ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში

ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ 5 მატჩში მონაწილეობა შვიდმა ბიანკონერომ მიიღო.სამი მატჩი იუვენტინოების გამარჯვებით დასრულდა, ორი კი მარცხით.იტალიამ, ჰოლანდიამ და პარაგვაიმ შეხვედრები ტრიუმფით დაასრულეს, ჩილემ და მონტონეგრომ მეტოქეებს ვერაფერი დაუპირისპირეს.

ჩეზარე პრანდელის შეგირდები ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულისთვის ფარერის კუნძულებს ეწვივნენ.სკუადრა აძურამ გამარჯვება მშვიდად მოიპოვა, მატჩის დებიუტშივე ანგარიში ანტონიო კასანომ გახსნა, მაგრამ ანდრეა პირლოს გენიალური პასით.ძირითად შემადგენლობაში ჯიჯი ბუფონმა, ჯორჯო კიელინიმ და ანდრეა პირლომ ითამაშეს, ლეონარდო ბონუჩი და კლაუდიო მარკიზიო სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარან.6 სექტემბერს აპენინელები სლოვენიას დაუპირისპირდებიან.

ჰოლანდიელებმა სან მარინოს ნაკრები შესარჩევ ციკლში მეორედ გაანადგურეს, მაგრამ ამჯერად უფრო შედეგიანად.”იუვენტუსის” ახალწვეულმა თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 74 – ე წუთზე გამოჩნდა, მაშინ ანგარიში 7-0 გახლდათ.საბოლოოდ ნიდერლანდებმა მეტოქე 11-0 დაამარცხეს, მაგრამ ელიას თავი არ გამოუჩენია.

პარაგვაის ეროვნულმა გუნდმა პანამას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა.მარსელო ესტიგარიბია ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და მოედანზე 80 წუთი დაჰყო.

არტურო ვიდალის ჩილე მეგობრულ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა.საბოლოოდ, სამხრეთ ამერიკელებმა მსოფლიო ჩემპიონებთან ვერაფერი გააწყვეს და 3-2 დამარცხდნენ.ვიდალმა შეუცვლელად ითამაშა, ამჯერად ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

მონტენეგროს ნაკრები სტუმრად უელსის ნაკრებთან 2-1 დამარცხა.მირკო ვუჩინიჩი ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა, იგი მხოლოდ 80 – ე წუთზე გაცვალეს.შვეიცარიის ნაკრებში გამოძახებული შტეფან ლიხშტაინერი კი 6 სექტემბერს ბულგარეთის გუნდს დაუპირისპირდება.

წყარო : Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giga matiashvili
12 years ago

საინტერესო სტატიაა

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x