ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პლატინი “იუვენტუსს” წარმატებებს უსურვებს

გოლფის საქველმოქმედო ტურნირზე მოწვეულმა მიშელ პლატინიმ ჟურნალისტებთან ისუბრა. მთავარი თემა ტურინის “იუვენტუსის” ახალი სტადიონი იყო, რომლის ოფიციალური წარდგენაც ზეგ, “ნოთს ქაუნთან” დაპირისპირებაში შედგება: ” “იუვენტუსისთვის” ახალი სტადიონი მშვენიერი საჩუქარია, რადგან დიდ გუნდებს საკუთარი სახლი სჭირდებათ. მისით, შეიძლება, ახალი გამარჯვების ციკლი დაიწყოს. ვისურვებდი თუ არა ასეთ სტადიონზე თამაშს? არა, რადგან “სტადიო კომუნალეზე” ვთამაშობდი, ის კი ფეხბურთის ისტორიას ასი წლის განმავლობაში კვებავდა. ჩვენ ლეგენდარულ არენაზე გამოვდიოდით, “იუვენტუსის” ისტორიაც იქ დაიწერა. ახლა იმედი მაქვს ეს სტადიონი “ბებერი ქალბატონის” ახალი წარმატებების მხილველი გახდება. ” -აცხადებს პლატინი.

წყარო: tuttosport

2 thoughts on “პლატინი “იუვენტუსს” წარმატებებს უსურვებს

  1. გენიალური ფეხბურთელი, იუვენტუსის მეგა-ლეგენდა, ოქროს ბურთის 3-გზის მფლობელი, ჭეშმარიტი იუვენტინო-დიდი მადლობა მიშელს იუვეს ოქროს წლებისთვის და იმ დიდი მარადიული ერთგულებისთვის, რომელიც გულის გულში აქვს-ბრავისსიმო!!!!!!!!
    :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.