ვპატიობ კარიერულ ცოდვებს
ანტონიო კასანო მაგარი კაციააააა
მე პირადად მარკო მატერაცის დიდ მადლობას ვუხდი რაც გააკეთა იმის გამო

ოო მაგარი რამე გააკეთა..