ჯიაკერინი : “4-2-4 სქემაში მეტი მომენტი შემექმნება”
მიმდინარე თვეები ემანუელე ჯიაკერინისთვის მართლაც დაუვიწყარი იქნება.11 ივნისს ფეხბურთელი დაქორწინდა, გახდა “იუვენტუსის” წევრი და შეეძინა შვილი.ემოციებით დატვირთული იტალიელი Filo Diretto – თან საკმაოდ საინტერესო თემებზე საუბრობს…
როგორც სჩანს, ნახევარმცველი ახალ გუნდს უკვე მიეჩვნია.თბილი დახვედრის გამო ემანუელე მოხარულია : “კარგად შემხვდნენ, ამან განსაკუთრებით კარგი ემოციებით დამტვირთა.მოვხვდი ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, რომელშიც საოცარი ფეხბურთელები თამაშობენ, საკუთარი თავი მათ შორის მალე აღმოვაჩინე.”
“იუვენტუსში” თამაში ყოველთვის ფეხბურთელის ოცნება იყო, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია : “პროფესიონალი ფეხბურთელის დონეზე თამაში სერია C – ში დავიწყე და იქ სამი სეზონი გავატარე.ეს ლიგა განსაკუთრებული სისწრაფით გამოირჩევა, იქ ტექნიკა და დრიბლინგი უმთავრესი ელემენტებია.სერია A – ში თამაშისას შესაძლოა ფეხბურთელმა დიდი მანძილი ირბინოს, თუმცა პროფესიონალიზმი ერთ-ერთი უმთავრესია.ყოველთვის მაღალი მიზნებისკენ მივისწრაფოდი, ახლა მაღალი დონის გუნდში ვთამაშობ და მოდუნების საშუალება უბრალოდ არ მაქვს.მინდა მსოფლიოს ჩემი შესაძლებლობები დავუმტკიცო და ამ გუნდისთვის ბევრი რამ გავაკეთო.მებრძოლი ადამიანი ვარ, როცა საქმე მუშაობდა მიდის ვხვდები, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შემიძლია.”
ანტონიო კონტეს “იუვენტუსში” ახალი ერა იწყება, ჯიაკერინი კი ამ პროექტის ნაწილია : “დიახ, მწვრთნელი მუდმივად მუშაობისკენ მოგვიწოდებს.ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესნი, ვიდრე ვართ, ამისთვის დაუღლელად ვარჯიში აუცილებელია.”
იტალიელი ვინგერის მახასიათებლები კონტეს სქემას კარგად ერგებიან.მისი სიჩქარე და მომენტების რეალიზაცია, ნებისმიერ შემტევ სტილს დააკმაყოფილებს : “შარშან, 4-3-3 ტაქტიკაში ასპარეზობისას 7 გოლის გატანა შევძელი, 4-2-4 შეტევაში მეტი მომენტი შემექმნება და შევეცდები გასული სეზონის ნიშნულამდე მივაღწიო, ან გავაუმჯობესო კიდეც.კონტე ერთი ერთზე აქტიური თამაშისკენ მომიწოდებს, იმედია მის მოთხოვნებს გულდასმით შევასრულებ.”
ამას თამაშის იმედი აქვს???


ელიას და კრასიჩის რამვას დანატრდება ეს ჯეირანი
ძალიან სიმპათიური ოგროკია თავისი სათამაშო მანერით-პირადად მე მიმაჩნია, რომ თავს გამოიჩენს,ნუ რაღა თქმა უნდა, რაღაც დრო დასჭირდება ადაპტაციისთვის!!
ბაზარი არ არი მეიმედება ამ კაცის და მჯერა რო მაროტამ ტყუილად არ იყიდა მაგრამ ერთ რამეს დააკვირდის რას ამბობს (კონტე ერთი ერთზე აქტიური თამაშისკენ მომიწოდებს, იმედია მის მოთხოვნებს გულდასმით შევასრულებ.)არ შეასრულებ და შენი აჯობებს.
მე შენ გეტყვი, შარშან ერთი სამზეც მიდიოდა და ხშირ შემთხვევაში ატყუებდა..
ნამდვილად არ არის ჯაკერინი ის ფეხბურთელი, რომელიც მუდმივად სკამზე იჯდება და მოედანზე შემოსვლა არ მოუწევს, ტექნიკური და სწრაფი ფეხბურთელია, მის სიტყვას ნამდვილად იტყვის..
ჯაკერინი ჩამოსაწერი ფეხბურთელი ნამდვილად არ არის.. როცა კი კოედანზე იქნება დარწმუნებული ვარ თავის საქმეს უნაკლოდ შეასრულებს.. მე ტეხნიკურ ფეხბურთელებს ძალიან დიდ პატივს ვცემ.. და ზუსტად ვიცი რო ჯაკერინი თავისი ტეხნიკით ბევრ დასამახსოვრებელ მომენტს გვაჩუქებს.. )))))
ნაკრებზე სტატია მე ავიღე
შეეშვით რა ძალიან გთხოვთ იუვენტუსის საიტზე სხვა რამეებზე წერას
ეს უკვე მომენტებს ქმნის? მალე გოლსაც გაიტანს და შეიძლება მეორე ინტერვიუში ბომბარდირობასაც გამოკრას ხელი.. :D

აუ ისე რა საშინელებაა რა სტატიას ამზადებ უკვე ძლივს გადათარგმნე უკვე უნდა დადო და ბრახ სხვამ დაგასწრო კიდვ კაი მე არ ვარ მწერალი

რა ვიცი რა ვიცი
დროულად დავწერე მგონია 
Darja მთლად ასეთი სასტიკიც ნუ იქნები ცოტა სხვებსაც დაუტოვე სტატია
:lol::lol::lol::lol::lol:
აუ რამდენი ვბეჭდე და დაგისწრია :):)
ხო ჯიაკერინი თუ იტყვის მაშვინ მართალია!